ძალადობა გამოსავალი არ არის

ავტორი: ელმინ ისმაილოვი

27 სექტემბერი საქართველოს ისტორიაში მტკივნეული დღეა ,რადგან ზუსტად 23 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სოხუმი დაეცა. 23 წლის წინ, 1993 წლის  27 სექტემბერს საქართველომ დაკარგა აფხაზეთი. დიდი მწუხარებით ვიხსენებთ ამ დღეს და თითოეულ ჩვენგანს სჯერა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება და აფხაზეთში იფრიალებს არა რუსული, არამედ ქართული დროშა.

მაგრამ როგორც იტყვიან, „თავისუფლება ისე არ მოდის თავისუფლება ლომთა ხვედრია „ . არაფერი არ შეიცვლება თუ ამ პრობლემის მოგვარებას არ დავიწყებთ და კონკრეტულ ნაბიჯს არ გადავდგამთ. არამარტო სახელმწიფო პოლიტიკა, არამედ თითოეული ჩვენგანის ნაბიჯი ამ მიზნის მიღწევისკენ უნდა იყოს მიმართული. ფაქტია რომ ოკუპირებულ ტერიტორიებს ვერ დავიბრუნებთ ომით, ჯერ მარტო იმიტომ, რომ ომი კანონგარეშეა საერთაშორისო პრინციპებიდან გამომდინარე და ეს არ არის პრობლემის მოგვარების სწორი გზა და მეორე ის რომ გამარჯვების შემთხვევაშიც აფხაზი ხალხის თვალში ჩვენ ვიქნებით ოკუპანტები და  განმეორდება იგივე ისტორია. საქართველოს  მხოლოდ 1 გზა აქვს. აფხაზ ერს უნდა აჩვენოს, რომ ჩვენი უთანხმოების მიზეზი არის არა ჩვენში, არამედ მესამე მხარის პროვოკაციულ ქმედებებში. მათ უნდა დავუმტკიცოთ, რომ ჩვენთან უფრო უსაფრთხოდ იქნებიან, განვითარებისა  და  იდენტობის შენარჩუნების საშუალება ექნებათ. თუ მათ ვანახებთ როგორ განვითარდა საქართველო; ეკონომიკა უსაფრთხოება და ა.შ და რაც მთავარია  უნდა ვანახოთ რომ, მიუხედავად საქართველოს მულტიეთნიკურობისა თითოეულ ეთნოსის წარმომადგენელს ეძლევა  საკუთარი იდენტობის შენარჩუნებისა და განვითარების საშუალება. თუ აფხაზი ხალხი ნახავს ამ ყველაფერს დროთა განმავლობაში თვითონ დაინტერესდებიან საქართველოსთან თანამშრომლობით, რაც ბევრად გაადვილებს ჩვენს ურთიერთობებს.

ზუსტად ზემოხსენებული უნდა იყოს ჩვენი მთავარი მიზანი. და რას ვაკეთებთ ჩვენ ? გავიხსენოთ თუნდაც  რამდენიმე დღის წინანდელი ამბავი.

ავტორი: გუჯა ავსაჯანიშვილი

ავტორი: გუჯა ავსაჯანიშვილი

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა და თითოეული ჩვენგანი ვცდილობთ გამოვხატოთ  მწუხარება. უამრავი ღონისძიება დაიგეგმა და ჩატარდა.  ნაციონალისტური დაჯგუფება „ქართული ძალის“ მიერ სოხუმის დაცემასთან დაკავშირებით ორგანიზებული მსვლელობა აღმაშენებლის ხეივანზე ბევრის ყურადღების ქვეშ მოხვდა. მნიშვნელოვანია რა მეთოდებს მივმართავთ. წარმოვიდგინოთ თავი აფხაზების ადგილზე, რა დასკვნას გამოვიტანდით მსვლელობიდან.  ათეულობით ახალგაზრდა გამოვიდა ქუჩაში, ნიღბებით და ფაშისტური წამოძახილებებით, ამ ყველაფრის მერე გამართეს მსვლელობა, გზადაგზა დაარბიეს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების თავშეყრის ადგილები, და შეურაცყოფა მიაყენეს მათ. რა შედეგი გამოიწვია ამ ყველაფერმა? დაგვაახლოვა თუ არა ამ მსვლელობამ მიზანს? არა არ დაგვაახლოვა, პირიქით აფხაზები შევაშინეთ და ანტიპატია გამოვიწვიეთ. პრობლემა მხოლოდ ამ ათეულობით ახლაგაზრდაში როდია, უარესი პრობლემა არის ის, რომ მოსახლეობის ნაწილს პატრიოტებად მიაჩნიათ ეს ახლაგაზრდები და ამართლებენ მათ ქმედებას. სიძულვილით უყურებენ სამართალდამცავებს, რომლებმაც აგრესიული ქმედებების გამო დააკავა რამდნიმე მათგანი. ეს იმას ნიშნავს რომ მოსახლეობა მხარს უჭერს აგრესიას, ხოლო 27 სექტემბერს გამოხატული აგრესია ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებსაც მოიცავდა შესაბამისად 1 ნაბიჯით კიდევ დავშორდით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას.

აფხაზეთი არ არის მხოლოდ რუკის ნაწილი, ზღვა, მზე და პალმები. აფხაზეთში აგრეთვე არის მოსახლეობა რომლებსაც გააჩნიათ საკუთარი აზრი, მოთხოვნილებები და უფლებები, რომლის ხელყოფაც არ შეიძლება, სიძულვილის ენა არ არის გამოსავალი. სანამ გვიანი არ არის უნდა ვიმოქმედოთ, რადგან ყოველი ასეთი მსვლელობა უფრო მეტად  გვაშორებს მიზანს.  უნდა ვისწავლოთ პატრიოტიზმის და  აგრესიის გარჩევა. უბრალო წამოძახილი „დიდება ერს, სიკვდილი მტერს“ არაფერს არ გვაძლევს . ნაბიჯ ნაბიჯ უნდა მივუახლოვდეთ ამ მიზანს. თითოეულ ნაბიჯს, თითოეულ ქმედებას უნდა დავუკვირდეთ რადგან არასწორმა ნაბიჯმა შეიძლება სავალალო შედეგი გამოიწვიოს.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s