Russia,  Leave us Kids Alone

ავტორი: ანა გაგუა

რამდენიმე კვირის წინ მე და ნათია თავისუფლებაზე ვსეირნობდით, კიევში წასვლის წინ მაცილებდა.

7 დღე მოლდოველ და უკრაინელ ახალგაზრდებთან ერთად ვიყავი კიევში. ყოველ დილას მზის ამოსვლას მაიდანის მოედანზე ვუყურებდი, იქ, სადაც სულ რაღაც 2 წლის თითქმის 100 ადამიანი დაიღუპა იმისთვის, რომ ქვეყნის ევროპული არჩევანი დაეცვა. ყოველდღე-7 დღის განმავლობაში დილას საუზმეს აფხაზეთიდან და ყირიმიდან დევნილ თანატოლებთან ერთად ვჭამდი, ვუსმენდი მათ და ვხვდებოდი, როგორი ერთნაირი იყო ნარატივი. 7 დღე ვიყავი ადამიანებთან ერთად, რომლებსაც უნდოდათ თავიანთ ქვეყანაში ის ცვლილება ყოფილიყვნენ, რომელიც ასე საჭირო იყო. ცდილობდნენ, ყველა გზა ეცადათ იმისთვის, რომ განვითარებულიყვნენ, ესწავლათ, აღმოეჩინათ, ყოფილიყვნენ თავისუფლები, ჰქონოდათ გარემო, სადაც თვითგანვითარება შეეძლებოდათ, სადაც ადამიანის უფლებებს პატივს სცემენ, რაციონალურ არსებად თვლიან, არ მართავენ.

პატრიოტული სენტიმენტები, ალბათ, რაღაც დოზით ყველა ჩვენგანშია. ვფიქრობ, სრულიად რაციონალური დოზით ჩემში. რუსეთის პოლიტიკის მიმართ დამოკიდებულებაც რეალობის და წარსულის ანალიზის შედეგი მგონია და არა ემოციების.

ბოლო პერიოდში ვიზალიბერალიზაციის მიღების თარიღის გადაწევა-არ გადაწევის საკითხმა შემაშინა და მთელი დღეები ვერ ამოვიგდე თავიდან, გეგონება, შემოდგომაზევე ევროპის ყველა ქვეყანაში წავიდოდი. მაგრამ, კარგად ვიცი, რომ ეს არ იყო მთავარი და ვიზალიბერალიზაცია სიმბოლოა თავისუფლების, უსაზღვრო შესაძლებლობების და საკუთარი თავის გაცნობის უკეთესი შანსის.

ყველაზე დიდი გამოწვევა სწორედ საკუთარი თავის გაცნობა მგონია. ვიცი, ჩემამდე უკვე ბევრჯერ თქვეს ეს, მაგრამ, მაინც. იმისთვის, რომ ბალანსი იპოვო შენს თავში, კომფორტის ზონიდან უნდა გამოხვიდე, გაიცნო ახალი ადამიანები, კულტურა, თავი განვითარებული სამყაროს ნაწილად იგრძნო. ჩემთვის, ეს გზა მხოლოდ თავისუფალ ევროპასთან მიდის, ისეთთან, როგორიც ის თუნდაც ახლაა, თითქმის ეგზისტენციალურ კრიზისში მყოფი.

სამსახურში ყველაზე ხშირად რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე მიწევს მუშაობა, იქნებ, ამიტომაც გავხდი ამ თემის მიმართ ასეთი სენსიტიური. მაგრამ რა ვუყო, თუ ჩემთვის რუსეთი- ახლანდელი და მისი ძველი პოლიტიკით სულის შეხუთვასთან, აღმართულ კედლებთან, ილუზიურ სამყაროსთან, იდენტობის დაკარგვასთან და უჰაერობასთან ასოცირდება?

კიევში ერთ სემინარზე გვთხოვეს, შეგვეფასებინა მოგვწონდა თუ არა ჩვენს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაცია, ყველამ ნეგატიური პოზიცია დავიჭირეთ. როცა მიზეზი გვკითხეს, ერთმა უკრაინელმა გოგომ ასე უპასუხა: „იმიტომ, რომ ჩვენ არასტაბილურ გარემოში ვცხოვრობთ, არ ვიცით, ხვალ რა იქნება, არ ვიცით, რა იქნება ყირიმის შემდეგ და მაშინ, როცა მომდევნო დღეს შიშით უყურებ, რთულია პოზიტიურად შეაფასო მდგომარეობა.“

ჩვენ ყველას გვინდა, რომ ვიყოთ ის ცვლილება ჩვენს ქვეყნებში, რომელიც აუცილებელია. მე მინდა, ზუსტად გავიაზროთ რომ რუსეთისკენ მიმავალი გზა ვერ იქნება სწორი, რომ სწორედ ის უქმნის საფრთხეს ჩვენს იდენტობას და არა ევროპული ფასეულობები. მინდა, რომ მე და ჩემს ტოლებს აღარ გვეშინოდეს ხვალინდელი დილის, იმ არჩევანის, რომელსაც ჩვენი ქვეყანა გააკეთებს.

იმ დღეს, როდესაც მე და ნათია თავისუფლების(!) მოედანზე ვსეირნობდით, „ფლოიდების“ საკულტო სიმღერა განსხვავებული ინტერპრეტაციით მოვისმინე, ჩემი სათქმელიც, მხოლოდ ესაა:

Russia, Leave us Kids Alone

russia

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s