სტიგმატიზაცია ბიოკულტურულ ჭრილში

ავტორი: ნინო გელაშვილი

ხალხი თავისი მოცემულობით არც ბრძენია, არც ბრბო.ეს ადამიანთა ინერტული მასაა, რომელსაც თვითონ, დამოუკიდებლად თავისი კოლექტიური თანაცხოვრების მართვა, ორგანიზება არ შეუძლია, ირჩევს ლიდერებს, ინაწილებს ფუნქცია-მოვალეობებს და ხშირ შემთხვევაში რუტინულად ასრულებს მას. ეს არის ერთგვარი მომხმარებლური ურთიერთობების ჯაჭვი, რომელშიც თითოეული რგოლის ამოვარდნა საფრხეს უქმნის ჯგუფის ფუნქციონირებას.

იქ,სადაც არსებობს სოციალური ურთიერთდამოკიდებულება და რესურსებისთის ბრძოლა, ჯგუფს შიგნით თუ ჯგუფებს გარეთ, აუცილებლად იქნება სტიგმატიზაციაც და სტიგმატიზირებულები იქნებიან პირები, რომლებიც საფრთხეს შეუქმნიან ჯგუფს, დაარღვევენ რეციპროკულობის პრინციპს, რომელიც იმთავითვე მოიაზრებს ვალდებულებას, გაცვლას – „ვასიამოვნოთ სხვას,რათა გვასიამოვნონ ჩვენ.“ მსგავსი პრინციპი მოქმედებს უძველესი დროიდან დღემდე, ამიტომაც სტიგმატიზაციის ძირეული საფუძვლები თავისუფლად შეგვიძლია ვეძიოთ პირველყოფილი ადამიანების, თემების ეპოქიდან, როდესაც ინდივიდების სტიგმატიზირება, წესით, ბევრად უფრო ინტენსიური უნდა ყოფილიყო. გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს თემი, რომელიც ძირითადად სისხლისა და ადგილმდებარეობის ერთობაზეა დამყარებული ,როგორც ნათესაურ, ასევე, მენტალურ კავშირს გულისხმობს.

ეს არის ერთი მიმართულებით სვლა – ყველა ერთნაირად ფიქრობს, ყველას მსგავსი შეხედულებები და ქცევის ნორმები აქვს, ყველა ერთსა და იმავე „ღვთაებებს“ სცემს თაყვანს. თემის წევრი არ ფიქრობს ან აანალიზებს საკუთარ ნამოქმედარს, არამედ ხშირად სრულიად ბრმად ემორჩილება საერთო წესებს, ცდილობს, არ დასვას შეკითხვა, არ დაფიქრდეს ან დაეჭვდეს იმ სააზროვნო თუ ყოფით ნორმებზე, რომელიც მას მის გაჩენამდე დაწესებული დახვდა და მან ისინი ავტომატურად მიიღო, როგორც თავისთავად ცხადი ჭეშმარიტებები. იგი ისეთივე უნდა იყოს, როგორიც ყველაა; დაეჭვებამ, დაფიქრებამ, საკუთარი აზრის შექმნამ კი შეიძლება მისი განცალკევება, გარიყვა მოიტანოს და ის გახდეს სტიგმატიზირებული.

დღესაც კი განვითარებულ ეპოქაში, როდესაც აზროვნება ერთ-ერთ უდიდეს ღირებულებად ითვლება, ადამიანთა გარიყვა დიდწილად სწორედ განსხვავებული აზროვნების გამო ხდება. საინტერესო რამდენად განსხვავდება დღევანდელი პროგრესული სამყარო იმ ძველი ,თემური წყობილებისგან ან განსხვავდება კი? ნათელია, რომ მსგავსება საკმაოდ დიდია – დღემდე მოქმედებს რეციპროკულობა, სოციალური კონტროლი, დასჯა  (თუმცაღა თუ ადრე ქურდობისთვის ხელს აჭრიდნენ, ახლა ამას კანონი არეგულირებს.) კომპენსირება (თუ ვინმე ფიზიკური ნაკლის გამო გარიყეს, ის ცდილობს მის კომპენსირებას სხვა უნარის განვითარებით.) უნდა აღინიშნოს ასევე თვით-სტიგმატიზაციის ფაქტორიც. ადამიანი, რომელიც სტიგმატიზირებულია ჯგუფის მიერ ,ხშირ შემთხვევაში თავადაც ახდენს საკუთარ სტიგამატიზაციას, უქვეითდება თვით-შეფასება,თავს უსარგებლოდ თვლის.

ასევე ძალიან საინტერესოა ნდობის ფაქტორიც .ადამიანებს გვჯერა და ვენდობით ერთმანეთს, რადგან სხვაგვარად სოციალური ცხოვრება რთული და არაეფექტური გახდებოდა. ანდერსონის 555 ნიშნის კლასიკური კვლევა ადასტურებს იმას, თუ რამხელა მნიშვნელობის მატარებელია ნდობა სოციალიზაციის პროცესში .არც ისაა გასაკვირი, რომ ადამიანები განსაკუთრებულად კრიტიკულები არიან მოღალატეების/გამცემლების მიმართ, შესაბამისად ,სტიგმატიზაციაც ინტენსიურ და მძაფრ სახეს იღებს.

რატომ ხდება ასე? ამას განაპირობებს რამდენიმე ფაქტორი : 1) ნდობა – ეს ღირებულებაა 2) გამცემლობა არღვევს შეთანხმებას 3) გაცემული ინფორმაცია ჯგუფისთვის სენსიტიურია.4)მოღალატეს აღარ ენდობიან არცერთ სხვა ჯგუფში

ერთობა – ესაა მრავალი შესაკრების ჯამი, რომელიც მუდამ ერთს უდრის. შესაბამისად, ამ დიდ ერთიანში გაერთიანებულები არ წარმოადგენენ „მთელ რიცხვებს“.ისინი ყოველთვის არასრული ნაწილები არიან, რომელთა გამთლიანებაც მხოლოდ კრებითი სახელითაა შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ თემში მოხვედრა ავტომატურად ხდება და ადამიანის პიროვნული ნების გამოხატვას არ საჭიროებს, მის ინდივიდად ქცევა მას ამ ერთობისგან გაუცხოებას იწვევს, რაც ხშირად პიროვნებასა და თემს შორის მძაფრ კონფლიქტშიც გადაიზრდება.

stigma

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s