გვჭირდება თუ არა “საზეპიროები”?

ავტორი: მარიკა მჭედლიძე

ბოლო დროს გავრცელდა განათლების მინისტრის განცხადება საზეპიროების შესახებ, რომ სკოლაში საზეპიროები ნაკლები რაოდენობით უნდა იყოს. ინტერნეტ სივრცეში ეს საკითხი აქტუალური გახდა და საბოლოოდ მინისტრის გამოთქმული აზრი რადიკალური კითხვის სახით ფორმირდა, უნდა იყოს თუ არა დაზეპირება სასკოლო განათლების მოთხოვნა? მართალია კითხვის ამგვარი ფორმით დასმამ პასუხის გაცემა გაამარტივა, კი ან არა, მაგრამ ამავე დროს ბევრი გარემოებისა და საჭიროების გადაფარვა მოახდინა, რომელის განხილვაც აუცილებელია ამ საკითხზე მსჯელობისას. რაღაცის სრულიად მიღება ან არ მიღება არ არის გამოსავალი, თითოეულ პოზიციას აქვს არგუმენტები, რომლებიც ერთობლივად უნდა იყოს გათვალისწინებული.

ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივ პროგრამას თუ გადავხედავთ გამოვიტანთ დასკვნას რომ აღნიშნული პროგრამა ორიენტირებულია მოსწავლის ცოდნის, გაგების, გამოყენების, ანალიზის, სინთეზისა და შეფასების უნარ-ჩვევების განვითარებაზე სწავლა-სწავლების საფეხურების მიხედვით. შედეგები, რომლებიც აღნიშნულ დოკუმენტშია გაწერილი დამოკიდებულია მასწავლებლის ოსტატობაზე თუ როგორ, რა გზებით მიაღწევს.

დაწყებით კლასებში დაზეპირება ლექსიკის გამდიდრებასა და გრამატიკული ფორმების სწორად აღქმასა და გათავისებას ემსახურება. ასეთი მიდგომა გარკვეულწილად მოსწავლის განვითარების თავისებურებიდანაც გამომდინარეობს, პიაჟეს თანახმად 11 წლიდან ფორმალური ოპერაციის სტადია იწყება რაც გულისხმობს, რომ მოზარდს უკვე შეუძლია ოპერირება ცნებებით, აბსტრაქტული სიმბოლოებით,  აქვს ზრდასრული ადამიანის კოგნიტური შესაძლებლობები და შეუძლია უკვე ჰიპოთეტური დაშვებებით ოპერირება და  ფორმალური ლოგიკის გამოყენება. აქედან გამომდინარე, საბაზო საფეხურზე გადასვლიდან მასწავლებელი მაქსიმალურად ორიენტირებული უნდა იყოს რომ მოსწავლე შედეგზე გაიყვანოს მცირე საზეპიროების გარეშეც. მოხდეს ტექსტის ანალიზი, სინთეზი და შეფასება, რაც თავისთავად გულისხმობს ტექსტის ცოდნასა და გაგებას. ამ შემთხვევაში საჭირო არ არის დაზეპირება,  იმისათვის რომ  მასწავლებელმა მიზანს მიაღწიოს, შინაარსის ცოდნაც საკმარისია. ამავე დროს, როცა დაზეპირებაზე ვსაუბრობთ აუცილებელია გათვალისწინებული იყოს დიფერენცირებული მიდგომა ნებისმიერ საფეხურზე, რასაც მასწავლებლები ნაკლებად აქცევენ ყურადღებას, რაც შედეგად მოსწავლის დაბალ თვითშეფასებასა და აკადემიურ მოსწრებაზე აისახება ხოლმე.

 როცა ვამბობთ რომ თანამედროვე სკოლა უნარების განვითარებაზე ორიენტირებული სკოლაა და არა ცოდნის დაგროვებაზე, ამ შემთხვევაში ლიტერატურული ნაწარმოებიც სწორედ საშუალებაა უნარების გამომუშავებისა და განვითარებისთვის. საბოლოო ჯამში, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მასწავლებლების უმეტესობისთვის მიზნის მიღწევის საშუალება საბაზო საფეხურიდანაც კვლავ დაზეპირებაა, რაც ასევე საკითხავია ხელს  უწყობს  ეროვნულ სასწავლო გეგმაში გაწერილ შედეგებზე გასვლას თუ უბრალოდ საბჭოთა განათლების გადმონაშთია. ვფიქრობ, თითოეული მასწავლებელი რომელიც ფიქრობს ამა თუ იმ ტექსტის მოსწავლეებისთვის დასაზეპირებლად მიცემას, უნდა დასვას ბევრი კითხვა ტექსტთან მიმართებაში, იმისათვის რომ მოძებნოს შესაბამისი საშუალება მიზნის მისაღწევად, რომელზეც მოსწავლე კი არ იქნება მორგებული, არამედ პირიქით, მიზნის მიღწევის საშუალება მოსწავლეზე.

 

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s