ხალხური ფასები ტურისტებისთვის

%e1%83%91%e1%83%90%e1%83%96%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98ავტორი: თემურ ზოიძე

ბავშვობიდან მოყოლობელი უცხოელი ტურისტების მიმართ აკვიატებულ სიმპათიას ვგრძნობდი. არ ჰქონდა მნიშვნელობა ქალი იყო თუ კაცი, ევროპელი თუ აზიელი, მოხუცი თუ ახალგაზრდა – ყველასთან საუბარი და მათ მიერ დანახული სამყაროს გაზიარება მინდოდა. ამის მერე ის მიკვირდა, უზარმაზარი ჩანთებით, დასვრილი ტანსაცმელითა და  ველოსიპედებით როგორ ბედავდენენ ემოგზაურათ დიდ თუ პატარა ქვეყნებში, მთასა თუ ბარში და არაფერი სცოდნოდათ ამ მიწებისა თუ ზღვებისა. ყოველთვის მაღელვედა ის, თუ როგორ ახერხებდნენ კომუნიკაციას ადგილობრივებთან, როგორ მიჰყვებოდნენ არჩეულ მარშრუტს და როგორ პოულობდნენ ღამის გასათევს. ამიტომაც, როგორც კი ვისწავლე ერთი-ორი სიტყვა ინგლისურად, ყოველთვის ვცდილობდი უცაბედად გადაყრილ უცხოელს დავხმარებოდი, მიმესწავლებინა გზა თუ მერჩია მისთვის საინტერესო ადგილები. პირველად ერთი ესპანელი ბიჭი გავიცანი ჩემს რაიონში: საბაგიროზე გასვლა უნდოდა. უთქვამთ, რომ მხოლოდ ერთი გზა ხუთი ლარი ღირდა, არადა ადგილობრივები ყოველთვის ოც თეთრად ვმგზავრობდით. მაშინ მე დავემგზავრე, დავპატიჟე იმ ოცთეთრიან ვოიაჟზე, მაგრამ უკან გამოსვლისას კარგად მომხვდა კონდუქტორისგან – რას ჩაერიე ჩვენს საქმეში, ამათ ფულის მეტი რა აქვთო.

რაც სტუნდენტი გავხდი, იმის მერე უფრო ხშირად ვაწყდები ხოლმე მსგავს შემთხვევებს: როგორ გაჰყავთ ტაქსის მძღოლებს უცხოელები სამლარიან გზაზე ცხრა ლარად და მისთანები.  ამას წინათ ორ გერმანელ მეგობარს გავყევი თბილისში ბაზრობაზე, წაბლის ყიდვა უნდოდათ. ვიპოვეთ გასაყიდი წაბლი, მაგრამ სანამ ფასს ვიკითხავდით, გამყდველმა ყური მოჰკრა ჩვენს ინგლისურ საუბარს, ქაღალდზე წაწერილი „კილო 3 ლარი“ სადღაც მიმალა და, როცა ვკითხე, რა ღირს მეთქი, ოთხი ლარიო. არაფერი შემიმჩნევია, ერთი კილო აგვიწონეთ მეთქი. აწონა და ხუთი ლარისააო. არა, ერთი კილო გვინდა მხოლოდ მეთქი, მაგრამ არას დიდებით არ მომისმინა – შენ რა გენაღვლება, ამათთვის ერთ და ორ ლარს რა მნიშნელობა აქვსო. აღარაფერი მითქვამს და არც გერმანელებს დავანებე გადახდა – სამლარიან კილო წაბლში ხუთი ლარი გადავიხადე.

შეიძლება ვიღაცამ მართლა იკითხოს, შენც რაღა გაგკვირვებიაო, მაგრამ არა, ძალიანაც მიკვირს. საზაფხულო სეზონებსა თუ ფესტივალებზე გაათმაგებულ  ფასებზე აღარ ვსაუბრობ, მე ის მადარდებს, ყველა უცხოელი ჩვენზე მდიდარი, მათი გასულელება კი ფულის შოვნის მარტივი გზა რომ გვგონია. აზიელი ბიჭი, რომელთან ერთადაც ვცხოვრობ, ჩემ გარეშე თითქმის საყიდლებზე ვერ გადის, რადგან ერთხელ ხორცის ყიდვისას დიდი ოდენობით ხურდა არ დაუბრუნეს უკან, უკვე მოგეცი და არ გახსოვსო, ამან კიდე კითხვების დასმა რომ დაიწყო, ღრიალითა და მუქარით გამოაქციეს უკან. ეს და კიდევ მრავალი ფაქტია ასეთი, რომელთა ჩამოთვლა კიდევ უფრო შორს წაგვიყვანს, უბრალოდ რეალობა ერთია: ეს ყველაფერი საქართველოს ლეგენდად ქცეულ სტუმართმოყვარე და კეთილგანწყობილ იმიჯს მეტად აუფერულებს.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s