რატომ  ვარ არავინ

question-markავტორი: დალი მელიქიძე

დიდებული  ქალი ანა მანიანი, დედა რომა, პიერ პაოლო პაზოლინის ფილმში: „დედა რომა“  მოდის და კითხულობს, ვინა არის დამნაშავე ადამიანურ ტანჯვაში? რატომ არის ის არავინ და რატომ იქცევიან სხვები მეეფეებივით? კითხვები უპასუხოა და თავისთავად გასაგები მარტივი პასუხებით. უბრალოდ ასეა და შეცვლას არ ექვემდებარება. ადამიანები ურთიერთობენ განსხვავებული პრინციპის მიხედვით, მატერიალური თვალსაზრისით. ურთიერთობის განმსაზღვრელი თავად ურთიერთობის ქმნის პროცესი კი არ არის, არამედ კლასობრივი აზროვნება. კითხვა კითხვადვე რჩება, პასუხს კი თავს არიდებენ მოსალოდნელი უარყოფითი მოლოდინების გამო.  შეცვლის ვერ შემძლენი ცდილობენ შეეგუონ არსებულ რეალობას და მსგავს ანალოგიურ იერარქიულ კლასობრივ სტრუქტურას ქმნიან დაჩაგრული ფენებიც. კითხვა განსხვავების შესახებ აღარ არსებობს, კითხვის საზრისი უქმდება, ძევდება ადამიანების აზროვნებიდან.

დაჩაგრული ფენები ცდილობენ შეინარჩუნონ ისტორიის, რელიგიის, ტრადიციების, ნაციონალიზმის პარადიგმები საკუთარი არსებობისთვის საზრისის მისანიჭებლად. კულტურული, ლატენტური სტრუქტურების დომინანტური სახე იძლევა არსებობის ლეგიტიმურობას.  ადამიანები იდენტობის შესაქმნელად ერთიანდებიან, გაუცნობიერებლად იზაირებენ მოცემულობებს, ეს კი გარკვეულწილად ქმნის  დაცულობის გარანტიებს.ადამიანებს არსებობის შესანარჩუნებლად სჭირდებათ რაღაც არსი, ცხოვრებისეული მიზანი. აქედან გამომდინარე კი ტრადიციული ერები ცდილობენ საერთო , წმინდას გამოძებნას. მაგალითად,.ეროვნულობა, რელიგია, მიწა, სისხლი. შემდეგ ეს პრინციპები ხდება ასეთ საზოგადოებაში უნივერსალური და თითოეული ამ პრინციპის მატარებელი ადამიანი დაცვის ვალდებულებას კისრულობს. მის დაცვას კი აკონტროლებს ყველა გამზიარებელი. ასე ჩნდება ურთიერთვალდებულებები, სოციალური კონტროლის ფენომენი  „საერთო ფესვებიდან“, რომელიც არსებითად მხოლოდ ფიზიკური ნიშანია და აზროვნების დისკურსთან საერთო არაფერი აქვს.

ასეთ საზოგადოებებში, სადაც  აბსტრაქტული ეროვნული, რელიგიური, ფაშისტური იდეები კონსოლიდირდება, არ არსებობს დრო და პროგრესის იდეა. ეს საზოგადოებები იმყოფებიან ბრძოლაში მიუხედავად იმისა, რეალურად არსებობს თუ არა მტერი. ტრადიციული საზოგადოებების არსებობის პარადიგმა არის მტრის იდეის აქტიური ფუნქციონირება. მტრის ხატის  არ არსებობის შემთხვევაში ხდება მისი გამოგონება და პერმანენტულად კვლავწარმოება. აზროვნება ივსება ფუნდამენტალური-რადიკალური ეთნოცენტრისტული იდეებით და აღარ რჩება ადგილი იმ „სიცარიელისა“, სადაც შეიძლება დაიბადოს  აზრების ალტერნატივები.

