ჰომოფობია ხელისუფლებაში

ავტორი: ეკატერინე ძიძიკაშვილი

სიძულვილის ენა სექსუალური უმცირესობის მიმართ საქართველოში მეტად გავრცელებული პრობლემაა, რა არის ამის მიზეზი ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი და კონკრეტული პასუხის ჩამოყალიბება თითქმის შეუძლებელია, თუმცა, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სიძულვილის ენის გავრცელებას ხელისუფლებაც უწყობს ხელს, რასაც ადასტურებს ბოლო წლებში ჩატარებული კვლევებიც.

სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე  ხელისუფლების არაადეკვატური რეაგირება და ჰომოფობიური განცხადებები, ძალადობრივი დანაშაულებების წამახალისებელი შესაძლოა გახდეს.

ყოველივე ამას ემატება ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ერთნაირსქესიანთა ქორწინებასთან დაკავშირებული ინიციატივის ხელახალი ატაცება ხელისუფლების მხრიდან. 2015 წელს პრემიერმა განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებდა, რათა კონსტიტუციაში გაკეთებულიყო ჩანაწერი, რომ ქორწინება და ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. ხოლო მოქმედმა პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა, კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მხარდაჭერით ხელახლა წარუდგინა ეს ინიციატივა საზოგადოებას.

14 მარტს პარლამენტში, 80 დეპუტატის ხელმოწერით შესულმა საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივამ საზოგადოებაში გამოიწვია საფუძვლიანი ეჭვი, რომ ხელისუფლება არჩევნების მოახლოების გამო ამ საშუალებით ცდილობს ამომრჩეველთა კულტურული და ტრადიციული ღირებულებებით მანიპულირებას.

აღნიშნული ქმედებები სახელმწიფოს მხრიდან უდავოდ დისკრიმინაციულია და ხელს უწყობს ძალადობისა და სიძულვილის ტირაჟირებას ლგბტ თემის წარმომადგენლების წინააღმდეგ მაშინ, როდესაც მას აკისრია ვალდებულება დაიცვას თითოეული მოქალაქე და არ დაუშვას, რომელიმე ჯგუფის ჩაგვრა.

კანონპროექტის ინიცირების შემდეგ, როგორც წესი ამ არც ისე აქტუალურმა თემამ საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, დაიწყო მიმოხილვები სატელევიზიო სივრცეშიც, გადაცემებსა და ახალ ამბებში ყოველდღიური განხილვის საგანი გახდა ლგბტ თემის წარმომადგენელთა უფლებები და თავისუფლებები, როგორც წესი საზოგადოება ნეგატიურად აფასებს და მწვავე აგრესიას გამოხატავს მათ მიმართ, თუმცა ეს, როგორც ზემოთ აღინიშნა, სახელმწიფო ორგანოების არაადეკვატური რეაგირების შედეგია, გარდა ამისა ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებული ცალსახად ჰომოფობიური განცხადებები, უარყოფით ზეგავლენას ახდენს, საზოგადოებაზე და ხელს უწყობს ნეგატიური დამოკიდებულების გავრცელებას, რომელიც როგორც წესი ძალადობაში გადაიზრდება ხოლმე.

გთავაზობთ პოლიტიკოსების ჰომოფობიურ განცხადებებს, რომლებიც აქტიური განხილვის საგანი გახდა საზოგადოების მხრიდან:

თამაზ მეჭიაური: „საქართველოში ყველაზე მეტად მე მგონი, უმრავლესობის უფლებები იზღუდება, ტრადიციული სექსუალური ორიენტაციის ხალხის. შიშით ვერაფერი ვერ უთქვამთ, ყველაფერს ფობიას ეძახიან… რეალურად, ჩემი აზრით, გაცილებით მეტი უფლებებით სარგებლობენ უმცირესობები, ვიდრე უმრავლესობა.“

უბრალოდ ცინიკურია, როდესაც ქუთაისში იწყება ასეთი აქცია, იმ ქალაქში, საიდანაც დავით აღმაშენებელმა ქვეყნის გაერთიანება დაიწყო და აქედან, გაპიდარასტებას იწყებენ ზოგიერთები

ზვიად ძიძიგური:  „პირადი ცხოვრების უფლება ყველას აქვს. მაგრამ ახლა იმის დემონსტრირება, მე შვილები მყავს და უმრავლესობის უფლებები სერიოზულად ილახება, როდესც გამოდიან და დემონსტრირებას მიკეთებენ იმისას, რომ აი, მე ერთსქესიანი ვარ და მაგარი ტიპი ვარ რა.“

ზვიად ძიძიგური: „თუ ვინმეს მამათმავლობა უნდა, სადმე შეძვრეს და იქ დაკავდეს ამ საქმით. საქართველოში გეიაღლუმის ჩატარების უფლებას არ მივცემთ“

გოგი თოფაძე: „ჩვენ, ქართველები, ვერასოდეს მივიღებთ ამას, როგორც ჩვეულებრივ მოვლენას, ვერ შეეგუებიან. ჩვენ კი არა, ევროპის ბევრ ქვეყანაში არ უნდათ, დემონსტრაციებს მართავენ. ასე იმასაც მოვესწრებით, რომ ქორწინების სახლიდან ორი  ახალგაზრდა ბიჭი გამოვა… არ არის მთლად ასეც, ტრადიციაც მნიშვნელოვანია“

დავით საგანელიძე: „ადამიანებს, რა თქმა უნდა, უნდა ჰქონდეთ საკუთარი აზრის დაფიქსირების უფლება, ადამიანს რაც უნდა ის უკეთებია. მაგრამ ადამიანი ნუ შემოდის ჩემი ცხოვრების წესში, ნუ ახდენს ზემოქმედებას ჩემს შვილებზე… ჩემს გარდა ნურავინ ნუ მოახდენს ჩემს შვილებზე ზეგავლენას… იცხოვრე შენი წესებით, ღმერთმა გაგიმარჯოს, კარგად იყავი. არავინ არაფერს არ გიშლის. მაგრამ თუ  ხედავ, რომ ასეთი სიტუაციაა, გაეცალე ცოტა ხანი, რადგან შენს ამ ქმედებას შეიძლება სერიოზული დაპირისპირება მოჰყვეს და უმართავ სიტუაციაში გადავიდეს.”

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s