9 აპრილი – ისტორიის უმნიშვნელოვანესი ფურცელი

9 apriliავტორი: ნინი ჩუბინიძე

9 აპრილი, ერთ-ერთი სისხლიანი დღე საქართველოს ისტორიაში. ზუსტად 27 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს, ათობით ათასი ადამიანი საქართველოს დამოუკიდებლბის აღდგენის მოთხოვნით მშვიდობიან დემონსტარაციას აწყობდა მთავრობის სახლის წინ. ადგილობრივი საბჭოთა ხელისუფლება ვეღარ აკონტორლებდა მომიტინგეებს, სწორედ ამიტომ თბილისში ჩამოვიდა სსრკ-ის თავდაცვის მოადგილე, გენერალი კოჩეტოვი. 9 აპრილს, თბილისში 11 საათზე კომენდანტის საათი გამოცხადდა, მაგრამ მოსახლეობას ცნობა კომენდანტის საათის ამოქმედების შესახებ მხოლოდ 22 საათსა და 15 წუთზე მიეწოდა. ქალაქის სამხედრო კომენდანტად როდიონოვი დაინიშნა. მოსკოვიდან თვითმფრინავებით საბჭოთა კავშირის შინაგანი ჯარების სპეცდანიშნულების 420 ჯარიკსაცი გამოგზავნეს. დამსჯელმა ნაწილებმა მომიტინგეებს ალყა ყველა მხრიდან შემოარტყეს. ისინი შეიარაღებულნი იყვნენ ხელკეტებით და მომწამვლელი გაზით.
მთავრობის სახლის წინ ასეული ჯარისკაცი შეიჭრა და მომიტინგეებს შეუბრალებლად დაუწყო ჩეხვა. მიტინგი სულ რამდენიმე წუთში დაიშალა. 21 ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი გაზით მოწიმლა.
მსხვერპლთა შორის უმეტესად ახალგაზრდები, იყვენენ. თუმცა, ამ დღის შემდეგ საქართველო უფრო შეიკრა, გახდა უფრო ერთიანი ერთი მიზნისთვის. მეორე დღეს მოქალაქეები რუსთაველის გაზმირზე ტიტებით მიაგებდენენ დაღუპულებს პატივს. რუსთაველის გამზირი ყვავილებით იყო დაფარული…
ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.
იმ ადამიანების მთავარი მიზანი კი ასრულდა, ზუსტად 2 წლის შემდეგ. ახლაგაზრდები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობას შეეწირნენ, ამაო არ ყოფილა.
თუმცა, სამწუხაროდ დღეს ზოგიერთ ადამიანს იმის გახსენებაც კი გაუჭიდება რა მოხდა 27 წლის წინ ამ დღეს. წესით პოლიტიკოსებს არ უნდა ჰქონდეთ მოკლე მეხსიერება, მაგრამ მავანნი დღესაც ამბობენ, რომ რუსეთი ჩვენი მეგობარია, ერთმორწმუნე მეზობელი, რომელსაც ჩვენთან კარგი ურთიერთობა სურს, მთავარია, მხოლოდ ჩევნი სურვილი. ალბათ, ასეთ ადამიანებს არც 2008 წელი ახსოვთ, არც ის რომ ქვეყნის ოცი პროცენტი ჩვენს მეზობელ, ერთმორწმუნე „მეგობარს“ აქვს ოკუპირებული.
ძალიან ძნელია და მტკივნეული, როდესაც გადახედავ შენს ისტორიას და დაინახავ, რომ ყველა საუკუნეში შენს პატარა ქვეყანას თავის გადარჩენა და დაცვა უწევდა უამრავი ადამიანის სიცოცხლის ფასად.
ცხრა აპრილი იყო ქართველი ერის გმირობისა და თავისუფლების წყურვილის გამოხატულება. ჩემი აზრით, დღესაც 2016 წელს გადარჩენისა და თავისუფლების შენარჩუნებისთვის ყოველდღიური ომი გვიწევს. მიუხედავად იმისა, რომ დღესაც ქართული საზოგადოების გარკვეულ ნაწილს „მეგობარი რუსეთი“ „მხსნელად“ ესახება, მე მაინც მგონია, რომ ახალგაზრდები შევცვლით ჩვენს მომავალს და 1989 წელს დაღუპულ გმირებს, მათ მიზნებსა და იდეებს ჩვენ გავაგრძელებთ.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s