ფერები-ანუ ღმერთ(ებ)ის სახლი

ავტორი: თეო გურგენიძე

ყველაზე მეტად ომის მეშინია, განსაკუთრებით კი რელიგიური ომის. ასე მგონია ერთმანეთის სულებს აბრძოლებენ ამ ომში და თან ხმამაღლა ყვირიან: „ჩემი სულია მართალიო“. ამიტომაც ამ ნაწერს ვუძღვნი ღმერთს, რომელსაც ალბათ არ ენდომება ომი და ხალხს, რომელიც დაიღალა თეორიებისგან და დადის სასეირნოდ.

15227845_726910977462702_1441998341_n

კათოლიკური ტაძარი

პირველი გაჩერება- კათოლიკური ტაძარი მე ძალიან პატარა და ფერად ქალაქში გავიზარდე, სადაც უამრავი კულტურის გემო და ფერი ტრიალებს, მაგრამ სამწუხაროდ მაინც ავარიდე, ანაც ამარიდებინეს თავი მრავალფერადობის სილამაზეს და კარგა ხანს, მხოლოდ ერთ ძალიან ლამაზ ფერში ვცხოვრობდი.წარმოიდგინეთ, იმდენად გათავისებული მქონდა ეს ფერი, რომ მეგონა მხოლოდ ამ ფერს ჰქონდა არსებობის და სილამაზედ წოდების უფლება. მე მართლა მჯეროდა, რომ ჩემს სახლთან ახლოს მდგარი თეთრი ტაძარი იყო საშიში, რადგანაც ყოველთვის მაფრთხილებდნენ : „იქ ნუ გადაიწერ პირჯვარს, არ შეიძლება”.  მე კი მაინც გამირბოდა ხელები და ოჰ, როგორ მეშინოდა იმის, რომ რაღაც დავაშავე ამით. ეს იყო ადრე, სანამ ჩემში ინტერესის მუხტი შემოვიდოდა და გავბედავდი შევსულიყავი იმ თეთრ,  ჩემთვის ასე საშიშ შენობაში. სიმართლე გითხრათ  პირველად ძალიან შემეშინდა და კარებთან მისული უკან გამოვარდი,შემდეგ გავბედე და დავინახე თითქმის მსგავსი ხატები, მლოცველი ხალხი, ჯვრები და ფრესკები .შემედეგ მივხვდი , რომ ის თითქმოს გავდა ჩემს ფერს და გამიხარდა -აღარ მეშინობა მისი და ჩემ მაკფიო ფერს ოდნავ მსგავსი ფერი შევური, ცოტა შეიცვლა.

somxuri

ფრაგმენტი სომხური ეკლესიიდან

მეორე გაჩერება- სომხური მართმადიდებლური ეკლესია  თუკი თქვენც გაინტერესებთ თეოლოგია აუცილებლად უნდა შეირბინოთ თბილისში სეირნობისას ამ ტაძარში, რადგანაც იქ იპოვით ადამიანს, რომელიც ყოველთვის გესაუბრებათ  თეოლოგიურ საკითებზე და მერწმუნეთ, ეს იქნება საინტერესო, რადგანაც მგონია  არასდროს  გადავა მსჯელობის საზღვრებს და არ გადაიზრდება კამათში.  გარდა ამისა, იქ შესვლა საოცარი ფრესკების გამოც ღირს, ჩემი აზრით ასეთივე ლამაზია ბათუმის ტაძარი, თუმც პატარაა და მხოლოდ რამდენიმე ფრესკით გაგაკვირვებთ. თქვენც თუ სეირნობისას იქნებით ჩემ მსგავსად  აფორიაქებული, აუცილებლად შეირბინეთ  იქაურ სილამაზეში შეგეძლებათ იპოვოთ სიმშვიდე და სიმშვიდის ფერები.

