ტანკი, როგორც სიმბოლო

Tiko levanishvili (1)ავტორი: თიკო ლევანიშვილი

ერთხელ კურტ ვონეგუტმა ერთი ასეთი წიგნი დაწერა – „სარწეველა ფისოსათვის.“ წიგნი მთლიანად სიცრუეზეა აგებული, არც სარწეველაა და არც ფისო. უბრალო ძაფებია, თითებს შორის მოქცეული, გადაჯვარედინებული და მეტი არაფერი. მხოლოდ თამაშია. წიგნში ბევრი პერსონაჟია, გამოგონილი ამბებითა და ცნებებით. ყველა ტყუვდებაა, ზოგს ატყუებენ, ზოგიც კი თავს იტყუებს. ხალხსაც ხომ თითქოსდა ყველაზე მეტად ტყუილი არ გვიყვარს, გვეშინია მოტყუებულები არ აღმოვჩნდეთ და ვინაიდან ქართველებს ამისი დიდი გამოცდილება გვაქვს, ყველაფერს ეჭვის თვალით ვუყურებთ. ასეთი ეჭვის თვალით შევხედეთ ამერიკიდან ჩამოყვანილ ტანკებს. „აბრამსის“ ტიპის ტანკები და „ბრედლის“ ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანები, საზოგადოების ნაწილმა, არ აღიქვა როგორც დასავლეთის პარტნიორებთან დაახლოების კიდევ ერთ გზად. არც ჩვენი სამხედროების კვალიფიკაციის ამაღლებად და არც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ზრდად. რეალურად ამერიკამ ამ ქმედებით სამხედრო მხარდაჭერა აღგვითქვა. ეს გზავნილია, რომ ნატოს წევრი ქვეყნები საქართველოს ღირსეულ პარტნიორად აღიქვამენ. არ ვივიწყებთ, რომ ამერიკას თავისი ინტერესები აქვს. სამხრეთ კავკასიაში იგი ძალაუფლების არეალის შექმნას ცდილობს, რადგან ეს ადგილი მისთვის უმნიშვნელოვანესია.

ცხადია, მსოფლიოს ორი გიგანტი ზესახელმწიფო არც ერთს არ დაუთმობს არც ძალაუფლებას და არც კონტროლს. ეს ყველაფერი კი ჩვენს ტერიტორიაზე ხდება. მთავარი საღი გონებით ვიყოთ და არ მოვამრავლოთ ჩვენში ის აზრი, რომ რუსეთი მტერი არ არის. თუმცა რაღა მომრაველება უნდა, გარშემო ისმის – „რუსეთი არ გაბრაზდესო.“ საოცარია, ვფიქრობთ არ გაბრაზდეს ის რუსეთი, რომელსაც ერთმორწმუნებს ვეძახით და რომელიც ჩვენს ტერიტორიას შუაზე ხლეჩს. გაეღვიძებათ რუსებს, დაფიქრდებიან კიდევ ხომ არ გავადიდოთ ჩვენი გიგანტი სახელმწიფოო და მავთულხლართებს კიდევ ერთი მეტრით გადმოწევენ. რა მწარეა იმის გაფიქრება, რომ შენს სახლამდე სულ რამდენიმე მეტრიღა აქვთ დარჩენილი და მხოლოდ დროშის აღმართვა აკლიათ, რომ რუსეთის ტერიტორიად გამოგაცხადონ.

თბილისიდან გორში მიმავალი, მარჯვნივ რომ გაიხედები, ღამით დაინახავ რუსების კონტროლირებად ტერიტორიას. თავიდან ბრაზდები შენს ტერიტორიაზე რა უნდათ, მეორედ აღარ გაიხედავ, მერე თითქოს ეჩვევი, ოღონდ იმას კი არა რომ აქ დგანან, არამედ იმას, რომ უძლური ხარ ამ ყველაფრის წინაშე. უძლური ხარ მაგრამ „რუსეთი მტერის არ არის“ ძახილით წინ ვერ წავალთ, რუსეთი აქვეა და ბაზარს გაგვიხსნის – ვერც ამით. ან რად გვინდა იმ ქვეყანასთან ეკონომიკური ურთიერთობა, რომელმაც (მრავალ ადამიანთან ერთად) ჩვენს ტერიტორიაზე ჩვენი გიგა ოთხოზორია მოკლა. როგორ ჰგავს ეს კაცი საქართველოს, როგორ შემოეცალა თანდათან ხალხი გარშემო. რა შეიძლებოდა მომხდარიყო მის სიკვდილზე უარესი, მაგრამ მას სხვა ტრაგედია მოჰყვა. ტრაგედიაა აბა რა არის, როცა სახელმწიფო მინისტრი შერიგებასა და სამოქალაქეო თანასწორობის საკითხებში აცხადებს: „მოხდა გამონაკლისი მკვლელობა. ეს არ არის სისტემური ხასიათის, რაც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს.“ როგორი მტკივნეულია, რომ ვიღაცისთვის ეს ყველაფერი სტატისტიკაა.

შეიძლება მოქალაქეები ბოლომდე არ ვიყოთ ჩახედული თუ რა ხდება პოლიტიკაში, რომელი სახელმწიფო რა ინტერესების გატარებას ცდილობს შენს ქვეყანაში, ვინ რისთვის იბრძვის, მაგრამ ამდენწლიანი გამოცდილებით, დაწყებული ტრაქტატიდან, უნდა ვხვდებოდეთ, რომ ჩვენი ჩრდილოეთ მეზობელი არ გვემეგობრება, არანაირი დიალოგი არ სურს, მხოლოდ საქართველოს კონტურების მოშლა და მსოფლიო რუკაზე მისი გაქრობა სურს. ამერიკა კიდევ (მიუხედავად იმისა, რომ ნატოში ჩვენმა შესვლამ, სავარაუდოდ, კიდევ რამდნეიმე წლით გადაიწია) პარტნიორებად აღგვიქვავს. ტანკების ჩამოყვანა ხომ სიმბოლოა, სიმბოლოა გვერდში დგომის, დახმარების, ქვეყნის გავითარების. არ არის აუცილებელი, რომ ტექნიკა აღვიქვათ როგორც ომის მომასწავლებლად. დასავლეთთან ურთიერთობა პროგრესია, წინ გადადგმული კიდევ ერთი დიდი ბანიჯია.

პირადად ჩემთვის ამერიკული ტანკები იმედია იმისა, რომ არარსებული ფისოებივით არარსებულ სარწეველებში არ დავირწევით.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s