გამქრალი ქალები და  გენდერი

ავტორი: ნინო ელიკაშვილი

რამდენიმე დღის წინ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომის დასასრულს , რომელზეც საგნის „მე და საზოგადოების“ სკოლებში  დანერგვასა და მასთან დაკავშირებით მომზადებული პროგრამის შესახებ მსჯელობნდნენ, სიტყვა „გენდერის“ ხსენებისას  ამ საგნის მოწინააღმდეგე გურამ ფალავანდიშვილმა განაცხადა, რომ ეს სიტყვა  მამათმავლობის ცოდვას ნიშნავს და  მოსწავლეებს გენდერის მნიშვნელობაზე არ უნდა ესაუბრონ, რადგან,  მისი თქმით,  ეს არის გარყვნილება და სიბინძურე.

12476629_1221976404496710_286803564_oჯერ კიდევ 2013 წელს სომხეთში ქალისა და მამაკაცის თანასწორი უფლებების შესახებ კანონის მიღებისას სიტყვა “გენდერის” ჩაწერა შეურაცხმყოფელი გახდა ნაციონალისტი პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც სხვადასხვა სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციას დაუპირისპირდნენ.  როგორც სომხეთშიც, ასევე საქართველოშიც  სიტყვა “გენდერი” ანტი  ეროვნულ ღირებულებებთან ასოცირდება, რომელსაც საქართველოს მართლმადიდებელმა  ეკლესიამ „მომაკვდინებელი ცოდვის“ პროპაგანდა უწოდა, როდესაც 2014 წელს პარლამენტი „დისკრიმინაციის  ყველა ფორმის აღმოფხვრის“ შესახებ კანონპროექტს განიხილავდა.

სომხეთში კი საბოლოოდ   სიტყვა „გენდერი” ამოიღეს და ყველგან „ქალითა და მამაკაცით” ჩაანაცვლეს.

თუმცა საინტერესოა რას გულისხმობენ  დასავლურ ანტიეროვნულ პროპაგანდაში, როცა თავად სიტყვა „პროპაგანდა“ ბუნდოვანი ცნებაა და ისევ და ისევ იმ ჩაკეტილ საზოგადოებაზე მიგვანიშნებს, რომელსაც სქესისა და გენდერის განსხვავების შესახებ ინფორმაცია არ აქვს ან აქვს და სწორად ვერ იაზრებს.

ჩაკეტილი საზოგადოებისთვის ასევე ბუნდოვანია გენდერული თანასწორობა, მაშინ როცა ქალს, როგორც შეშის მჭრელს ან აგურის მზიდავს ისე განიხილავენ. გენდერი თავად ადამიანისთვის მინიჭებულ უფლებას უსვამს ხაზს, რომელიც  დისკრიმინაციის ფორმების გაკულტურებული  საზოგადოებისთვის მიუღებელია, რაც კიდევ უფრო მეტად ამკვიდრებს სტერეოტიპულ დამოკიდებულებებს. ეს გამოიხატება ქალისა და მამაკაცისთვის განსაზღვრულ პროფესიებში, როცა ქალი აუცილებლად მასწავლებელი ან ექთანი უნდა იყოს და როცა დღესაც გაოცებული შევყურებთ  საქართველოს თავდაცვის მინისტრს თინა ხიდაშელს. ასევე პარადოქსულია, როცა  8 მარტს   „სუსტი სქესის წარმომადგენელთა დღეს“ ისე აღვნიშნავთ, როცა ამ დღის  რეალური ისტორია სწორედ ქალთა შრომითი უფლებების ბრძოლას უკავშირდება და რასაც 146 ქალი შეეწირა.

ქალთა გენდერულ როლს  კულტურა და რელიგია განაპირობებს,რომელსაც ისევ ხალხი ქმნის. გენდერული იდენტობა ადამიანის გენდერული თვითაღქმაა, როდესაც ის თავს მიაკუთვნებს რომელიმე გენდერს. გენდერული თანასწორობა კი  ორივე სქესთა შორის თანაბარ უფლებამოვალეობებს გულისხმობს.

ასევე ხშირია აბორტის წინააღმდეგ მიმართული განცხადებები, როგორც   სასულიერო პირებისგან ასევე საზოგადოებისგან. თუმცა ცოტა თუ მსჯელობს იმის შესახებ ყველაზე ხშირად რატომ მიმართავენ ქალები აბორტს. ჯამპსტარტის 2010 წლის გამოკითხვის მიხედვით  საქართველოში  46 % ბიჭს ანიჭებს უპირატესობას, 9% გოგოს, თუ მხოლოდ ბიოლოგიურ  შემთხვევითობას მიენდობიან წყვილების 30%-ს ვაჟი არ გაუჩნდება. ამავე მონაცემების მიხედვით,  დაბადებისას სქესთა  თანაფარდობის  მაჩვენებელი ადასტურებს, რომ საქართველოში სქესის პრენატალური შერჩევა ხდება. 2010-2013 წლის მიხედვით 112 ბიჭზე 100 გოგოა. შედეგად საქართველოში 1990 წლიდან 2010 წლის ჩათვლით  25,000 გოგონა გაუჩინარდა. ეს კიდევ ხაზს უსვამს  ჩვენს წმინდა   მასკულინურ აზროვნებასა და ქცევას, რაც  გულისხმობს მკვეთრ მახასიათებელ ჩარჩოებს სქესის ფუნქციური დატვირთვისთვის. ხშირად მოგვისმენია ისტორიები, როცა ქალები აბორტს იმიტომ იკეთებენ,რომ ოჯახში გვარის გამგრძელებელი სჭირდებათ. ოჯახის უფროსი და მომვლელი. თუმცა ვინ თქვა, რომ ქალი ვერ მოუვლის ოჯახს, ვერ იქნება დამოუკიდებელი, ვერ იმუშავებს იმდენს, რამდენსაც მამაკაცი, რომ მისცენ უფლება ამ ყველაფრის?!  სწორედ ჩაკეტილი საზოგადოების სისტემას მიჰყავს ქალი იმ დონემდე, რომ აბორტები გაიკეთოს, რაც შობადობას ამცირებს. ოჯახის  სურვილებისა და ეგოიზმის დაკმაყოფილების პროცესში ქალები საკუთარი არჩევანის საშუალებას და უფლებას კარგავენ. და ამ დროს  ქალი არამარტო მაშინ არის მსხვერპლი, როცა ფიზიკურად უსწორდებიან, არამედ მაშინ, როცა არჩევანის საშუალებას არ უტოვებს დისკრიმინაციად ქცეული კულტურა, დოგმები, რელიგია და მასმედია, როგორც სტერეოტიპების ჩამოყალიბების საშუალება.

სიტყვა „გენდერი“ კი დღეს კამათის საფუძველია, რადგან გენდერული იდენტობა საკუთარი თავის თავისუფლად გამოხატვის საშუალებას გვაძლევს.  ანტიგენდერული ეროვნული ღირებულებების გათვალისწინებით კი წლების განმავლობაში გამქრალი ქალების რაოდენობა მდედრობითი სქესის მოსახლეობის 4% იქნება, რაც კიდევ უფრო შეამცირებს შობადობას.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s