წვევამდელი ანუ იაფი მუშახელი

i-want-you-giwyავტორი: დავით შარანოვი

ჩვენი ქვეყნისთვის სამხედრო სავალდებულო სამსახური ის ერთ-ერთი აუცილებელი მოვალეობაა, რომელსაც ქვეყანაში მამაკაცთა აბსოლუტური უმრავლესობა ასრულებს და 1 წლით „ემსახურება“ სამშობლოს. მაგრამ არის კი რეალურად ეს იმ შედეგის მომტანი რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიაობას სჭირდება, თუ უბრალოდ შევნიღბეთ ამ სახელით და სახელმწიფო ფისკალური პოლიტიკის ნაწილად ვაქციეთ, როგორც ბიუჯეტის შემავსებელი.

2013 წელს, როდესაც უნივერსიტეტში სწავლის პროცესში გადავწყვიტე თავიდან მომეშორებინა მომავალში მოსახდელი ჯარი, რათა უნივერსიტეტის შემდგომ აღარ გამეცდინა 1 წელი. ნათესავის რჩევით გადავწყვიტე, დაცვის პოლიციით გადამეჭრა ეს სამომავლო პრობლემა (მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტორი , რომ ყოველ მესამე დღეს გვიწევდა სამსახურის დღე)  და შევუდექი ქვეყნის წინაშე ჩემი ვალის მოხდას. 2014 წელს, 1 წლის გასვლის შემდეგ, გადმოგვცეს შესაბამისი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ჩვენ შეიარაღებული ვიყავით  საომარი მდგომარეობის დროს ჯარისკაცისთვის საჭირო უნარებით, რეალურად სულაც არ იყო ასე, რადგან, ამ პოლიციური სისტემით ჯარის გავლის დროს მხოლოდ პირველი 9 დღე( ყაზარმული) იყო ის პერიოდი, როდესაც რაღაც სახის თეორიული თუ პრაქტიკული სწავლება ჩატარდა (ძალზე უმნიშვნელო), რის შემდეგაც უბრალოდ, როგორც რიგითი პოლიციელი, ისე ჩაგვწერეს მათ რიგებში და, რა თქმა უნდა, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არანაირი შეხება, თუნდაც თვეში ერთხელ მაინც, არ გვქონია ჯართან.

რეალურად ის 700დან-1000მდე ადამიანი, რომელსაც სახელმწიფო იღებს  ყოველწლიურად წვევამდელის სახით და საპოლიციო სისტემაში გადაანაწილებს, მხოლოდ და მხოლოდ იაფ მუშა ხელად გვევლინება, რადგან თუ სახელმწიფოს საპოლიციო მოხელე უჯდებოდა თვეში 400-500 ლარი, მას წვევამდელით ანაცვლებს,  რომელსაც 75 ლარად ქირაობს 1 წლით, სწორედ ამდენს უხდიან ჯარისკაც პოლიციელებს. გარდა ამისა, წვევამდელიც კმაყოფილი რჩება, რადგან 1 წლით ყაზარმულ ჯარს არიდებს თავს და თან ხელფასსაც ურიცხავს  სახელმწიფო.

 სინამდვილეში სახელმწიფოს „უცოდინარი“ ჯარისკაცები ჰყავს, რომელსაც ვერ გამოიყენებს საჭიროების შემთხვევაში, მათ არც პოლიციელისთვის აუცილებელი ცოდნა და უნარ-ჩვევები აქვთ. გამოდის რომ ის პერიოდი ტყუილად დაკარგა წვევამდელმაც. უმუშევრები რჩებიან ის პოლიციელები, ვისი ადგილიც ჯარში ყოფნის ვალდებულების მოხდის მიზნით მისულმა ახალგაზრდებმა დაიკავეს.

 აქედან გამომდინარე, ეს მახინჯური წარმონაქმნი ჩემი აზრით სრულად გასაუქმებელია. მხოლოდ მერკანტილური დამოკიდებულებით ზიანი მთლიან ქვეყანას ადგება. არვიცი რამდენად განხორციელდება სისტემის ცვლილება,  მაგრამ მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა დაიბრუნა, სამხედრო თემა ყოველთვის აქტუალურია და ტრანსფორმაცია ჩამოყალიბება დღესაც ვერ ხერხდება.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s