გამიღიმე

ავტორი: თამო ლიპარტელიანი

ყოველთვის მეგონა, რომ მსგავსი ამბები მოთხრობის ან რაიმე პოსტის შელამაზებული სიუჟეტები იყო.
„ლიგამუსისკენ” გავრბივარ “ლიბცენტრმა” სტუმრად გელა ჩარკვიანი მოიწვია და ვაგვიანებ, შვიდ საათს ზუსტად ორი წუთი გადაცდა, მეჩქარება. გზას პატარა ბიჭი მიღობავს დაახლოებით ექვსი-შვიდი წლის იქნება. ჩემდა სამარცხვინოდ თავს ვარიდებ და ვცდილობ ტემპს მოვუჩქარო მაგრამ მაჩერებს “არა, მათხოვარი არ ვარ, უბრალოდ მხატვარი ვარ და ნახატებს ვყიდი, იყიდე რაა”. გავჩერდი, ჩარკვიანიც დამავიწყდა. ძალიან თავდაჯერებული გამიძღვა საკუთარ “გამოფენა-გაყიდვამდე” და ამიხსნა, რომ ყველას ერთი ფასი აქვს – ერთი ლარი. ძალიან სწრაფად ჯდება ძირს და უწესრიგოდ დალაგებულ ნახატებს შორის ცდილობს ამარჩევინოს. ალბათ, ხვდება, რომ ყველას სადღაც ეჩქარება და თვითონაც ჩქარობს.

ნახატებს თვალი მოვავლე – რვეულის ფურცელზე სხვადასხვა გამოსახულებები და წარწერები მოუხაზავს. ეტყობა, რომ წერა ახალი ნასწავლი აქვს. ყველაზე ახლოს რომელიც იდო, ის ფურცელი ავიღე, “გამიღიმეო” ეწერა, მეც გავუღიმე, ფული მივეცი და წამოვედი- უცებ გამახსენდა, რომ ვაგვიანებდი. კვლავ მისი ხმა მესმის ” სად მიდიხარ, მაცადე დავითვალო, ხომ არ აკლია“. საკმაო მანძილის გავლა მომიწია სანამ მან ხურდა ფული გადათვალა და მომაძახა მეტიაო. მივედი, ადგილიც შემხვდა და არც შეხვედრა დაწყებულა. გამიმართლა. უკან წამოსვლისას უკვე გვიან იყო, ალბათ, სახლში წავიდა. ან ვინ იცის სად? ნეტავ ოჯახი თუ ჰყავს. ალბათ, იციან მისი ბიზნესად ქცეული შემოქმედების შესახებ. იქნებ ღამეს ქუჩაში ათევს? თავში უამრავი კითხვა დამიტრიალდა. მეორე დღესაც გავიარე სპეციალურად, მაგრამ არ დამხვდა.

ნეტავ რამდენს მოსვლია აზრად რომ უარი ეთქვა ფულის შოვნის მარტივ საშუალებაზე და თავი ამგვარად დაემკვიდრებინა. არამარტო ბავშვებს – უფროსებსაც.

ის ამ ასაკიდანვე ცდილობს, თვითრეალიზებას. გაიზრდება და, ალბათ, მეტს შეძლებს. ქვეყანაში, სადაც უმუშევრობის დონე პიკს აღწევს და უმრავლესობას პირზე ის გვაკერია, რომ “კარგი ნაცნობი” არ გვყავს, რეალურად სიზარმაცე გვკლავს. არც “ნაცნობი” და არც “გავლენიანი დედიკო-მამიკო” არაა საჭირო იმისათვის, რომ დამოუკიდებლად შეძლო და აკეთო შენი საქმე. არც ისაა გამორიცხული, რომ ვიღაც აიძულებს ბავშვს საკუთარი ნახატები გაყიდოს და ამგვარად შეაგროვოს ფული, თუმცა, აქ მთავარი ისაა, რომ ასეთ პატარა ბავშვს შეიძლება საზოგადოებასთან ურთიერთობის საოცარი უნარი ჰქონდეს.

სახელი რომ მეკითხა აუცილებლად დავიმახსოვრებდი და არ გამიკვირდებოდა წლების შემდგომ გავლენიან პირად რომ მენახა.

გამიღიმე

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s