ერთი იდეოლოგიის მიმდევრები ყოველთვის მზად არიან თავი  გაწირონ, ამით სარგებლობენ ძალაუფლების მატარებლები. უბრალო, უფიქრელი ხალხის ძალა განაპირობებს მათი დიდების ხელშეუხებლობას. სანაცვლოდ ისინი მომავალი დიდიების ილუზიებით კვებავენ…. მაგრამ ჩნდება კითხვა რატომ ახორციელებს ჰეროიკულ სამსხვერპლო აქტებს ჩაგრული  ადამიანი?

იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანები პრაგმატული არსებები არიან და საკუთარი კერძო ინტერესებით მოქმედებენ, ამგავარ აბსტარაქტულ ალტერნატივებში ეძებენ რაციონალურ გზას, საზრისს, არსს არსებობისთვის. ეს ირაციონალური ფაქტორები ადამიანების ხელმისაწდომობიდან გამომდინარე შესაძლებელია რაციონალურად ჩავთვალოთ. ირაციონალობის რაციონალურობა…  ადამიანი ყველგან და ყველაფერში თავშესაფარს და გამოსავალს ეძებს. გამოსავალს და გამართლებას არსებობის. ჩაკეტილ ეროვნულ  საზოგადოებებში ამ უკანასკნელის დაკარგვა ნიშნავს საკუთარი ცხოვრების არსის დაკარგვას, გაუქმებას. ქართული ანდაზა „წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო“  წყალწაღებულად, ვფიქრობ, შესაძლებელია გავიაზროთ  ისეთი ადამიანი,რომელიც ამგვარი პარადიგმებით  არის დატვირთული. გამოსავალი იქნება ადამიანი „ხავსს“ კი არა უფრო მყარ, თავისუფალ ლოგიკური აზროვნების სქემებს თუ „ჩაეჭიდება“…

დღეს საქართველოში იქმნება არაერთი ფაშისტური, ნაციონალისტური გაერთიანება რომლიც თავს უფლებას აძლევს დაიცვას „ქართული ტრადიციები“ ქართული სისხლი. ლოზუნგებით „ქართველები საქართველოსთვის“. ასეთი ადამიანები ცდილობენ არ გაუშვან სხვები განვითარებისკენ, წარმატებისკენ. აწარმოებენ საკუთარი თავების რეპრეზენტაციას და დომინირებას. ასეთი „პოპულარული“ იდეების გატარებით ცდილობენ ქვეშევრდომები შეაგროვონ… ადამიანი საკმაოდ ძლიერი არსებაა იმისთვის, რომ საკუთარი აზროვნების შესაბამისად იმოქმედოს და აკონსტრუიროს საკუთარი გეგმები და ცხოვრების გზა. ერთ ფიზიკურ გარშემო არსებობა არ ნიშნავს ერთ იდეაზე აზროვნებას.  „წყალწაღებული“ უფიქრელი ადამიანები  ამბობენ ჩვენ სხვა ერი ვართ და ამით ცდილობენ უცხოზე დომინირების პრივილეგია მიიღონ. ჩაკეტილი საზოგადოების წევრები მორალურ კოდებს ქმნიან და არ შემსრულებლების მარგინალიზებას ახდენენ.

აკადემიურ სივრცეში შლიან კონფერენციებს, ახორციელებენ ძალადობრივ  რასისტული აქტების კერებს. მათი იდეები ქართული ტრადიციული უაზრო ფსევდო პატრიოტული სადღეგრძელოების მსგავსი ტექსტებია. ხალხს კვებავენ ნაციონალისტური იდეოლოგიებით, როცა თვითონ ცხოვრების ალტერნატივების სივრცეს იფართოვებენ.. სურთ ადამიანები მორჩილებაში ჰყავდეთ „პატრიოტული იდეების ფორმულირებით“..

დედა რომა ქალი, რომელიც აცნობიერებს ადამიანურ ტანჯვას კითხულობს ვინ არის დამნაშავე?  რატომ არის უბრალო ადამიანი არავინ? ამ კითხვებზე ფიქრის ფიქრი კი პასუხია.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s