სტუდენტთა პროტესტი თსუ-ში გრძელდება

ავტორი: მარიამ არბოლიშვილი

10 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აქცია გაიმართა სახელწოდებით “უნივერსიტეტი უნდა გათავისუფლდეს”. აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ სენატის მიერ გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატური კენჭისყრას და უნივერსიტეტში “ოდეერის” ინსტიტუტის არსებობას, რაც 7 მარტის აქციის დროს აკადემიური საბჭოს წევრებთან შეხვედრის დროს სტუდენტებს უნივერსიტეტის რექტორმა აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ დაუდასტურა.

მიუხედავად დაცვის თანამშრომლების და პოლიციის წინააღმდეგობისა სტუდენტებმა დაიკავეს სენატის სხდომათა დარბაზის შესასვლელი, რის გამოც სენატის სხდომა გადაიდო. რექტორი მოთხოვნით უნივერსიტეტის შენობა დატოვა პოლიციის თანამშრომლებმაც.

აკადემიური საბჭო და სენატი შეთანხმდა, რომ ორშაბათიდან განაახლებდნენ შეხვედრებს აქციის მონაწილეებთან, კანცლერობის კანდიდატ გიორგი გადრინდაშვილთან და სტუდენტურ თვითმმართველობასთან.

ამ დრომდე სტუდენტები განაგრძობენ საპროტესტო აქციას და მოუწოდებენ გიორგი გაფრინდაშვილს თავისი ნებით მოხსნას კანდიდატურა. აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და მხადრაჭერა გამოუცხადეს სენატის, აკადემიური საბჭოს და ლექტორების ნაწილმა.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s