აუდიტორია 115

 1452433_575491202627445_2703953468640838413_nავტორი:დალი მელიქიძე

პროტესტი უსამართლობის, უთანასწორობის  წინააღმდეგ და ბრძოლა იდეისათვის. გამარჯვება ერთიანობით და სოლიდარობის გამოხატვა იდეალიზებული ფორმით.  დაიწყო მშვიდობით მოთხოვნების ფორმულირება და დამთავრდა მშვიდობით დადებითი შედეგით. თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტს სტუდენტების 6 დღიანი საპროტესტო მშვიდობიანი აქცია უპრეცედენტო შემთხვევა იყო საქართველოს ისტორიაში, ფაქტორები, რომლებმაც განაპირობა  შედეგი იყო მარტვი, არაეგოცენტრული, თანაბარუფლებიანი გამოხატვის თავისუფლებით. ნიმუში და მაგალითი პირდაპირი დემოკრატიის, სადაც არ არსებობს მმართველი და წარმომადგენლობით ინსტიტუტი. სოლიდარობა, რომელიც პირველ რიგში გულისხმობდა ერთმანეთზე ზრუნვას, დახმარებას ქმნიდა გამარჯვების რწმენის იდეას…მოთხოვნების შესრულება რომ არ დაწყებულიყო, დარწმუნებული ვარ, ეს პროტესტი დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდებოდა, რადგან აუდიტორიაში მყოფი სტუდენტები და აუდიტორის გარეთ მყოფი მყოფნი ერთიანობის განცდას გრძნობდნენ, არ იგრძნობოდა დიხოტომია შიდა და გარე სივრცეს შორის, იერარქიული საფეხურებზე ხომ საუბარიც ზედმეტია.

სოლიდარობა, რომელიც გამორიცხავს ინდიფერენტიზმს, სოლიდარობა, რომელიც მნიშვნელოვანია ადამიანური ურთიერთობების ფორმირებისთვის პერმანენტულად სუფევდა 115-ე აუდიტორიაში.  ერთმანეთისთვის პლედების თხოვება, საკვების  მიწოდება. ზრუნავდა ნაცნობი ნაცნობზე, უცნობი უცნობზე.

-რამე ხომ არ გინდა?

-წამოგყვე?

-ხომ არ გცივა?

 სოლიდარობის გრძნობას აძლიერებდა შიშის გრძნობა. ერთმანეთთან პირდაპირპროპორციულ დამოკიდებულებაში იყო ეს ორი ცნება. იზრდებოდა საფრთხის შიში და იზრდებოდა სოლიდარობის განცდაც. სტუდენტები ცდილობდნენ ერთმანეთი მარტო არ დაეტოვებინათ. აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ უნივერსიტეტში მობილიზებული იყო პოლიცია, რომელთა ფუნქცია უბრალოდ გაუგებარი დარჩა სტუდენტებისთვის. მათი მოვალეობა ზრუნვაა, დაცვა საფრთხეში მყოფი ადამიანების, ისინი კი უბრალოდ იდგნენ ჯგუფებად ინდიფერენტულ ღიმილად დარჩენილები და თვალებს ახამხამებდნენ. შეშინებული, საფრთხის მომლოდინე სტუდენტები მიდიოდნენ მათთან და ქმედითი ზომების გატარებას სთხოვდნენ. ვგულისხმობ, დაეცვათ უნივერსიტეტში შემოსასვლელი, რადგან ბევრი უცხო (არაუნივერსიტეტელი) პირის  შემოსვლა დაფიქსირდა. მათ ბოლოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობაც შეუერთდა(ელიტების  გაერთიანების ნიმუში), პოლიცია კი ამბობდა, რომ არაფერი არ ხდებოდა, სიტუაციას აკონტროლებდნენ ან თავის გასამართლებლად ამბობდნენ, რომ არ იცოდნენ, გაარკვევდნენ სიტუაციას.  აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ უნივერსიტეტის დაცვა და პოლიცია არ თანამშრომლობდა, არაორგანიზებულები იყვნენ. სტუდენტები კი შფოთვის და გაურკვეველ მდგომარეობაში იყვნენ. დაცვა პოლიციასთან აგზავნიდა სტუდენტს, პოლიცია დაცვასთან. საბოლოოდ კი სტუდენტები ცდილობდნენ ერთმანეთი დაეცვათ და შემოსასვლელები გაემაგრებინათ.

