მასკულინური სიწმინდეების დასაცავად

ავტორი: მარიამ არბოლიშვილი

Rainbow-handsბოლო რამდენიმე წელის აქტიურად ვადევნებთ თვალს თუ როგორ ემზადება ქართული მართლმადიდებლური ეკლესია 17 მაისისთვის, შეიძლება ითქვას, ლგბტ აქტივისტებზე უფრო მონდომებით. 2013 და 2014 წელს ვნახეთ როგორ ვერ იცავს სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებს 2016 წელს კი ვხედავთ როგორ არ უნდა სახელმწიფოს დაიცვას თემი, რომელიც მუდმივი ფიზიკური ძალადობის ობიექტია და რომლის მიმართ დისკრიმინაცია ხორციელდება ყველგან – ოჯახში, ქუჩაში, უნივერსიტეტში, სამსახურში და ა.შ.

დაცვის ნაცვლად ვხედავთ როგორ აღნიშნავს ათასობით ადამიანი ოჯახის სიწმინდის დღეს, იმ ოჯახისას, სადაც ქალები განიცდიან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჩაგვრას. ასე მონდომებით დაცული “მასკულინური სიწმინდეების” ფონზე ვერ ვხედავთ ან არ გვინდა დავინახოთ ის ქალები, ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრასგენდერი მოქალაქეები, რომლებსაც შეკრების და მანიფესტაციის ისეთივე უფლება აქვთ, როგორც სხვა დანარჩენს.

17 მაისს გამართულ ოჯახის მსოფლიო კონგრესზე მნიშვნელოვანი აღმოჩენები გაკეთდა, ერთმორწმუნე რუსეთს სხვა ბევრი პლუსები უპოვა ნეოფაშისტური და ულტრამემარჯვენე კონსერვატორების კრებამ, თურმე საქართველოს ფაშიზმი და ნაციზმი რუს ხალხთან ერთად დაუმარცხებია. დემოგრაფიული განვითარების ფონდის მმართველის, მსოფლიო კონგრესს მასპინძელი ლევან ვასაძისგან ფრთიან ფრაზების თქმას მივეჩვიეთ, მაგრამ ამ კონგრესის მიმართ ყურადღება გამოწვეული იყო საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქის, ილია მეორის დასწრებით. თავისთავად ეს ფაქტი გამოხატავს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიციასაც.

დასავლური იდეალების წინააღმდეგ ბრძოლა, ადამიანის უფლებების შემწყნარებლობის, თანასწორობის და თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა ამერიკისა დ ევროპის ულტრამემარჯვენე ძალებთან, რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან და რუს ოლიგარქებთან ერთად მხოლოდ არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანს შეიძლება მოუვიდეს თავში.

17 მაისს ისევ შეკრებილი იყო ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში ხატებით და სანთლებით, ვისაც მართლა ეგონა, რომ ჰომოსექსუალობა გადამდებია, რომ ასეთი ადამიანები ერის გადაგვარებას ისახავენ მიზნად, რომ მათგან უნდა დავიცვათ მომავალი თაობა და ა.შ. რა გინდა რომ თქვა ?!

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s