ბავშვები ქუჩაში

photo1ავტორი: სოფო აბულაძე

ბავშვთა უფლებების  კონვენციის  32-ე მუხლი  აღიარებს ბავშვის უფლებას, დაცული იყოს ეკონომიკური ექსპლუატაციისაგან და ნებისმიერი ისეთი სამუშაოსგან, რომელიც შეიძლება საშიში იყოს მისი ჯანმრთელობისათვის ან დაბრკოლებას უქმნიდეს მას განათლების მიღებაში.

საქართველომ სხვა ქვეყნების მსგავსად მოაწერა ხელი კონვენციას, თუმცა რეალობა განსხვავებულია, ბავშვები არიან ეკონომიკური ექსპლუატაციის მსხვერპლნი მშობლებისგან, არ იღებენ განათლებას და ადრეულ ასაკში კარგავენ ბავშვობის სტატუსს. სახელმწიფო კი გულგრილია და ეუბნება ბავშვს უარს  ისარგებლონ სახელმწიფო რესურსებით, რადგან მას არ აქვთ დაბადების მოწმობა და ა.შ, არსებობის შემთხვევაში კი არ ზრუნავს კონტროლირებადი იყოს მათი ჩართულობა სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო აქტივობებში.

მათთვის ქუჩაში მოწყალების თხოვნა პროფესიაა ყოველი დღის განრიგი გაწერილი აქვს: თუ რა დროს უნდა დაიწყონ ,,მუშაობა’’, ,,სად უნდა იმუშაონ’’, მუშაობის დრო კი განსაზღვრული არ არის, უნდა იმუშაონ მანამ, სანამ სასურველ თანხას არ შეაგროვებენ. ეს არის პირობები, რომელიც აიძულებს ბავშვს წლის ყველა დროს, ნებისმიერ ამინდში იმუშაოს და შეაგროვოს თანხა, რათა ოჯახში დაბრუნების საშუალება მიეცეს.

ჩვენთან ქუჩის ბავშვების სამი ჯგუფს გამოყოფენ: ქუჩის ბავშვები, რომლებსაც არ გააჩნიათ ოჯახი და მუდმივად ქუჩაში ცხოვრობენ; ბავშვები ქუჩაში,  რომლებიც დღისით მოწყალებას ითხოვენ და ღამით შინ ბრუნდებიან და ქუჩის ოჯახების ბავშვები, რომელთა ოჯახის წევრებსაც ქუჩაში სძინავთ. მდგომარეობა კარგად ჩანს დედაქალაქში, ყოველ ფეხის ნაბიჯზე, მიწისქვეშა გადასასვლელებსა და სხვადასხვა გადახურულ სივრცეში, როგორ აფარებენ თავს.

მანქანით მგზავრობისას ხშირად მინახავს მინასთან მოსული პატარა ბავშვები, რომლებიც სევდიანი თვალებით დახმარებას ითხოვენ, იმ იმედით, რომ გზის მეორე მხარეს მდგომ დედას ფულს მიუტანენ. ეს არის სისტემური დანაშაული მშობლის მხრიდან, როდესაც აიძულებს ბავშვს ქუჩაში ყოფნას და მოწყალების თხოვნას. ხშირად საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას მინახავს საღამოს საათებში ბაქანზე (გაჩერებაზე) მდგომი ბავშვები, რომლებიც უყურებენ უფროს(დედას) თუ როგორ ითვლიან მის მიერ მიტანილ ,,ხურდას’’, რომელიც მრავალ საათიანი გაწეული შრომის მიუხედავად მაინც სასჯელს იმსახურებს სასურველი თანხის შეუგროვებლობის გამო(მცირე რაოდენობა).

ბავშვებს უწევთ სიარული ერთი ვაგონიდან მეორეში, შუქნიშანთან დგომა და ა.შ. მათი სიცოცხლე ყოველდღიურად საფრთხის ქვეშ არის, უწევთ მუშაობა ღია ცისქვეშ, იქ სადაც ბევრი მანქანა მოძრაობს, რომ მოწყალება მიიღონ.  მდგომარეობას კარგად ასახავს რამდენიმე თვის წინ ქუჩაში მომუშავე არასრულწლოვანი გოგონას გარდაცვალებაც, რომელსაც სწრაფად მიმავალი მანქანა დაეჯახა, გოგონა ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა კი მხოლოდ სტატისტიკაა, ნაკლებად ზრუნავს სახელმწიფო ოჯახებს და მით უფრო ბავშვებ შეუქმნას გარემო, სადაც არ დაირღვევა მათი უფლება და როგორც ყველა სხვა  ბავშვი შეძლებს განათლების მიღებას, შრომითი ექსპლუატაციის მსხვერპლნიც არ იქნებიან, რაც ასევე საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას.

მეტროთი მგზავრობისას, თითოეულ გაჩერებაზე ამოსულ მოწყალების მთხოვნელთა რიცხვი ამ მცირდება.  მათი უმეტესობა ბავშვია, რომელიც სხვადასხვა მეთოდს მიმართავენ: ყიდიან ხატებს და სანთლებს, რათა ადამიანების ნდობა მოიპოვონ. ხშირად კი მომხმარებელთა უმეტესობა მოწყალებას  უსასყიდლოდ გასცემს და უარს ამბობს შეთავაზებულ ნივთზე (ხატზე, სანთელზე). საზოგადოება სახელმწიფოს მსგავსად დანაშაულის მონაწილეა, რადგან ახალისებს ბავშვებს ერთჯერადი დახმარებით და  არ ფიქრობს  უმწეო არსებების  მომავალზე, თუ რა  ბედი  ეწევათ მათ. მათი მხრიდან დახმარება აშორებს სახელმწიფოს პასუხიმგებლობას  იზრუნოს ბავშვებს და მათ ოჯახებზე, რათა  შეუქმნას უსაფრთხო გარემო, საარსებო მინიმუმით. თითოეული მოქალაქე ვალდებულია დაიცვას  ბავშვები ძალადობისაგან. თუნდაც ერთჯერადად ჯანდაცვის ცხელ ხაზზე დარეკვით და მათთვის იმ კონკრეტული შემთხვევის თქმით, რაც უმწეო ბავშვების ცხოვრებაში დგას. სახელმწიფოს რეაგირებით კი უნდა აღმოიფხვრას ბავშვთა უფლებების რღვევა.

ეს არის ქუჩაში მცხოვრები ბავშვების პრობლემა, რომელთაც არ აქვს ნორმალური საკვები, საძინებელი ოთახი, მშვიდი გარემო, სადაც მშობლები ძალადობის ნაცვლად მათზე ზრუნავენ. გარემო, რომელიც მისცემს საშუალებას სოციალიზაციის პროცესი  მათი თანატოლთა უმეტესობის მსგავსად გაატარონ.

 

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s