სახელმწიფოსაგან დამოუკიდებლად მოქმედი საზოგადოება

independentავტორი: ანდრია კაკაბაძე

„რაც შეიძლება კარგი გააკეთოს მთავრობამ – ხელი არ შეუშალოს არავის“ – ეს ცოტათი ბუნდოვანი და გრამატიკულად არც თუ ისე მაგართული წინადადება თავისუფალი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ერთ-ერთ კედელზე ამოვიკითხე. იმ მომენტიდან მოყოლებული მთავარ გამოცანად მექცა. რატომ უნდა გამხდარიყო სანატრელი ის, რომ 150 კაცის განსჯისა და ბჭობის შედეგად დაკომპლექტებულ სამთავრობო გუნდს ხელი არ შეეშალა ჩემთვის, ან საერთოდაც რაში აწყობდათ ჩემი, როგორც რიგითი მოქალაქის, შეფერხება? მაგრამ ჩემი ეს ფიქრები მხოლოდ და მხოლოდ თეორიის ნაწილია, ხოლო ქართულ პრაქტიკაში, სამწუხარო რეალობიდან გამომდინარე, ხშირად სანატრელია იმის განხორციელება, რასაც ჩვენივე ერი იდეის დონეზე ეთანხმება და აღიარებს. ამიტომ ხშირად გვიწევს ზეციური მანანის მოლოდინის პოზაში მყოფებს დაველოდოთ თუ როდის გადმოგვაფრქვევს სახელმწიფო მოწყალე მზრუნველობას.

 ის, თუ რატომ არის პრაქტიკულ დონეზე საზოგადოების უმრავლესობისათვის დამოუკიდებლობის, როგორც მდგომარეობისა და სტატუსის გათავისება რთული, მარტივად ჩანს ჩვენსავე ისტორიაში. ჩემი გადმოსახედიდან, ახლა მთავარ ამოცანაა იმ წერტილის პოვნა, სადაც პირველად გაგვიჭირდა დამოუკიდებლობის ტვირთის ზიდვა. ხანგრძლივმა ფორმალურმა თუ არაფორმალურმა მონობამ და დაქვემდებარებულის უღელქვეშ ყოფნამ, ასევე თავად-აზნაურობის, როგორც სტატუსის, შეძენამ და აქტიური სამოქალაქო ცხოვრებიდან აქტიურ უსაქმურობაზე გადასვლამ საბოლოო ჯამში, ადამიანის, როგორც ძუძუმწოვრის, უმნიშვნელოვანესი კუნთის და ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებლის – ტვინის ნაყოფიერების ატროფია გამოიწვია. მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდა გასულ საუკუნეში სოციალური სახელმწიფოს პირობებში, როდესაც საზოგადოებას შეექმნა ღრმა რწმენა, რომ ნეკერჩხლის ფოთოლივით წითლად მოელვარე კრემლის შუქანთებულ ოთახში იჯდა ერთი მაგიური შესაძლებლობის მქონე ადამიანი, რომელიც მთელი პროლეტარიატისათვის სასიკეთოდ იღწვოდა და ღვრიდა ოფლს.

 სიმბიოზური დამოკიდებულება, რომელსაც რეალურად ეს წყობა აჩვევდა ადამიანებს, მისი დანგრევის შემდეგ პარაზიტიზმად და პატერნალიზმის მწვავე ფორმებად გადაიქცა. უფრო მარტივად აღქმადი რომ იყოს, არქიფოს როლში მდგარმა საბჭოთა სახელმწიფომ ქართულ საზოგადოებას ჩაუნერგა განცდა იმისა, რომ მასზე იზრუნებს და უზრუნველყოფს ყოველგვარი საშუალებით, თუკი სანაცვლოდ იგი ცალკეულ დავალებათა შესრულებაზე თანახმა იქნება. მსგავსი ურთიერთდამოკიდებულების ხანგრძლივობამ საზოგადოებაში გააჩნია განცდა, რომ გამუდემებით ასე იქნებოდა (ამ განცდის გაჩენას ხელი დამატებით სხვა ფაქტორებმაც შეუწყო, მაგ: პროპაგანდამ, იდეოლოგიამ და სხვა, მაგრამ ამ ეტაპზე ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია), შესაბამისად 1991 წლიდან, როდესაც ახალდაბადებული სახელმწიფო, სახელად საქართველო, ცდილობდა პირველი ნაბიჯები გადაედგა წარამტებაზე მეტი კრახი იყო.

