უსამართლო სამართალი

ელმინ ისმაილოვი

1355561723_ganja-no-criminalდღეს მწვავედ დგას მარიხუანის დეკრიმინალიზაციის საკითხი. მართალია რამდენიმე წლის წინ არავის თავში არ მოუვიდოდა აზრი, რომ ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანის მიმართ პოლიტიკა არასამართლიანია, დღეს უკვე მოსახლეობის ნაწილმა აზრი შეიცვალა.

ამ მხრივ საზოგადოების აზრი ორად იყოფა, ერთს მიაჩნია რომ ნარკოპოლიტიკა სწორად არეგულირებს ამ საკითხს და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მარიხუანის დეკრიმინალიზაციის დაშვება, მეორე ნაწილი კი ამტკიცებს, რომ ნარკოპოლიტიკა მარიხუანის მიმართ უნდა გადაისინჯოს, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში სანქციები  არაადეკვატურია (მცირე ოდენობით მარიხუანის მოხმარებაზე შესაძლებელია პირს თავისუფლება აღკვეთოს 1 წლით).

ის ნაწილი, რომელიც ამტკიცებს, რომ ნარკოპოლიტიკა სწორად არეგულირებს მარიხუანის მოხმარებას და დაუშვებელია მარიხუანის დეკრიმინალიზაცია ამყარებს თავის მოსაზრებას იმით, რომ მარიხუანის მოხმარება დამღუპველია ორგანიზმისათვის და თუ შეიცვლება პოლიტიკა სახეზე გვექნება არაჯანსაღი მოსახლება.  ასევე მოსახლების ამ ნაწილის აზრით, თუ ნარკოპოლიტიკა დათმობს თავის პოზიციებს თავდაპირველად ნარკომოხმარებლების ზრდა გვექნება სახეზე, შემდგომ პირდაპირ პროპორციულად გაიზრდება სხვა დანაშაულები, რადგან მარიხუანის მოხმარება ხელს შეუწყობს კრიმინალის ზრდას. ამბობენ, რომ საქართველო ისევ დაუბრუნდება ოთხმოცდაათიან წლებს.

მეორე ნაწილი, რომელიც ამტკიცებს, რომ გადასინჯვას საჭიროებს ნარკოპოლიტიკა მარიხუანის მიმართ, იშველიებს იმ არგუმენტს, რომ მარიხუანის მცირე ოდენობით მოხმარება არ იწვევს იმაზე მეტ ზიანს სხეულისათვის, რასაც ალკოჰოლური სასმელები, მაგრამ არავინ არ ითხოვს ალკოჰოლური სასმელების აკრძალვას (ალკოჰოლური სასმელების შემთხვევაში ალბათ დიდ როლს თამაშობს ტრადიციები). მათი აზრით, მარიხუანის დეკრიმინალიზაცია ხელს კი არ შეუწყობს კრიმინალის ზრდას პირიქით, შეამცირებს, მომხრეები ამტკიცებენ, რომ თუ მცირე ოდენობით მარიხუანის მოხმარებისათვის პირს ჩავსვამთ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირთან  ჩვენ პირის რესოციალიზაციას კი არ მივიღებთ, არამედ იქედან გამოსული უფრო მძიმე დანაშაულს ჩაიდენს.

ვინც მარიხუანის დეკრიმინალიზაციას კატეგორიულად ეწინააღმდეგება, გამოდის ოთხმოცდაათიან წლების მაგალითიდან, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ  დროსთან ერთად მოსახლეობის აზროვნებაც იცვლება, შესაბამისად,  დიდი ალბათობით დეკრიმინალიზაცია სავალალო შედეგს არ გამოიწვეს. მეორე მხრივ სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის მიზანი არ არის პირის ფიზიკური და მორალური ტანჯვა, ის მხოლოდ პირის რესოციალიზაციას უწყობს ხელს. რა რესოციალიზაციაზეა საუბარი როდესაც მარიხუანის მოხმარებაზე პირს 1 წელი საპატიმრო დაწესებულებაში უწევს ყოფნა ისეთ დამნაშავეებთან, რომლებმაც ჩაიდინეს მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული . ასევე მინდა ავღნიშნო, რომ მოსახლების ნაწილმა ისიც კი არ იცის ზუსტად რას ნიშნავს დეკრიმინალიზაცია და ხშირად ლეგალიზაციაში ეშლება. დეკრიმინალიზაცია იმას კი არ ნიშნავს, რომ მარიხუანის მოხმარება დასაშვები იქნება, არავინ არაფერს მოიმოქმედებს და ნებისმიერი მომხმარებელი, ნებისმიერ დროს მივა და მაღაზიაში იყიდის მარიხუანას. დეკრიმინალიზაცია იმას ნიშნავს, რომ მარიხუანის მცირე ოდენობით მომხმარებელს არ დაეკისრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, მას დაეკისრება მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმა. შესაბამისად, დამნაშავის დაღი არ დაესმება  მოსახლეობის მხრიდან და რაც მთავარია, მას არ ექნება ნასამართლეობა და ჩვეულებრივად გააგრძელებს  თავის პროფესიულ მოღვაწეობას.

თუ ადამიანი საზოგადოებაზე და მომავალ თაობაზე ზრუნავს პირიქით, დეკრიმინალიზაციის მომხრე უნდა იყოს, ზუსტად საპატიმრო დაწესებულება და ნასამართლეობა ღუპავს პირს და უბიძგებს დანაშაულის ჩადენისკენ. საქართველოს რეალობაში ნასამართლევი პირი ვერ ნახავს სამსახურს, შესაბამისად, ის დანაშაულებრივი გზით დაიწყებს თავის რჩენას. ზუსტად ეს შეუწყობს ხელს კრიმინალის ზრდას და არა დეკრიმინალიზაცია.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s