ერთი დღე უფეისბუქოდ. თბილისი

facebook.ავტორი: ქეთი რაზმაძე

Wi-Fi-ს  ტალღები, თბილისს რომ ხან აალივლივებს, ხან ააბობოქრებს და ხანაც ჩაძირავს ხოლმე, გაჩუმდება. ჩიტის ხმაც არსაიდან მოვა, კოღოების კი იცოცხლე ორი ტონით მაღალი მოგვეჩვენება. ქალაქი გადაიქცევა ლომკაში ჩავარდნილ ნარკომანად. ჯერ ძველ პოსტებს ჩამო-scroll-ავს, მერე ა-scroll-ავს, მერე ისევ ჩამო-scroll-ავს და მაინც “no internet connection”.

გოგოები მობილურის ანგარიშის უკანასკნელი თეთრებით დაურეკავენ ერთი-ორ დაქალს(აქამდე დარეკვა არ სჭირდებოდათ). სხვა მეგობრებთან მხოლოდ fb ურთუერთიბა აქვთ და მათთან დარეკვა ცოტა არ იყოს ეხამუშებათ. მერე დაქალები შეიკრიბებიან, ცოტას ილაპარაკებენ წინა დღის პოსტებზე, ვინ როგორი ფოტო დადო, ვინ სად და-check-in-და და მერე  ერთად შეკრებილები ბარემ წამეცადინებასაც  გადაწყვეტენ.. უუუფს.. დავალებები ფაკულტეტის ფეისბუქ ჯგუფში იდო და როგორ აბა?

ვიღაცები შვებით ამოისუნთქებენ. ისედაც გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ ფბ-ზე არ შესულიყვნენ, მაგრამ აქამდე ცდუნებას ვერ უძლებდნენ, როცა იცოდნენ რომ ”friend“-ები ერთმანეთს წერდნენ, პოსტავდნენ, აკომენტარებდნენ, თვითონ კი „აუტსაიდერებად“ რჩებოდნენ. კი, მართალია გულზე ბრწკენდათ დის დაქალის წითელი კაბიდან გამოყოფილი ლამაზი ფეხები, მაგრამ მაინც არ შეეძლოთ არ ენახათ, მაინც უწევდათ მტკივნეულად შეჯახებოდნენ ვირტუალურ „რეალობას“, რეალურ რეალობაზე უფრო რეალურად ქცეულს. ახლა საკუთარი ცხოვრებით უკმაყოფილება, აფორიაქება გვერდზეა, სამყარო მშვიდი და წყნარია- ყველა აუტსაიდერია.

საღამოს ივენთებზე ცოტა თუ წავა. რომელი dj უკრავს არ იციან, Line-up არ იციან და გარისკვა არ ღირს. არადა და-going-ებული კი ქონდათ და „აუ წაეკითხათ   საერთოდ სად მიდიოდნენ რაა, ხო ეცოდინებოდათ ეხლა“.

ბიჭები სააბაზანოში უტელეფონოდ შევლენ. გოგოებიც.

დიასახლისები რომელიღაც შუადღის შოუში გაკეთბული კერძის რეცეპტს ვეღარ ნახავენ და შვილებს საყვარელ ოჯახურს კიდევ ერთხელ მოუმზადებენ.

 ზოგს მომავალ საგანმანათლებლო პროექტში მონაწილეობის მიღებისთვის თანხის შესატანად ერთი დღე აქვს დარჩენილი, საბანკო ანგარიშის ნომერი კი ფეისბუქზე უნდა ენახა. ფეისბუქს ნახვა(ხვალამ)დის, მაგრამ პროქეტს მშვიდობით.

ზოგიც სამეცადინოდ რომ დაჯდება და კანტის კითხვას დაიწყებს, „განმანათლებლობა არის ადამიანის გამოსვლა უმწიფრობიდან, რომელიც მისივე ბრალიას“ ხუთჯერ არ გახლეჩს „მესენჯერში“ წკაპუნით, მაგრამ სანაცვლოდ ხუთჯერ ჩაახრამუნებს ერთ ფირფიტა ჩიფსს, თორემ სხვანაირად კანტი არ ესმის იმდენად შეჩვეულია წაკითხულის კარგად გასააზრებლად შიგადაშიგ შეჩერებას.

სამსახურებში სიგარეტი ვინც „გადააგდო“ და ყავას Facebook-ს აყოლებს ხოლმე ვეღარ დაპოსტავს დამღლელი ნახევარი დღის შესახებ. დღის ბოლოს ერთ-ორ ღერს გააბოლებს კიდეც.

საინტერესოა, რამდენად გვიადვილებს და გვირთულებს ყოფას Facrbook-ი. თუმცა, ფაქტია ის ჩვენი ყოველდღიურობის ისეთივე ნაწილია, როგორც კბილის ჯაგრისი და უნივერსიტეტი, ქაღალდის ხელსახოცი და ოფისი, რომელთა გარეშეც ცხოვრება უჩვეულოა, ზოგჯერ რთული, ზოგჯერ შეუძლებელიც.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s