იდენტური დაპირებები ანუ რა სურს ხალხს

 politicianავტორი:  ბაჩო შურღაია

არჩევნებზე როგორც ხდება ხოლმე პოლიტიკური პარტიების დაპირებები ერთმანეთს ჰგავს.  2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიების დაპირბები ერთმანეთს პირველ რიგში სოცალურ თემატკასთან დაკავშირებით ემთხვეოდა. თითქმის ყველა პარტია სოციალური დახმარებებით, სამუშაო ადგილების შექმნითა და პენსიის ზრდით ცდილობს ამომრჩეველთა გულების დაპყრობას (აქ განსაკუთრებით ერთსულოვნები არიან, რადგან, როგორც ცნობილია, არჩევნებზე მისულ მოქალაქეთა დიდი ნაწილი პენსიონერია) . იქიდან გამომდინარე, რომ საარჩევნო პროგრამას თითქმის არავინ კითხულობს, მათ ბევრი საუბარი არ უწევთ იმასთან დაკავშირებით, თუ რის ხარჯზე აპირებენ ამა თუ იმ სოციალური ხარჯის გაზრდას. უკიდურეს შემთხვევაში, თუკი ვინმე დაჟინებით მოითხოვს მათგან ახსნან, როგორ შეძლებენ ამ დაპირებების შესრულებას, პოლიტიკური პარტიების მთავარი არგუმენტი, პრემიებისა და დანამატების გაუქმება, ან მინიმუმამდე შემცირებაა, რაც მიუხედავად იმისა, რომ საკმაო შეღავათი იქნება ბიუჯეტისთვის, ვფიქრობ, ვერ შეძლებს იმ ხარჯების გადაფარვას, რის შესრულებასაც დეკლარირებულად გვპირდებიან პოლიტიკოსები, თან თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ყოველი შემდეგი ხელისუფლება წინაზე მეტად იყენებს ბიუჯეტს არასაჭირო დანიშნულებით, ცხადია, რომ პოლიტიკური პარტიების ეს დაპირება უბრალოდ წინაასაარჩევნო პოპულიზმია.

მეორე მსგავსება, რაც ძალიან შესამჩნევია, მსუბუქ ნარკოტიკს ეხება. თუ კარგად დააკვირდებით, პოლიტიკური პარტიების სრული უმრავლესობა მარიხუანას დეკრიმინალიზაციას გვპირდება, რაც ჩემი აზრით ძალიან მალე აუცილებლად მოხდება, ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში ესეც პოპულიზმის ნაყოფია, განსაკუთრებით იმ ძალებისგან, რომლებიც სხვადასხვა დროს უკვე იყვნენ ხელისუფლებაში და ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი პოზიტიური ნაბიჯი არ გადაუდგამთ, მეტიც არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევიათ იმ ტერორისთვის, რომელსაც სახელმწიფო მარიხუანას მომხმარებლების მიმართ ატარებდა და სამწუხაროდ დღესაც ატარებს. ამ საკითხზე უფრო მეტად აღარ დავკონკრეტდები, მსურს ერთ-ერთი პოსტი მთლიანად ამ თემას მივუძღვნა.

ეს დაპირებები, სწორედ იმ საკითხებს ეხება, რაშიც თითქმის ყველა პოლიტიკური პარტიის პოზიცია ერთნაირია. მიუხედავად იმისა, თუ რა პოლიტიკური იდეოლოგიის წარმომადგენლები არიან, ან რას ფიქრობენ რეალურად ამ საკითხებზე, პოლიტიკოსები გვიგზავნიან ისეთ მესიჯებს, რაც მათი აზრით საზოგადოების დაკვეთაა, თუმცა საკითხავია რამდენად გულწრფელები არიან ისინი?! საკითხავია ისიც, რამდენად შეუძლია ამომრჩეველს პოპულისტური და რეალური დაპირების ერთმანეთისგან გარჩევა. მე ვფიქრობ, რომ შეუძლია.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s