რა კავშირი აქვს თამბაქოს მოწევას დნმ-ს დაზიანებასთან

%e1%83%97%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%91%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%9dავტორი : ხატია გოდერძიშვილი

ახალი ამბავი არ არის, რომ მოწევა მავნებელია ჯანმრთელობისთვის, განურჩევლად ასაკისა, თუმცა ადამიანებისთვის მაინც ძნელი დასაჯერებელია სანამ საკუთარ თავზე არ გამოცდიან მის უკუჩვენებებს. სულ რამდენიმე დღის წინ ამერიკულ ვებსაიტებზე გამოჩნდა სტატიები, რომლებიც იუწყებიან – მოწევა ცვლის, აზიანებს ჩვენს დნმს.

„ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევების მეშვეობით ხელთ გვაქვს უდავო მტკიცებულება, ჩვენს მოლეკულურ მექანიზმზე – დნმზე მოწევა ხანგრძლივ ზეგავლენას ახდენს, რაც შეიძლება გაგრძელდეს 30 წელზე მეტხანს.“ განაცხადა cbnews-ის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ სტატიაში ჰარვარდის სამედიცინო სკოლის ინსტრუქტორმა და ასისტენტ- მეცნიერმა რობი ჯოჰენსმა.

დნმ, იგივე დეზოქსირიბონუკლეინის მჟავაა. ამ მაკრომოლეკულაში ერთმანეთს ებმიან ნუკლეოტიდები და ქმნიან დნმ-ის გრძელ ძაფებს, თითოეული დნმი-ის მოლეკულა კი ორი ძაფისაგან შედგება, რომლებიც ერთმანეთს წყალბადური ბმებით უკავშირდებიან და საბოოლოდ ქმნის კიბის მაგვარ ორმაგ სპირალს – დნმს.

ბოლო 30 წლიანი კვლევების თანახმად ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობდა დოქტორი სტეფანი ლონდონი, ატარებდა ცდას 16000 ადამიანის სისხლის სინჯის გამოყენებით,ავსებდნენ კითხვარებს მათი ცხოვრების სტილის, დიეტის, მოწევის, ჯანმრთელობის შესახებ. აღმოჩნდა რომ მწეველებს გააჩნდათ მეთილირების ისეთი ნიმუში, რომელიც ცვლილებას ახდენს 7000ზე მეტ გენზე. საბოლოოდ მოწევა ცვლილებებს იწვევს 19 გენში, ამ 19 გენიდან კი TIAM2 გენი დაკავშირებულია ლიმფომასთან, ავთვისებიან სიმსივნესთან.

16000 ადამიანზე დაკვირვების შედეგად მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დაავადების გამომწვევი კვალი ქრება მოწევისათვის თავის დანებებიდან 5 წლის შემდეგ, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ეს კვალი სამუდამოდ რჩება. დაავადების გამომწვევი ნიშნები მზადდება მეთილირების პროცესში, რომელიც იწვევს დნმ-ის მოდიფიკაციას და შეუძლია გენის ინაქტივირება ან მისი ფუნქციის შეცვლა.

მარტივად ავხსნათ რას ნიშნავს მეთილირება?!  ეს არის პროცესი, როდესაც მიმდინარეობს დნმ-ის ცვლილება დნმ-ის ნუკლეოტიდური თანმიმდევრობის შეუცვლელად. საბოლოოდ მივდივართ ფატალურ შედეგამდე.

გულის დაავადებები და კიბო, ორივე მათგანი გამოწვეულია გენეტიკური დაზიანებებით – ზოგიერთი კი მემკვიდრეობითაა მიღებული, თუმცა უმეტესი მათგანი გამოწვეულია არაჯანსაღი ცხოვრებით, რომელშიც დიდი წვლილი მიუძღვის სიგარეტს.

„ გამამხნევებელი ამბავი არის ის, რომ  თუ თქვენ შეწყვეტთ მოწევას დნმ-ის მეთილირების სიგნალები აღდგება და დაუბრუნდება არა მწეველის საფეხურს 5 წლის შემდგე, რაც ნიშნავს რომ სხეული იბრძვის,რათა მოაშუშოს თამბაქოს მიერ დატოვებული ნაიარევი. “ამბობს  რობი ჯოჰენსი. რობი ჯოჰენისაგან განსხვავებით,გარემო ჯანდაცვის მეცნიერებათა ნაციონალური ინსტიტუტის დოქტორი სტეფანი ლონდონი იუწყება „ მნიშვნელოვანია ჩვენი აღმოჩენა , თუ ვინმე მოწევას ანებებს თავს ჩვენ მაინც ვხედავთ მის ზეგავლენას დნმში. “

თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნებაყოველი წლის 31 მაისს.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s