ჩვენ, ვინც სხვებზე ვძალადობთ

15970382_10208157560442679_240967903_nავტორი: ბაჩო შურღაია  

ეს ბლოგპოსტი, წესით და რიგით, სტატისტიკური მონაცემებით უნდა იწყებოდეს. აქ უნდა ეწეროს 2016 წელს ძალადობის რამდენი შემთხვევა დაფიქსირდა.  მკითხველი დაიწყებდა კითხვას, სადღაც შუაში კი თავს მიანებებდა, იფიქრებდა, რა ცუდია, მაგრამ ეს ხომ ისედაც ვიცოდიო.

სწორედ, ამიტომ არ ვაპირებ ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებზე ვისაუბრო, არც რაიმე კვლევას დავეყრდნო, მეტიც, ჩემი დღევანდელი საუბრის თემა არც ის ქალები არიან, ვისზეც ფიზიკურად ძალადობენ და არც ის კაცები, ვინც ნამდვილ მოძალადეებად და ხშირ შემთხევაში მკვლელებად ჩამოყალიბდნენ. ჩემი მთავარი ადრესატები სწორედ ის ხალხია, ვინც ზუსტად იცის რომ ძალადობა უდიდესი ბოროტება და დანაშაულია.

 ჩვენ ვიცით, რომ ადამიანების ცემა, დაშინება, შეურაცხყოფა არ შეიძლება და ერთი შეხედვით არც არავის ვჩაგრავთ, თუმცა გვიფიქრია კი, კიდევ რამდენ რამეს მოიცავს ჩაგვრა? მე ამაზე სულ ცოტა ხნის წინ დავფიქრდი, მხოლოდ მას შემდეგ, რაც დედაჩემი მოულოდნელად ცუდად გახდა და სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა. ჩემი პირველი რეაქცია კი, ნერვიულობისა და წყენის მაგივრად, გაბრაზება იყო, ეს გრძნობა ისე მოულოდნელად და თითქოს ჩემგან დამოუკიდებლად დამემართა, რომ ვიდექი და მთელი არსებით ვბრაზობდი დედაჩემზე.  ვბრაზობდი არა იმის გამო, რომ აქამდე არ მივიდა ექიმთან, არამედ იმიტომ, რომ მოახერხა და ცუდად გახდა. რატომღაც ჩემს წარმოდგენაში დედა რობოტი იყო, რომელსაც ვალდებულება გააჩნდა, რომ ყოველთვის კარგად ყოფილიყო და მისი ცუდად ყოფნა დაუშვებელი იყო. ნამდვილი ჩაგვრაა, როცა ადამიანს ცუდად ყოფნის უფლება არ აქვს, ჩაგვრაა, როდესაც მოითხოვ, რომ ის „არაჩვეულებრივი“ ადამიანი იყოს.  ამ თვალსაზრისით დედები, როგორც წესი ჩაგრულები არიან.

მოძალადეა ყველა მშობელი, ვინც საკუთარი შვილისგან იმაზე მეტს ითხოვს, ვიდრე მას შეუძლია, ან არწმუნებს, რომ იგი ყველაზე ჭკვიანი, ნიჭიერი და ძლიერი ადამიანია.

მოძალადეა ყველა მასწავლებელი, ვინც თვალს ხუჭავს, როცა ხედავს, როგორ ამცირებს რამდენიმე ბავშვი თავის თანატოლს და ამას უბრალო ცელქობას არქმევს.

მოძალადეა ყველა ადამიანი, ვინც ფიქრობს, რომ თუ ქმარი ცოლს უყვირებს ან თავში წამოარტყამს, ეს მხოლოდ ამ ოჯახის საქმეა.

მოძალადეა ეკლესია, რომელსაც შეუძლია არაფრიდან პრობლემა შექმნას და ნამდვილ პრობლემაზე თვალი დახუჭოს.

მოძალადეა სახელმწიფო, რომელიც ყველა რესურსს იყენებს, რათა ყველა მოწყვლადი ჯგუფი კიდევ უფრო დააბეჩავოს.

მოძალადეა ყველა, ვინც ჩაგვრას ხედავს და არ იმჩნევს.

ჩვენ ყველანი მოძალადეები ვართ, სხვადასხვა გაქანების და ხარისხის მოძალადეები…

ამიტომაც ჩვენ ყველამ უნდა ვიკისროთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s