მტვრიანი წიგნები

ავტორები: თამო ლიპარტელიანი, ალექსანდრე ქეშელაშვილი

ბიბლიოთეკა, რომელსაც ათი წელია ახალი წიგნი არ მიუღია, მკითხველის გარეშე დარჩა. თუმცა იაკობ გოგებაშვილის სახელობის ბიბლიოთეკისათვის ეს ერთადერთი პრობლემა არაა. შენობა სიძველის გამო ნებისმიერ დროს შეიძლება დაინგრეს და მასთან ერთად უამრავი წიგნი განადგურდეს. დაწესებულება ახლა უკვე დამოუკიდებლად აღარ ფუნქციონირებს და ილიას უნივერსიტეტის მფლობელობაშია.

ბიბლიოთეკა 1930-იან წლებში ქსენია იოსელიანმადიმიტრი უზნაძისა და მაშინდელი ინტელიგენციის ხელშეწყობით დააარსა. თავდაპირველი ფონდი სულ სამას წიგნს მოიცავდა, ახლა კი მილიონ ოთხასი ათასს შეადგენს. აქედან მკითხვლს შეუძლია წიგნი გაიტანოს და განსაზღვრული დროის შემდეგ დააბრუნოს. ეს განსაკუთრებით სტუდენტებსათვისაა მმოსახერხებელი, რადგან საჯარო ბიბლიოთეკა წიგნებს არ გასცემს, ხშირად კი ისეთი წიგნი გჭირდება, რომლის მხოლოდ ძველი გამოცემაა შემორჩენილი და ვერც იყიდი. წიგნებთან ერთად აქ ინახება ისეთი პერიოდული გამოცემების სრული ფონდები როგორიცაა: „ივერია“, „განათლება“, „ნაკადული“ და სხვა უამრავი.

ის, რომ მკითხველთა რაოდენობამ იკლო რამდენიმე მიზეზითაა გამოწვეული. ბიბლიოთეკას თავიდანვე პედაგოგიური მიმართულება ჰქონდა და მკითხველთა ძირითადი რაოდენობა პედაგოგიკის ინსტიტუტის სტუდენტებისაგან შედგებოდა, ახლა კი ეს ინსტიტუტი აღარ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ მოსახერხებელი ადგილმდებარეობა ხელს უწყობს ბევრმა არც კი იცის რომ რუსთაველის მეტროსა და “McDonald’s”-ს შორის ეს ძველი შენობა ბიბლიოთეკაა. ბიბლიოთაკარები უკვე მრავალი წელია აქ მუშაობენ. მათ მუშაობა თითქმის ექსტრემალურ პირობებში უწევთ, საცავის შიდა სართულებს შორის მორყეულია იატაკი და მკვეთრი მოძრაობის შემთხვევაში შეიძლება ჩაინგრეს კიდეც.

ბიბლიოთეკარი დალი შეროზიას თქმით კი ერთ-ერთ თანამშრომელს წიგნის ძებნისას მორიელმა უკბინა. „საცავი მიწის ქვეშაა და კედლები ინგრევა, გასაკვირი არაა რომ აქ მორიელები მომრავლდა“.- ამბობს ის. მიუხედავად ამგვარი პრობლემებისა სამსახურის დატოვება უჭირთ. 90-იანებში თითქმის ორი წელი უხელფასოდაც კი იმუშავეს, იმისათვის რომ წიგნები შეენარჩუნებინათ, რადგან აქ იშვიათი და ძვირადღირებული გამოცემები ინახება, რომლებიც ბევრის სამიზნე ყოფილა.

ბიბლიოთეკის ახლანდელი დირექტორ ნუნუ იოსელიანი თვითონ დამაარსებლის ქსენია იოსელიანის შვილია და ბიბლიოთეკას 1976 წლიდან ხელმძღვანელობს ის იმედოვნებს რომ დარბაზში კიდევ დაინახავს მკითხველებს – როგორც ადრე.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s