პროფესიას სქესი არ აქვს ანუ „ის“ სტერეოტიპების წინააღმდეგ

ავატორი: ანა ურუშაძე

წელს წინასააბიტურიენტო პერიოდში სოფელში მომიხდა ჩასვლა. ოჯახური კრების მოწმე ჩემდა უნებურად აღმოვჩნდი. მეზობლის ბიჭმა დაამთავრა სკოლა და ბებია-ილიკო-ილარიონთა შეკრებას ტრადიციულად მამიდების და ბიცოლების თანდასწრებით მეც ვუგდებდი ყურს.

-„ ბიჭია და მათემატიკურები ავურჩიოთ რამე“- მესმის გულხურვალე გულშემატკივარი ბიცოლას დეიდაშვილის მაზლის ხმა.

-„ რას ამბობ კაცო?! გამრავლება ძლივს აითვისა, რამე მექანიკური და ისეთი იქნება მაგისთვის კარგი,რასაც კაცის ძალა სჭირდება.“- ეს ჩაფიქერებული ნათლიას ხმააა, ყველა იქ დამსწრეს რომ ერთბაშად აჩუმებს და მერე თვითონაც მრავლისმთქმელად ჭერს ავლებს თვალს.

ისმის ტექნიკური, ძალისმიერი და „ დოხტორობის „ვერსიები, ის კი არსად ჩანს. ის, ვის მომავალსაც ასე ერთი ხელის მოსმით წყვეტს ყველა, მის გარდა.

პროფესიების დაყოფა ქალურად და კაცურად აქტუალური არა მხოლოდ წინასაგამოცდო პერიოდში ხდება, მსგავსი დაყოფა წინ უსწრებს ფაქიზოს გაყიდვას, ოჯახურ კრებებსა და სათავეს ჯერ კიდევ შორეულ წარსულში იღებს. ჯერ კიდევ მაშინ,  როდესაც ქალთა და კაცთა სასწავლებლები ცალცალკე არსებობდა  და შესაბამისად განსხვავებულ სპეციალობებს შეასწავლიდა სხვადასხვა სქესის წარმომადგენლებს.

მე თუ მკითხვათ,  პროფესიას სქესი არ გააჩნია.  ისევე , როგორც ადამიანის სურვილებს, რომელსაც ხშირად კონკრეტული ნორმები ზღუდავს და არ აძლევს გამოვლენის საშუალებას.

ვინ დააწესა რა შეიძლება აკეთოს ქალმა ან კაცმა?  ვინ მიიჩნია ნორმად ტექნიკური პროფესიები კაცებისთვის და ჰუმანიტარული დარგები ქალებისათვის?

ზოგადად ადამიანებს ბედნიერებაში ხელს კონკრეტული რიცხვების, წესების, ფერებისა თუ ზომების ნორმად დაწესება უშლის.

არ არსებობს ქალური და კაცური პროფესიები, არსებობენ მხოლოდ ქალები და კაცები, რომელთან კონკრეტული საქმის კეთება სურთ და ესაა ყველაზე მთავარი.

თავის ტვინის მარჯვენა ჰემისფერო, რომელიც მამაკაცებშია განვითარებული,  პასუხისმგებელია სივრცით-ვიზუალურ და მათემატიკურ უნარებზე. მარცხენა ჰემისფერო კი, რომელიც უფრო ქალებშია განვითარებული, ვერბალურ და აღქმით  უნარებს ავითარებს.

ეს ფაქტი მაინც ბევრს არაფერს ცვლის.

ამის ნათელი მაგალითია 22 წლის პეტრე ნოდია, რომელსაც პირველად ზუგდიდში დოკუმენტური ფილმის გადაღების დროს შევხვდი. ველოსიპედით გამოცხადდა გადასაღებ ლოკაციაზე, მერე მიმოიხილა ჩვენ განათლების სისტემაში არსებული პრობლემები და იმაზეც ისაუბრა, როგორ გადაწყვიტა ძიძობა.

პეტრე ზუგდიდში დაიბადა ბნელ და შორეულ ოთხმოცდაათიანებში , სადაც უფრო ბნელი წარმოდგენები არსებობდა, ის კი იყო ძუნწი ბაღში, მეგობრული სკოლაში და რისკიანი პროფესიების არჩევისას.

სოციალურად აქტიურმა ახალგაზრდამ ბევრი გამოწვევა მიიღო, სცადა ბედი ფერწერაშიც, სამზარეულოშიც, დღეს კი ბაღში აღმზრდელად მუშაობს.

ბავშვების განსაკუთრებულმა სიყვარულმა გადააწყვეტინა პეტრეს აღმზრდელად მუშაობა, ჯერ ძიძობაზე განცხადება გაავრცელა, ახალ სასწავლო წელს კი ახალი საქმით შეხვდა.

14463843_1877939182440318_1360584967_n22 წლის ასაკში პეტრეს აქვს საყვარელი საქმე, რომელსაც დიდი ენთუზიაზმით  და მონდომებით ემსახურება და ნაკლებად აწყობს სამომავლო გეგმებს, რადგან იცის რომ წარსული და მომავალი ეს აბსტრაქციაა, რომელიც შეიძლება მოხდეს ან არ მოხდეს.

ხალხის დამოკიდებულებას იგი დადებითად აფასებს და ვერ იხსენებს მისი ამ „უცნაური „ გადაწყვეტილების მიმართ გამოთქმულ ნეგატიურ შეფასებას.

22 წლის პეტრე თავისებური და ახლებური მიდგომით ზრუნავს  პატარა აღსაზრდელებზე და ცდილობს საკუთარი საქმით  დაუპირისპირდეს ჩვენში არსებულ პროფესიულ სტერეოტიპებს.

ჩემი მეზობელი ბიჭი ცოტა ხნის წინ ვნახე, მათემატიკური ცხრილებით და ქაოსური დიაგრამებიანი ფურცლებით დატვირთული. ბებია-ილიკო-ილარიონთა კრებამ შედეგი გამოიღო.

ნეტავ მოასწრო კი მომავალმა მექანიკოს-მათემატიკოს არქიტექტორმა გამრავლების ტაბულის სწავლა ?!

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s