სეკულარიზაცია და რწმენის თავისუფლება

secularismავტორი: ქეთი რაზმაძე

ბოლო რამდენიმე ასწლეულის განმავლობაში ცივილიზებული სახელმწიფოების პოლიტიკური და რელიგიური ცხოვრების ურთიერთმიმართება განისაზღვრება სეკულარიზაციის აშკარა გაძლიერებით, რომელიც თითქმის შეუქცევადი გახდა.  1789 წელს, საფრანგეთის რევოლუციის გადაწყვეტილებით, რომელიც საეკლესიო ქონების ნაციისთვის გადაცემას ითვალისწინებდა, საფუძველი ჩაეყარა რელიგიის როლის დაკნინებას საზოგადოების ცხოვრებაში. სწორედ ამ რევოლუციური მოვლენების მიმდინარეობისას  ერთმანეთის თანადროულად დაიწყო ერთი მხრივ, ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბების, მეორე მხრივ კი რელიგიის საერო ცხოვრებიდან განდევნის პროცესები, რამაც იმთავითვე გააჩინა „კონფლიქტი“ ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის.

ერთი შეხედვით, რელიგიისა და სახელმწფოს გამიჯვნა შესაძლებელია განვიხილოთ როგორც ეკლესიის სრული დამოუკიდებლობა და გავლენებისგან გათავისუფლება, რაც საკმაოდ მიმზიდველი ჩანს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ რწმენა გარკვეულწილად განყენებული ხდება ყოფიერებისგან და  თითქოს უფრო მეტად ინარჩუნებს ტრანსცენდენტალურობას. თუმცა, საკითხი არცთუ ისე მარტივია, როგორც პირველი დაკვირვებით ჩანს. საინტერესოა, რელიგიის ცხოველქმედების რა ფორმას გვთავაზობს სეკულარული სახელმწიფოს იდეა, რომლის განმარტებაც თავისთავად დაგვეხმარება გავარკვიოთ ასეთ ქვეყანაში რწმენის თავისუფლების საკითხები.

სეკულარიზაციის პროცესი ხისტად არ იჭრება რელიგიურ ინტიტუტებში, რომლებიც აგრძელებენ მოქმედებას, ხელშეუხებელ არსებობას, მაგრამ ამასთანავე კარგავენ დომინანტურ როლს.  ბევრი რელიგიური ადამიანისთვის კი ეკლესია უფრო დიდი ავტორიტეტია ვიდრე სახელმწიფო, შესაბამისად ხელისუფალთა პოლიტიკური დოქტრინა, რომელიც დიდი შანსია, ჰარმონიულად არ უკავშირდებოდეს რელიგიურ დოგმებს,  შესაძლოა მიუღებელი აღმოჩნდეს მორწმუნეებისთვის. დისბალანსმა რელიგიურ მოტივებსა და კანონებს შორის კი შეიძლება გამოიწვიოს საზოგადობის  ნაწილის უკმაყოფილება და გარკვეულწილად შეზღუდოს კიდეც მათი რწმენის თავისუფლება. ამის მაგალითი საქართველოში  რამდენიმე წლის წინ ახალი პირადობის მოწმობების შესახებ უთანხმოებაა.

რა გამოსავალი არსებობს ასეთი მდგომარეობიდან?  პასუხი ალბათ სეკულარულ, ქრისტიანულ დასავლეთში უნდა ვეძიოთ.

თანამედროვე ევროპაში სეკულარიზაციის პროცესი წარმატებულად ხორციელდება  რელიგიიური რწმენის ტრანსფორმაციის, კერძოდ კი  „რწმენის პრივატიზაციის“ ფონზე, რომლის შედეგადაც რელიგია აღარაა კოლექტიური ცხოვრების აუცილებელი პირობა. პლურალიზმის გავრცელებამ დასავლეთში გამოიწვია რელიგიის აღქმა არა  საყოველთაო, საერთო ჭეშმარიტებად, არამედ საკუთარი თავის განსაზღვრის მექანიზმად.  ეს უკანასკნელი გზა  მორწმუნეებს უფრო მეტად აძლევს საშუალებას გარკვეულ სიტუაციებში ინდივიდუალურად შეიმუშავონ თვითმყოფადობის შენარჩუნების საშუალებები სახელმწიფოშიც და ეკლესიაშიც. ასეთი მსოფლხედვის საზოგადოება კი, რა თქმა უნდა,  რწმენის თავისუფლებას განსხვავებული საზომებით აფასებს  და შესაბამისად მისთვის გარკვეული სახელისუფლებო რეფორმები ნაკლებად  აღიქმება რელიგიური თავისუფლების შეზღუდვად,  ვიდრე სეკულარულსა და არასეკულარულს მიჯნაზე მყოფ საქართველოში.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s