სტიქიით დაზარალებულები გორის რაიონში

ავტორი: თათია ქუჯოშვილი

მეჯვრისხევი, ქიწნისი, ქვემო არცევი, ხიდისთავი,ბობნევი და ბერშუეთი-ეს ის სოფლებია რომლებიც გორის მუნიციპალიტეტში ყველაზე მეტად დაზარდალდა სტიქიის შედეგად.

როგორც ადგილობრივები, ამბობენ, სეტყვა 5 წუთზე მეტხანს გრძელდებოდა. თითქმის მთლიანად განადგურებულია ხეხილის ბაღები და ერთწლიანი კულტურები.

სტიქიამ გორის რაიონის 38 სოფელი და ასობით ოჯახი დააზარალა.

სტიქიას ებრძვიან ადიგენშიც. ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად რაიონის 6 სოფელი დაზარალდა. წყალმა საცხოვრებელი სახლების სარდაფები და პირევლი სართულები დატბორა. სტიქიის შედეგად განადგურდა რამდენიმე ჰექტარზე დათესილი მოსავალიც. დაზიანდა გზები და ინფრასტრუქტურა.

სტიქიამ ასევე დააზარალა სოფელი ვარიანი. მოვარდნილმა ღვარცოფმა მოსახელობას შინაური ფრინველი და პირუტყვი მოსტაცა. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში სამაშველო სამსახურები მუშაობდნენ. მოსახელობა დახმარებას ითხოვს

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ წინა დღებში სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს შხამქიმიკატებით უკვე დაეხმარნენ, რაც შეეხება ზარალს, ამბობენ,  რომ სტიქიის ზონაში უკვე მუშაობს ზარალის დამთვლელი კომისია, აღწერის შემდეგ მონაცემებს ცენტრალურ ხელისუფლებას მიაწვდიან და დაზარალებულებს შეძლებისდაგვარად დაეხმარებიან.

ადგილობრივ ხელისუფლებაში ვარაუდობენ, რომ მოსახლეობის დასახმარებლად, ცენტრალური ხელისუფლების დახმარება გახდება  საჭირო, რათა თანხები სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს, რაც შეეხება ზარალის  ზუსტ რაოდენობას  სწორედ მას შემდეგ გახდება ცნობილი, როცა კომისია ადგილზე მუშაობას დაასრულებს.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s