იპოთეკური ვალი, ანუ როგორ გვიცავს სახელმწიფო ქონების დაკარგვისგან

get_img

ფოტო: tspress.ge

ავტორი: ეკატერინე ძიძიკაშვილი

თუ არ გინახავთ, ალბათ, ყველას სმენიათ ისეთი შემთხვევის შესახებ, როდესაც იპოთეკური ვალის გადაუხდელობის ან უკანონო მფლობელობის გამო, ადამიანებს იძულებით ასახლებენ საცხოვრებელი სახლებიდან. ეს კი, რა თქმა უნდა, მძიმე ადამიანურ განცდებთან და პიროვნულ ტრაგედიასთან არის დაკავშირებული. ასეთ შემთხვევებში, როგორც წესი, უარყოფითია საზოგადოების რეაქცია, რაც ძირითადად მწვავე კრიტიკაში გამოიხატება. მიუხედავად ამ ნეგატიური დამოკიდებულებისა  მნიშვნელოვანია იმ მხარის ინტერესების გათვალისწინებაც, რომელიც სრულიად მართებულად მოითხოვს მისი საკუთრების დაცვას, თუნდაც სხვისი იძულებითი გამოსახლების ხარჯზე.

საბოლოო ჯამში ამ საკითხის სამართლებრივი მოწესრიგების ვალდებულება, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს აკისრია. იგი ვალდებულია გაითვალისწინოს ორივე მხარის ინტერესები, უფლებები და შეიმუშაოს ოპტიმალური გადაჭრის გზები. სწორედ ამ მიზნით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა 2007 წელს გატარდა, როდესაც  არასასამართლო-საპოლიციო წესით პირთა უძრავი ნივთიდან გამოსახლების ინსტიტუტი შემუშავდა. ეს ინსტიტუტი კი გულისხმობდა უძრავი ნივთის მესაკუთრის მხრიდან შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე, ყოველგვრი სხვა პროცედურების გარეშე, იმ პირის ძალისმიერი მეთოდით  გამოსახლებას, რომელიც ფლობდა უძრავ ნივთს, მისი მესაკუთრეს არ იყო, ამავდროულად მესაკუთრის მოთხოვნის მიუხედავად საკუთარი ნებით არ ტოვებდა საცხოვრებელს. ასეთია მაგალითად უკანონოდ შესახლებული დევნილების შემთხვევა, როდესაც ისინი იჭრებიან კერძო საკუთრებაში და მესაკუთრეს უწევდა პოლიციისათვის მიმართვა მათი გამოსახლების მიზნით და სხვა.

არასასამართლო-საპოლიციო წესით პირთა გამოსახლების ინსტიტუტის უპირატესობას წარმოადგენდა: მხარეებს შორის თვითნებური მოქმედებების თავიდან აცილება (მაგ. ძალისმიერი მეთოდით გამკლავება),  რაც შეიძლება ხანგრძლივი პროცედურის არსებობამ გამოიწვიოს, ასევე საკუთრების უფლების სწრაფი და ეფექტური დაცვის უზრუნველყოფა, რაც ხანგრძლივი სასამართლო პროცესების თავიდან აცილებაში გამოიხატება. 2007 წელს განხორციელებული ცვლილება საბოლოო ჯამში ქმნიდა საკუთრების უფლების რაციონალურად, ეფექტურად და დაუბრკოლებლად  რეალიზაციის შესაძლებლობას.

ყოველივე ამის მიუხედავად 2015 წელის დეკემბერში მოხდა ამ ინსტიტუტის გაუქმება, რის ძირითად მიზეზადაც კონსტიტუციის მე-20 მუხლთან მისი შეუსაბამობა დასახელდა, ამ მუხლის მიხედვით, „არავის აქვს უფლება შევიდეს საცხოვრებელ ბინაში და სხვა მფლობელობაში მფლობელი პირის ნების საწინააღმდეგოდ, თუ არ არის სასამართლო გადაწყვეტილება ან კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობა“.

აღნიშნულმა ცვლილებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, თუმცა, მოწინააღმდეგეთა უპირატესობა ნათელი იყო. მათი არგუმენტი, რომ ამ ინსტიტუტის გაუქმება თავისთავად გამოიწვევდა სამართალწარმოების რთულ და ხანგრძლივ პროცესს, ზედმეტად მყარი იყო, ამიტომ კანონში შევიდა სპეციალური დათქმა, რომ მსგავსი ტიპის დავებზე სასამართლოს საქმეები უნდა განეხილა ერთი თვის ვადაში, თუმცა, როგორც ივარაუდებოდა, აქაც მალევე გამოვლინდა ამ დათქმის არაეფექტურობა. მაგალითად საკუთრების უფლების დაცვაზე აპრილში წამოებაში მიღებული სარჩელის პირველი პროცესი  5 თვის შემდეგ ჩაინიშნა.

საბოლოო ჯამში დროში გაწელილი პროცესი თავისმხრივ იწვევს ხარჯების გაზრდას და სერიოზულ საფრთხეს უქმნის კონსტიტუციით გათვალისწინებულ ერთ-ერთ უმინშვნელოვანეს, საკუთრების უფლებას. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ სასამართლო პროცესის შემდეგ მფლობელის გამოსახლება იგივე საშუალებით ხდება  და 2015 წლამდე თითქმის არ დაფიქსირებულა იძულებით გამოსახლების გასაჩივრების შემთხვევა უნდა ვიფიქროთ, რომ ამ ცვლილების განხორციელება ყოველგვარ სამართლებრივ აზრს არის მოკლებული.

თუმცა აქვე ჩნდება მეორე გარემოება. ამ ცვლილების არსის მიტანა საზოგადოების დიდი ნაწილისთვის არასწორი ინტერპრეტაციით მოხდა, რამაც უსაფუძვლო იმედები გაუჩინა გამოსახლების საფრთხის ქვეშ მყოფ ადამიანებს. მათ შეექმნათ ილუზია, რომ სახელმწიფო იცავდა მათ გამოსახლებისაგან და შეეძლოთ უძრავი ნივთი მიესაკუთრებინათ, რეალურად კი ეს ცვლილება მხოლოდ დროის გახანგრძლივებასთან იყო დაკავშირებული შედეგი კი იგივე იქნებოდა.

შესაბამისად გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ საპოლიციო ინსტიტუტის გაუქმება იყო წინასაარჩევნოდ გადადგმული პოლიტიკური ნაბიჯი, რომელიც მიმართული იყო საზოგადოებაში კეთილგანწყობის მოსაპოვებლად.

საბოლოო ჯამში ხელისუფლების ეს ნაბიჯი წარმოშობს სერიოზულ რისკებს, როგორც სასამართლო სისტემის გადატვირთვის თვალსაზრისით, ასევე კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, ვინაიდან იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთების რეალიზაციის ეტაპზე, სერიოზული მატერიალური რისკები წარმოეშობა ნივთის მესაკუთრეს, რადგან შემცირდება აუქციონზე უძრავი ქონების შეძენა, მასთან დაკავშირებული დროში გაწელილი პროცესების გამო.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s