სინათალე შახტებში

ავტორი: ნინა დავიდოვა
1921 წლის 25 თებერვალს თბილისი უბრძოლველად აიღო მე-11 წითელმა არმიამ და საქართველო 70 წლით დაემშვიდობა თავისუფლებას. მაშინ ადამიანები დამოუკიდებლობისთვის და სუვერნული სახელმწიფოსთვის იბრძოდნენ. 95 წლის შემდეგ, 25 თებერვალს კი ტყიბულში რამოდენიმე კვირიანი გაფიცვის შემდეგ მაღაროელები შახტის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ და ლოკალური პრობლემა ეროვნული დონეზე დისკუსის საგნად აქციეს. ალბათ ერთ-ერთი იმ მრავალთაგან რაზეც ერთ ინდუსტრიულ ქალაქში მომხდარმა მოვლენებმა გვიბიძგა ეს თავისუფლების, როგორც ფუნდამენტური ღირებულებების გადააზრება და გაანალიზებაა.

რატომ „თავისუფლება“? იმიტომ, ეს ღირებულება დღეს არჩევნებზე ხმის მიცემით, ან სიტყვის თავისუფლებით აღარ ფასდება. თავისუფლება ფუტურო ცნება არ არის და ჩემი აზრით პირდაპირ კავშირშია ღირსეულ, ადამიანურ მოპყრობასთან, ექსპლუატაციისგან და სიღარიბესთან თავისუფლებასთან. ეს ადამიანები, მათი ქსანელი, კაზრეთელი და რუსთაველი თანამოქალაქეების მსგავსად ისევ თავისუფლებისთვის იბრძვიან. ოღონდ თავისუფლებისთვის, რომელმაც დღეს უკვე ყველას და მეტს იტევს საკუთარ მნიშვნელობაში.

ავტორი: ანა კამლაძე

ავტორი: ანა კამლაძე

ტყიბულში მაღაროელებმა ფართომასშტაბიანი გაფიცვა 2 თებერვალს დაიწყეს. ისინი შრომის უსაფრთხო პირობების შექმნას, ხელფასის ინდექსაციას ბოლო 3 წლის განმავლობაში დაფიქსირებული ინფლაციის მიხედვით, გრძელვადიან სამუშაო კონტრაქტებს, მუშაობის პროცესში და ზარალებულებისა და დაღუპულთა ოჯახებისთვის საკომპენსაციო სისტემის ამოქმედებას მოითხოვენ. გაფიცვა 3 მარტს დასრულდა და მეშახტეების მოთხოვნები მეტ-ნაკლებად დაკმაყოფილდა. მეშახტეები 5-10% სახელფასო მატებას და უსაფრთხო შრომით გარანტიები მიიღეს, რომელთა რეალობაში განხორციელებას მხოლოდ დრო გვიჩვენებს.

თუმცა, ტყიბული გამონაკლისი არარის და არც ამოვარდნილი ქვეყნაში არსებული მძიმე სოციალური და ეკონომიკური კონტექსტიდან. ჩემს ქალაქში, არც ისე შორს თბილისიდან – გარდაბანში, ყოველი ფეხისნაბიჯზე შეგხვდებათ ადამიანები, რომლებიც ვეღარ უმკლავდებიან ეკონომიკურ სიდუღჭირეს და დღიდან დღემდე მოპოვებული საკვებით საზრდოობენ. რთულად აპურებენ ოჯახებს და იმ ბავშვებს, რომლებმაც ამქვეყნის მომავალი უნდა გააგრძელონ. დღეს ჩვენი დედები და მამები, თეთრებით ცდილობენ სტუდენტი შვილების შენახვას და ოდნავ მაინც უკეთესი მომავლის პირობების შექმნას, რომელიც თავისუფალი იქნება ექპლუატაციისგან და დაუფასდება შრომა. შესაბამისად, თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ტყიბული ლოკალური პრობლემა არ არის და მუშების მძიმე პირობები ეროვნული ხასიათის ტენდენცია. ამ ტენდენციას კი რამდენიმე გარემოება სძენს სენსიტიურობას.
დღესდღეობით მუშათა წინაშე არსებული მდგომაროება მხოლოდ დაბალი სარგოთ არ განისაზღვრება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების მიხედვით ბოლო 5 წლის განამავლობაში საწარმოო ტრავმების შედეგად 619 მოქალაქე დაშავდა, ხოლო 212-მა სიცოცხლე დაასრულა. 212 მოქალაქე დაგვაკლდა ბოლო ხუთი წლის მანძილზე გაუსაძლისი და უსაფრთხო შრომითი პირობების არ ქონის გამო. არსებობს კიდევ ცალკეული შემთხვევები, რომელიც გაცილებით მძიმე ხასიათისაა და პირდაპირ უკავშირდება ქვეყნაში არსებულ შრომითი პოლიტიკის პრაქტიკას. დაბა კაზრეთის მცხოვრებმა სლავა კუჭაშვილმა, მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო 2014 წლის თებერვალში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ეს ფაქტი საზოგადოებისთვის სტატისტიკა არ ყოფილა. ყველამ გავიგეთ ამის შესახებ. მაგრამ ეს დარჩა 2014 წელს და თებერვალს.