განვლილი 26 წლის განმავლობაში საზოგადოებამ გამოსცადა, როგორც დაპირისპირებულ მხარეთა ქარცეცხლში გახვეული სოფლები და ქალაქები, ასევე ყოვლისმომცველ სიბნელეში დროებით გაუჩინარებული საქართველო. ხალხის მთავარი ორიენტირი სახელმწიფოსკენ იყო მიმართული. სახელმწიფოსკენ, რომლის შესახებაც ბევრი არც არაფეირ იცოდნენ, ამიტომ ხშირ შემთხვევაში ბრმად უწევდათ მინდობა იმის იმედით, რომ სწორედ ის იყო წყარო მათი კეთილდღეობისა. სწორედ ამგვარმა დამოკიდებულებამ წარმოშვა შემდეგში პატერნალიზმის ის გამძაფრული ფორმები, რომელიც ვახსენე. საზოგადოება სახელმწიფოსგან მოელოდა და დღესაც მოელის დახმარებას თითქმის ყველა საკითხში, მიიჩნევენ რომ არჩევნებზე მიცემული ხმით ისინი მზრუნველს ირჩევენ პარლამენტში. ჩვენ დღესაც ყველაზე მეტად სოციალური სახელმწიფოს მოდელისკენ ვიხრებით, ვიდრე სხვა ნებისმიერისაკენ, რაც გვიმცირებს შესაძლებლობას ვიყოთ დამოუკიდებელნი საკუთარი ქმედებების ორგანიზებისა და განხორციელების ნაწილში.

საბოლოო ჯამში, სახელმწიფოსა და ხალხის ურთიერთობაში, ორიენტირი გადატანილია პირველისაკენ, მის დანიშნულებად უმეტესწილად ხალხზე ზრუნვას ვასახელებთ, უფრო მარტივი შესამჩნევია ეს ყველაფერი საუბრის დროს ვნებითი გვარის სიმრავლის კვალობაზე: „დახმარება დაენიშნა“, „დაზღვევა მოეხსნა“, „ბინა გადაეცა“ და სხვა… ყველა ამ შემთხვევაში ადამიანზე სახელმწიფო მოქმედებს დადებით თუ უაროფით კონტექსტში. ახლა კი გვჭირდება ნელ-ნელა, მყარი ნაბიჯებით დავიწყოთ გამოსვლა საკუთარი კომფორტის ზონიდან, ვიფიქროთ იმაზე, თუ რა მოხდება მაშინ, როდესაც სახელმწიფო შეწყვეტს სოფლის მეურნეობის სუბსიდირებას (და ჩემი ღრმა რწმენით მის გაზულუქებას), მცირე და საშუალო ბიზნესების წახალისებას სხვადასხვა შეღავათების დაწესებით, ამ და სხვა ტიპის ჩართულობის შემცირებით საზოგადოებაც იძულებული გახდება დაიწყოს ფიქრი არა იმაზე, თუ რამდენი დაერიცხება სახელმწიფოსგან თვის ბოლოს, არამედ იმაზე, რამდენის შექმნა შეუძლია თავად ერთი კონკრეტული დღის განმავლობაში. ეს რაღაცით ნაკერების ახსნას ჰგავს, როდესაც ორგანიზმს აძლევ საშუალებას საკუთარი ძალებით შეახორცოს ჭრილობა, თუნდაც ამის შემდეგ უშნო კვალი დატოვოს.

ყველაფერ ამის გააზრების შემდეგ, შემექმნა წარმოდგენა რატომ იყო გადმოცემული აზრი ამგვარი ფორმულირებით – „რაც შეიძლება კარგი გააკეთოს მთავრობამ – ხელი არ შეუშალოს არავის.“ ჩვენ ისევ სახელმწიფოსგან, მთავრობისგან ვითხოვთ რომ თავი დაგვანებოს მოვცეს დამოუკიდებლად არსებობის საშუალება. ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც საზოგადოება ისწავლის დამოუკიდებლად სირბილს და არა სიარულს, ვთვლი რომ ეს წარწერა შემდეგნაირად შეიცვლება: „რაც შეიძლება კარგი გააკეთონ ადამიანებმა – არ მისცენ მთავრობას უფლება ხელი შეუშალოს მათ მიზნების მიღწევაში“.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s