მოლოდინი, ანუ ჯაყო თეიმურაზის გარეშე

%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a1%e1%83%ae%e1%83%95%e1%83%90%e1%83%95%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98 ავტორი: თეონა გველესიანი

 ერთ დღეს X ნომერ ავტობუსით ვიმგზავრე და სრულიად მოულოდნელად საინტერესო შემთხვევის მოწმეც გავხდი. აღმოჩნდა, რომ სწორედ იმ დღეს ერთი გაჩერება უბრალოდ გააუქმეს. მე იმ გაჩერებაზე ჩასვლას არც ვაპირებდი, თუმცა, რა თქმა უნდა მგზავრთა ნაწილი აპირებდა და გაჩერების გაუქმების შესახებ ინფორმირებული არც იყვნენ. მათ ეს მხოლოდ მას შემდეგ გაიგეს, რაც ავტობუსმა გზა გააგრძელა და დაახლოებით რამდენიმე წამში, სავარაუდოდ, მძღოლი და კონტროლიორი უკვე ნანობდნენ, რომ იმ დღეს იმ მარშუტზე მოუწიათ ყოფნამ. დიახ, მგზავრებმა მათ დაუწყეს ჩხუბი. იმ დღეს სავსებით მშვიდად ჩავედი ავტობუსიდან და გამომდინარე მგზავრების რეაქციისა მეგონა, რომ ეს პრობლემა მალე მოგვარდებოდა. რამდენიმე დღის შემდეგ ისევ მომიწია X ნომერ ავტობუსით მგზავრობა და ზუსტად იმავე სიტუაციას წავაწყდი, ოღონდ მძღოლს უკვე მოთმინება აღარ ეყო და მგზავრებს მოუწოდა თუ ეს გაჩერება გჭირდებათ საჭირო უწყებაში განცხადების დაწერაა უბრალოდ საჭიროო და განმარტა, რომ ასეთი საკითხები მისი სურვილისამებრ არ წყდებოდა. ამას მგზავრების მხრიდან კიდევ უფრო დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა და ახლა იმაზე იჩხუბეს თუ რა „ძნელი“ იქნებოდა ერთი განცხადების დაწერა. ამ დღეს კი დავფიქრდი.

 ჩვენ მუდმივად ველით, უბრალოდ არ ვიცით ვის ან რას, როდის, საიდან, როგორ ან რატომ. რატომ გააკეთებს სხვა ჩემს გასაკეთებელს? ამის შესახებ რამდენიმე თეორია ჩამოვუყალიბე საკუთარ თავს. თავიდან ოპტიმიზმს და უკეთესი მომავლის რწმენას დავუკავშირე. შემდგომ გამახსენდა ქართული ეროვნული ფრაზა, რომ ნიჭიერები ვართ, მაგრამ ზარმაცები და სიზარმაცეზე მივიტანე ეჭვი. საბოლოოდ, გამახსენდა დაახლოებით რა პერიოდში გაჩნდა ეს გამოთქმა და მივხვდი, რომ ისევ საბჭოთა გადმონაშთთან მქონდა საქმე. იდეალურ საბჭოთა სახელმწიფოში ხომ სახელმწიფო წყვეტდა რა არის მართალი და რა ტყუილი, რა არის სწორი და რა არასწორი, რა არის დასაშვები და რა -აკრძალული, შენ კი არაფერი არ გეხებოდა, უბრალოდ სახელმწიფოს რწმენა უნდა გქონოდა ღრმად. წლების მანძილზე ამ სისტემის ნაწილი ვიყავით და იქნებ დღესაც ვიმკით ამას?

ამასთან ერთად კიდევ ერთ რამეზე დავფიქრდი, რა მოხდებოდა ცნობილ ქართულ ნაწარმოებში ჯაყოს თეიმურაზი, რომ არ დახვედროდა. ხომ შეიძლებოდა დახვედროდა ვინმე ისეთი, ვინც იბრძოლებდა უსამართლობის წინააღმდეგ, გააკეთებდა ყველაფერს იმისთვის, რომ შეენარჩუნებინა ის, რაც გააჩნდა, თეიმურაზივით ლოდინის რეჟიმში არ იქნებოდა და უსამართლობას სამართლიანობით დაუპირსპირდებოდა. უდავოა, ჯაყო დამარცხდებოდა. ამიტომ დავსვი კითხვა, მოცემულ შემთხვევაში მთავარი პრობლემა ჯაყო იყო თუ თეიმურაზი? მე პასუხად თეიმურაზი მიმაჩნია.

მაჰათმა განდი, ნელსონ მანდელა, ილია ჭავჭავაძე, მარტინ ლუთერ კინგი – ერთი შეხედვით მათ არაფერი აერთიანებთ, თუმცა ყველა მათგანმა მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვიეს საზოგადოებაში. ასეთმა ადამინებმა შექმნეს სამყარო ისეთი, როგორიც ახლა არის და მოგვიტანეს ის ფასეულობები, რომლებზე დაყრდნობითაც ასე მონდომებით ვცდილობთ თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნას. „გახდი ცვლილება, რომელსაც გინდა, რომ სამყაროში ხედავდე“- მაჰათმა განდის ეს სიტყვები, ალბათ, ბევრისთვის გამხდარა მოტივაციის მიზეზი, თუმცა ცვლილებები მუდმივად საჭიროა და მუდმივად განახლებას საჭიროებს. სწორედ ეს გვჭირდება დღეს ჩვენ, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი პრობლემა აუცილებლად უნდა მოვაგვაროთ, მითუმეტეს ,რომ ცვლილების შექმნისთვის დღესდღეობით გაცილებით მეტი შესაძლებლობა და კანონიერი უფლება გვაქვს, ვიდრე ეს ოდესმე ჰქონიათ მოქალაქეებს. ამიტომ თუ დღეს შენ ხარ ბავშვი, რომელიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლია, მიმართე შესაბამის ორგანოს, გადაარჩინე საკუთარი მომავალიც და იზრუნე სხვების მომავალზეც, თუ შენ ხარ ქალი, რომელიც ძალადობას განიცდის, იბრძოლე, განთავისუფლდი და გაათავისუფლე სხვებიც, ან უბრალოდ თუ რამე პრობლემა გაქვს, შემოიკრიბე თანამოაზრეები, იზრუნე, რომ ეს პრობლემა აღარც შენ გქონდეს და აღარც მომავალში არსებობდეს და გახდი ის ცვლილება, რომელსაც ამდენ ხანს ნატრობდი.

საბოლოოდ, მოდით ნუ ვიქნებით თეიმურაზები…

 მაგრამ მე ისევ მგონია, დღეს რომ ისევ ავიდე ავტობუს ნომერ X-ში გაჩერება ისევ გაუქმებული იქნება, ხოლო მგზავრები ისევ მძღოლს წაეჩხუბებიან.

One thought on “ მოლოდინი, ანუ ჯაყო თეიმურაზის გარეშე

  1. ძალიან ნათლადაა პრობლემა დანახული. მწერალს ეტყობა ლოგიკურ-რაციონალური აზრივნების მაღალი დონე, რაც დასაფასებელია დღევანდელობაში. წარმატებები…

    Like

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s