sinagoga

სინაგოგა

გაჩერება მესამე-სინაგოგა სულ დამავიწყდა იმის თქმა, რომ მე ქართული მართმადიდებლური ეკლესიასიის წამრომადგენელი ვარ, ესაა ჩემთის სწორედ ის ლამაზი  ფერი, რომელიც ზევით ვახსენე. ამიტომაც კათოლიკური ტაძარი, სომხური მართმადიდებლური ეკლესია  რატომღაც მეგონა, რომ უფრო ახლო იქნებოდა ჩეთან, ვიდრე სინაგოგაში სტუმრობა და კარგა ხანს ვყოყმანობი. საბედნიეროდ თბილისში კარგ, გამოსაჩენ ადგილას დგას, ამიტომაც მაინც შეიმიტყუა საღამოხანს და ისეთი სასიამოვნოდ გაკვირვებული დამტოვა, რომ კარგა ხანს ვფიქრობდი ამ ვიზიტზე. იქ სულ სხვა სამყარო იშლება, იქაური ტრადიციები განსხვავებული იყო  ჩემთვის. ყველაზე მეტად კი გამაკვირვა იმ ფაქტმა, რომ იქ სწავლობდნენ თორას და ისე დეტალურად არჩევდნენ, მსჯელობდნენ, რომ სიხარულიდან თვალები ამიციცმციმდა. კარგია, როდესაც ასე ცდილობენ იმ მრწამსის შესწავლას, რომელსაც ემსახურებიან ისინი. ამიტომაც თუ თქვენც გაინტერესებთ ყავისფერი, იდუმალი და ჩუმი სამყარო იქვეა და აუცილებლად ესტუმრეთ მას.

%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%a9%e1%83%94%e1%83%97%e1%83%98

მეჩეთი

გაჩერება მეოთხე-მეჩეთი და მაინც ამან შემაშინა და ძლივს შევბანცალდი შიგნით. ჯერ ფეხსაცმელები გავიხადე, შემდეგ ლამაზი ფერადი სამოსი მომარგეს და იმდენი უცხო, საშიში და საყვარელი ფერი შემოიჭრა ერთბაშად, რომ უკან დახევაც ვიფიქრე. ჩემთვის ყველაფერი ახალი იყო და თუ თქვენთვისაც ასეა, მერწმუნეთ მთელ დღეს დაგაკარგვინებთ, ამიტომაც ეცადეთ თვისუფალ დროს შეირბინოთ, რომ კარგად დატკბეთ ყველა დეტალით. და კიდვე, არ შეგაშინოთ იმ ხალხმა, ვინც მისწავლების წყურვილით შეპყრობილს გიპასუხებთ, “ამ კაი გოგო-ბიჭებს იქ რა გესაქმებათ“. უბრალოდ გაუღიმეთ და აუცილებლად შედით.

martlmadidebluri

ქართული მართლმადიდებლური ეკლესია

გაჩერება მეხუთე- ქართული მართმადიდებლური ტაძარი  აუცილებლად შეიარეთ და ეცადეთ ისე შეხედოთ თითქოს არ ცხოვრობთ ამ ქვეყანაში და ისევე უცხოა თქვენთვის ეს შენობა, როგორც ზოგისთვის სხვები.

 გაჩერება მეექვე- თბილისში ცოტა ხანია რაც ჩამოვსახლდი ,ამიტომ სულ ესაა რისი მიგნებაც შევძელი , ვიცი აუცილებლად იქნება შემდეგი სადგურებიც და აღმოჩენებიც და მხოლოდ ჩემზე იქნება დამოკიდებული რომელ ფერს შემოვუშვებ ჩემში და რომელს გავისტუმრებ. მთავარი ხომ ისაა არ გავექცეთ ფერებს და ვეცადოთ დავინახოთ სილამაზე ,რომელიც ასე ახლოსაა ჩვენთან და ასე ვაშორებთ მას. იმედია შევძლებთ სხვა ფერების შეყვრებას და ჩვენი ფერის ლამაზი კუთხით დანახებას მათვის,რადგანაც სიჯიუტის,თვითდაჯერებულობისა და შიშის გამო არ გავხადოთ სამყარო ერთფეროვანი .

 

One thought on “ფერები-ანუ ღმერთ(ებ)ის სახლი

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s