უბილეთო მგზავრები

ავტორი: სოფო აბულაძე

საზოგადოებრივ ტრანსპორტზე განსაკუთრებული მოთხოვნა უნივერსიტეტებისაკენ მიმავალ გზაზეა. ხშირად გაჩერებაზე ლოდინი უსასრულოდ გრძელდება, რადგან მონიტორზე აღნიშნული დრო  არასდროს ემთხვევა ავტობუსის მოძრაობის განრიგს. იმედიც არასდროს კვდება და ადამიანებიც მოუთმენლად ელოდებიან ტრანსპორტს, მონიტორზე მიჯაჭვული თვალებით. ნათელი სახეების დანახვის შემდეგ, რაც ნიშანია სასურველი სატრანსპორტო ნომრის გამოჩენისა, იწყება თავგადასავლების სამყარო. ეს არის დედამიწაზე არსებული ერთადერთი   უჟანგბადო სივრცე,  სადაც ადამიანებს უჰაერობის მიუხედავად  მაინც შესწევთ ძალა მუდმივ დაპირისპირებაში იმყოფებოდნენ.  დაპირისპირებულ მხარედ კი მუდმივად კონტროლიორი და მოქალაქე გვევლინება.

ძალადობას, კონფლიქტს ასაკი არ აქვს, ადვილად შეგვიძლია ვაკრიტიკოთ ადამიანები, სიტყვიერი შეურაცხყოფა მივაყენოთ ერთმანეთს, ბოლოს კი არც ფიზიკურ ძალადობაზე ვამბობთ უარს.

ადამიანებს გვაქვს პრეტენზია გვერქვას განვითარებადი ქვეყანა, ზოგს ეს განვითარება რუსეთთან ,,სასიყვარულო’’ ურთიერთობით წარმოუდგენია, ზოგიერთი კი   ევროპისკენ იღწვის, იმ ევროპისკენ ,, ერს რომ რყვნის’’ . სწორედ ამ აზრის მატარებელ ადამიანებს ვხედავ ხოლმე როგორ უპირისპირდებიან კონტროლიორს. მანამდე იხსენებენ გამუდმებით ახალგაზრდობას, ცხოვრებას, რომელიც კომუნისტების დროს არაჩვეულებრი იყო, ამაყობენ მოსკოვიდან ჩამოტანილ ,,კარაქსა’’ და ,,შოკოლადზე’’ გაზრდილი შვილებით. ამბობენ, მგზავრობა იაფი უჯდებოდათ, უფრო მოწესრიგებულ ტრანსპორტით უწევდათ მგზავრობა,

დღეს კი ბილეთის აღება მათთვის პრობლემაა. მეტიც ხშირ შემთხვევაში შეურაცხყოფად მიაჩნიათ კონტროლიორის მხრიდან ბილეთის მოთხოვნა.

ხანდაზმულები გაჭირვებითა და ბილეთზე მაღალი ფასის მაჩვენებლით ხსნიან „უბილეთობას“ და ყველაფრის დამნაშავედ სწორედ სახელმწიფო აგენტად წოდებული კონტროლიორები წარმოუდგენიათ.

მოზარდები შემთხვევაში საქმე გაცილებით რთულად არის, დევიაციური ქმედებით გამოირჩევიან და წინააღმდეგობას უწევენ და ხშირ შემთხვევაში არ ემორჩილებიან კონტროლიორებს, არ აქვთ სამგზავრო ბარათი, შენიშვნის დროს კი დამნაშავენი თვითონ არასდროს არიან. მიუხედავად საგმზავრო შეღავათებისა, რომლის მიხედვით უფასოდ  უწევთ მგზავრობა, ბარათის ტარების წინააღმდეგიც არიან და დაპირისპირებას, გაჩერებაზე მდგომნი მრავალი ადამიანის ყურადღებას იქცევენ.

ხშირა მინახავს, ბილეთის აუღებლობის  შემთხვევაში, როგორ ჩაუყვანია  კონტროლიორს მგზავრი ავტობუსიდან და ჯარიმა გამოუწერია, ავტობუსში კი რჩება  გაბრაზებული სახეები, რომლებიც სოლიდარობის ნიშნად კონტროლიორს ლანძღავენ. მნიშვნელოვანია ადამიანები ვიყოთ სოლიდარულები, დავიცვათ ინდივიდი სისტემური ჩაგვრისგან, დისკრიმინაციისგან და ა.შ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კანონისადმი დაუმორჩილებლობა დანაშაულია, რომელსაც მოყვება ავტობუსიდან ჩაყვანა, ჯარიმის გამოწერა და რამდენჯერმე შეხსენება ბილეთის აღების.

ადამიანის უკმაყოფილო სახის გამომეტყველება არც ბარათის აღების შემდეგ სრულდება, გაჩერებას მიახლოებული მგზავრი ჩასვლისას კონტროლიორისათვის ბილეთის ჩვენებაზე უარს ამბობს და მით უფრო, თუ საქმე პირადობის მოწმობის ჩვენებას ეხება, რათა კონტროლიორმა  იდენტიფიცირება მოახდინოს ბილეთისა და მგზავრის.

არც კონტროლიორები არიან ძალადობის მოძულენი, ხშირ შემთხვევაში ჰგონიათ, რომ არარეალურ სამყაროში იმყოფებიან და ცდილობენ  ზეციური ძალები გამოიყენონ და  აჩვენონ ადამიანებს თუ რა შეუძლიათ. მათთვის საზოგადოების მხრიდან  თავდაცვის ერთ-ერთ საშუალებას  ძალაუფლების ფლობა და აგრესიულობა   წარმოადგენს, რომელიც არც თვითონ იციან საიდან აქვთ.

bus1

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s