რა პასუხი გასცა სახელმწიფომ ამ რეალობას? 2015 წელს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ კვლავ შრომის უსაფრთხოების ინსპექცია შექმნა. თუმცა ამ ინსტიტუტის პრაქტიკაში ამოქმედება შეუძებელი აღმოჩნდა, რადგან ინსპექციას საკმარისი პოლიტიკური და სამართლებრივი ლეგიტიმაცია არ გააჩნია. ის მხოლოდ მაშინ ფუნქციონირებს, როცა ნებართვა კერძო ბიზნესისგან გაცემულია. არადა, ეს ის შრომის უსაფრთხოების ინპექციაა, რომელიც ჩვენი ევროპული სახელმწიფო იდეალის განუყოფელი ნაწილია და რომლის გარეშეც არც ერთი საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფო (welfare state) არ არსებობს ევროპაში. ჩვენ ჯერ ამაზე არ გვიფიქრია.

საზოგადოება კვლავ ცოტას საუბრობს სოციალური დაცვის გარანტიებზე. რამდენიმე ათასობით ოჯახი დარჩა პურის ფულის გარეშე, როცა სახელმწიფოში სოციალური დახმარების ქულების ზღვარი აიწია. რა პასუხს სცემს ამ ადამიანებს სახელმწიფო და საზოგადოება? ეს ყოველივე უკვე რომელიმე კერძო ბიზნესის პასუხისმგებლობას სცდება და სახელმწიფო ვალდებულებებს უსვამს ხაზს. სიღარიბე იყო, არის და დარწმუნებული ვარ, კიდევ დიდი ხნით იქნება პრობლემა. მომგვარებელი კი ისევ არ იქნება არავინ. საზოგადოებას ჯერ ვერ გადაგვიწყვეტია რა არის პრობლემა და რა გზებით ვებრძვით მას. ჯერ ისევ ცოტას ვფიქრობთ იმაზე, თუ სად გვაქვს სისტემური ხარვეზი სახელმწიფოში.

რას უნდა ნიშნავდეს ეს ყოველივე ჩვენთვის, საზოგადოებისთვის, ახალგაზრდებისთვის, მათთვის ვინც ცხოვრებას ეხლა ვიწყებთ და ვინც ჩვენი მომავალი ცხოვრების ძირითადი ნაწილი შრომაში უნდა გავატაროთ? 212 ადამიანი სტატისტიკაა? ტენდენცია? დგას თუ არა ეს საკითხი პოლიტიკურ დღის წესრიგში?

ყოველთვის მაინტერესებდა ის, რომ ჩვენს ირგვლივ არსებულ ყველა პრობლემაზე გვაქვს თუნდაც მცირედი ინფორმაცია, მაგრამ საზოგადოება ყოველთვის ვახერხებთ თვალი დავხუჭოთ ფაქტებზე. ჩვენ, მოქალაქებს ყოველთვის გვაქვს გარკვეული რესურსი და საშუალება რომ პრობლემის მოგვარებისათვის ვიბრძოლოთ, მაგრამ ძალიან ხშირად ვერ ვახერხებთ საკუთარი თავის თუ ჩვენივე თემის მობილიზებას, სანამ სავალალო შედეგებამდე არ მივალთ და სანამ პრობლემა ჩვენთან არ მოაკაკუნებს. დღეს საქართველოში დღითიდღე ძლიერდება სამოქალაქო საზოგადოება და ადამიანების მოქალაქეობრივი შეგრძნებები, მაგრამ მაინც არ გვყოფნის ძალა გამოწვევებს ერთად ვუპასუხოთ, არ ვაქციოთ სლავა კუჭაშვილის მსგავსი ადამიანები მხოლოდ სტატისტიკურ მონაცემად.

ერთი წლის წინ, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე, მოკლემეტრაჟიან ქართული ფილმს „შავი თუთა“ აჩვენეს. ჭიათურაში გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი ბიჭზე გვიყვება, რომელიც ფრენაზე ოცნებობს. ცხოვრების უმეტეს ნაწილს მიწის ქვეშ ატარებს, შორს ცისგან. ამ ბიჭის მსგავსად, უმეტესობა ჩვენგანი გარემო პირობების მსხვერპლი ხშირად ვხდებით და საბოლოო ჯამში ჩვენი ღირსეული ცხოვრების არჩევანს ძლიერ კაპიტალს ვწირავთ მსხვერპლს.

სწორედ ამიტომაა ეს პოსტი იმაზე, რომ მუშებს საქართველოში სჭირდებათ სათანადო პოლიტიკური დღის წესრიგი, მუშებს სჭირდებათ სოლიდარობა, რომ სიღარიბეში მყოფ ადამინს არ აქვს არჩევნის თავისუფლება და რომ არ არსებობს თავისუფლება სიღარიბისა და ჩაგვრისგან თავისუფლების გარეშე.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s