აუდიტორია გააძლიერა ურთიერთ თანადგომამ. სოლიდარობა და მხარდაჭერა იგრძნობადა ლექტორების დიდი ნაწილისგან პირდაპირი თუ ირიბი ფორმით. ზოგი მიდიოდა, ზოგიერთი მათგანი ფარულად გზავნიდა საკვებს. ამხნევებდნენ სტუდენტებს, თავიანთი მხარდაჭერით იმედის ხარისხს აძლიერებდნენ. თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მნიშვნელოვანი სოციალური სტატუსის მქონე პროფესორები, თვალს ხუჭავდნენ თვითმართველობის ამორალურ საქციელზე, არალეგიტიმურ ფორმაზე. უპოზიციო პოზიციის მქონე ლექტორებმა ორივე მხარის შეხედულების  საშუალო გამოიყვანეს და ჭეშმარიტებად ის აღიარეს.  ეს ლექტორები არც მწვადს წვავდნენ და არც შამფურს. აქციის მონაწილე სტუდენტები კი  მათგან მოითხოვდნენ პოზიცას. მაგრამ პოზიცია დიდი ხნის წინ დატოვეს ნება-ყოფლობით სადღაც შორს….  ვფიქრობ. მათ ეშინოდათ სხვადასხვა მიზეზის გამო, ერთ-ერთ ფაქტორად ვთვლი სტატუსის დაკარგვის შიშს. ეს შიშის გამოცდილება მათში მძაფრად არის გამჯდარი, რაც პირდაპირ უკავშირდება საბჭოთა კავშირის არსებობას, მისი მოსმენების, დასმენების პრაქტიკას. მათი ცნობიერება შიშის მდგომარეობაში იმყოფება, საფრთხის არ არსებობის შემთხვევაშიც კი გრძნობენ მას.

აუდიტორია 115 გადაიქცა “მოძრაობა 115-ად”. აქციის მონაწილე თითოეული სტუდენტი სიამაყედ მიიჩნევს მის წევრობას… გრძელდება მათი პროტესტი, ქმნადობა და არა სტაგნაცია. სწრაფვა ავტონომიისაკენ, თანასწორობისაკენ. ეს ღირებულებები მუდმივად საჭიროებს განახლებას და ახალი იდეით დატვირთვას.

ჯორჯ ორუელის „ცხოველთა ფერმში“ ექსპლუატირებული ცხოველები ებრძვიან ექსპლუატატორ ფერმერს… მიზნის მიღწევის შემდეგ მმართველები, ცხოველების წარმომადგენლები ხდებიან ღორები. მათი ბრძოლის მთავარი იდეა იყო თანასწორობა…   ილუზია თანასწორობის შეიცვალა ალტერნატივით – “ყველა თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი უფრო თანასწორია”. ამგვარადვე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გასართობი კონცერტებით შექმნილი ილუზია თანასწორობის.  თუმცა სოციალურად მოაზროვნე განათლებულმა სტუდენტებმა ილუზია რეალობით შეცვალეს. პრობლემის მიზეზი იპოვეს და მის აღმოსაფხრელად საჭირო საშუალებები გააცნობიერეს. სტუდენტებს ერთიანობის ლეგიტიმური ძალა აქვთ.

სოლიდარობა საოცარი ადამიანური გრძობაა,  უფერული ცხოვრების გამფერადებელი.

1915859_575491455960753_6850057247822704049_n

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s