მეტი აქტიური და ინფორმირებული მოქალაქე

optimized-citizen-4ავტორი: ელმინ ისმაილოვი

საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაში ვკითხულობთ : „ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წყობილება,… სამართლებრივი სახელმწიფო,…უზრუნველვყოთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი…“ -ეს ნაწილი არამარტო გამოხატავს ქართველი ერის ნებას, მეტიც ვალდებულებას გვაკისრებს, ხალხის მონაწილეობით, აქტიური ჩართულობით, ინტელექტუალური რესურსით, მონდომებით შევქმნათ ის სახელმწიფო, რომლის ჩამოყალიბება ჩვენი მოვალეობაა ქვეყნისა და ერის წინაშე. სამოქალაქო ჩართულობა ქვეყნის განვითარების პროცესში იძლევა გარანტიას, რომ სახელმწიფო აეწყოს სამოქალაქო საზოგადოების ურყევ პრინციპებზე.

დღევანდელი საზოგადოება არ გამოირჩევა პროცესებში აქტიური მონაწილეობით. ჩვენ გვავიწყდება, რომ კონსტიტუციით მართლაც ხელისუფლების წყაროა ხალხი, თუმცა ამ როლს მოქალაქეთა ნაწილი მხოლოდ არჩევნებზე მისვლითა და სასურველი პოლიტიკური პარტიის ნომრის შემოხაზვით ამოწურავს, შემდეგ უნდობლობას უცხადებს სისტემას, არ ინტერესდება, არ ცდილობს მიიღოს მეტი ინფორმაცია და ხელს იღებს იმ სადავეებიდან, რითაც შეიძლება სახელისუფლებო შტოების საქმიანობის გაკონტროლება. ინფორმაციის  ნაკლებობა ის პრობლემაა, რომელსაც კონფორმისტულ მიდგომამდე მივყავართ, თუ არადა დღესავით ნათელია ის აზრი, რომ ინფორმაცია ძალაუფლებაა. თავისუფალ საზოგადოებაში სამთავრობო ინფორმაცია ხალხს უნდა ეკუთვნოდეს. თავისუფალი საზოგადოების საფუძველთა საფუძველი ინფორმირებული მოქალაქეები არიან. რაც მეტი იცის ხალხმა ხელისუფლების შესახებ, მით უფრო უკეთ იმართება ქვეყანა, ვინაიდან  გახსნილობა კორუფციასთან ბრძოლისა და ხელისუფლების ხალხისადმი ანგარიშვალდებულების საუკეთესო წინაპირობაა. უფლებები მხოლოდ იმდენადაა დაცული, რამდენადაც მათზე მოქალაქეები ზრუნავენ და არა მოხელეები.  ამ შემთხვევაში ხელისუფლის საქმიანობა თავისით ვერ გახდება გამჭვირვალე, თუ არ იარსებებს გახსნილობაზე საზოგადოებრივი შეკვეთა და მოქალაქეთა მზადყოფნა საკუთარი უფლებების დასაცავად.

დღევანდელ საქართველოში მოქალაქეებს, როგორც წესი, არ ესმით საკუთარი სახელმწიფოსი, ხელისუფლების შესახებ ადეკვატური ინფორმაციის უქონლობის პირობებში, საზოგადოება ძველი სტერეოტიპებით ხელმძღვანელობს. აქედან გამომდინარე, სამთავრობო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მნიშვნელობა სახელმწფოებრივი აღმშენებლობის საქმეში დღესავით ნათელი უნდა იყოს. ხალხს და ხელისუფლებას შორის გაუცხოების ტრადიციის დასაძლევად სახელმწიფო საკითხების გადაწყვეტაში საზოგადოება იმაზე ბევრად უფრო ღრმად უნდა ჩავაბათ, ვიდრე ეს  მსოფლიოს ყველაზე უფრო დემოკრატიულ სახელმწიფოებშია მიღებული.

მხოლოდ ხელისუფლების გახსნილობა აღადგენს ხალხის ნდობას სახელმწიფოებრივი ინსიტიტუტებისადმი. მხოლოდ სრული გამჭვირვალების პირობებში გაიფანტება საზოგადოებრივი ეჭვები.  მოქალაქეთა მხარდაჭერისა და გაგების გარეშე ქართული სახელმწიფო არ შედგება.

 

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s