დამოუკიდებლობის მოპოვების მუდმივი პროცესი

26 maisiავტორი: ნინი ჩუბინიძე

დღეს 26 მაისია.  დღე როდესაც საქართველო 98 წლის წინ დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა.  საუკუნეების განმავლობაში ვიბრძოდით  თავისუფლებისათვის. იმ ღირებულებებისათვის, რომლებიც ყველაზე დიდია ერისათვის. ჩვენ  სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ რუსეთის იმპერიისა და სსრკ-ისგან, თუმცა ვერ განვთავისუფლდით „ერთმორწმუნე ერის“ გავლენისაგან.

ძალიან რთულია ილაპარაკო თავისუფლებაზე, დასავლურ ღირებულებებზე, როდესაც შენი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, მაგრამ შენ მაინც თვლი, რომ მისი იმპერიალისტური პოლიტიკა სწორია, მხოლოდ იმიტომ რომ ერთმორწმუნე ერია. სტალინი წმინდანად აღიარო და ძეგლს უდგამდე იმ ქალაქში, სადაც მხოლოდ რამდენიმე მეტრით არის მოშორებული საოკუპაციო ხაზი და ხედავდე რა ყოფაში უწევს ცხოვრება შენი ქვეყნის მოქალაქეს. ასევე ძალიან რთული გასაგებია, როდესაც შენს მიწაზე დღისით, მზისით, უამრავი ადამიანის თვალწინ  გიკლავენ მოქალაქეს. ამ დროს ელოდები რაღაც რეაგირებას, თუნდაც სიტყვით დამშვიდებას, მაგრამ ქვეყნის მმართველი პირებისგან გესმის, რომ ერთი ადამიანის სიკვდილიც სტატისტიკაა და არა – ტრაგედია, ჩვენ კი ყველანაირად უნდა ვეცადოთ რომ რუსეთთან ურთიერთობა კიდევ უფრო არ დავძაბოთ.

თუმცა, ეს ფაქტი მხოლოდ ხელისუფალთ არ შეუფასებიათ არასწორად. სწორედ იმ დროს, როდესაც ხურჩაში მოკლული ახალგაზრდა სახლში ესვენა, იქვე ახლოს საარჩევნო უბანთან პოლიტიკური პარტიები კუნთიანი სპორტსმენების დახმარებით ამომრჩეველთა ხმებს ინაწილებდნენ. ყველა პროფესიას აქვს თავისი პრინციპები და ეთიკის ნორმები, რომელსაც არ უნდა უღალატო. სპორტსმენს საკუთარი ძალის გამოვლენა თავის სპორტულ შეჯიბრებაში ევალება და არა საკუთარ მოქალაქეებში.  როდესაც შენი გამარჯვებით ერი ამაყობს, მეორე დღეს მას მტრად არ უნდა მოევლინო.

იმ  საუკუნეებში, როდესაც ჩვენ დამოუკიდებლობისათვის გვიწევდა ბრძოლა,  ყოველთვის იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც მტრის მხარეზე ყოფნას შეგნებულად ან შეუგნებლად  არჩევდა. ასე იყო ყოველთვის, არის და ალბათ მომავალშიც იქნება, თუმცა, მთავარია ასეთი ადამიანები არ იყვნენ უმრავლესობაში და არ მოგვერიონ.  ზოგიერთს კერძო ბიზნეს ინტერესები აქვს, ზოგს უბრალოდ ტკბილი მოგონებები იმპერიალისტურ რუსეთთან, ნაწილს პატრიოტობად მიაჩნია   მისი დაცვა მხოლოდ იმიტომ, რომ სახელმწიფო რელიგია მართლმადიდებლობაა და რა მნიშვნელობა აქვს მის ზრახვებს, მთავარია „გარყვნილი“ ევროპისა და ამერიკისგან დაგვიცვას, ზოგიც კი გაუცნობიერებლად ადიდებს და ეტრფის „მოძმე ქვეყანას“.

ასეა, თუ ისე  ჩვენი ქვეყანა არ წყვეტს პატარ-პატარა ნაბიჯებით წინსვლას, წინსვლას განვითარებისა და უკეთესი მომავლისაკენ, ეს კი ჯანსაღი პროცესია და მას ხელს ვერავინ შეუშლის.

დღეს 26 მაისია, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, რომელსაც დღემდე მოპოვება და შემდეგ შენარჩუნება სჭირდება.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s