სად არიან შშმ პირები?

wheelchair-shadow-c738e872-c61f-4979-9596-eabd9d7ffca1ავტორი: გიორგი რიჟვაძე

რამდენიმე დღის წინ მეგობარს ვესაუბრებოდი შეზღუდული შესაძლებლობის პირების მდგომარეობაზე საქართველოში და საუბრისას მკითხა კი მაგრამ  რომ მეუბნები 3% შშმ პირია საქართველოში, სად არიან, რომ არ ჩანანო?

ორი წლის წინ ერთ-ერთ პროექტში ვმონაწილეობდი, რომელიც სხვა შეხვედრებისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ შშმ პირთა საკითხების განხილვისას ტრენინგს 10-მდე შშმ პირი დაესწრო, მათ შორის უსინათლოები,  ეტლით მოსარგებლეები და სმენადაქვეითებულები. მახსოვს, გამეცინა, როდესაც ერთ-ერთი მოხუცი უსინათლოს სიტყვებზე, რომ იგი თურმე სავაშს (თურქული სერიალი) უყურებდა და ძალიან მოწონდა სხვადასხვა მსახიობები, ასევე კარგად ერკვეოდა სერიალებსა და კინო ინდუსტრიაში. სმენადაქვეითებულმა კი თქვა, რომ ძალიან უყვარდა ოპერა და ხშირად უსმენდა მარია კალასს. მე მაშინ მხოლოდ თეორიულად ვიცოდი, რომ შშმ პირები სხვადასხვა საშუალებით ადიოდნენ მწვერვალებზე, სმენადაქვეითებულები უსმენდნენ სიმღერებს და უსინათლოები უყურებდნენ სერიალებს. მე ვიცოდი ბეთჰოვენის (სმენადაქვეითებული), ვაჟა-ფშაველას (მცირედმხედველი) და სხვა გამოჩენილი შშმ პირების შესახებ, მაგრამ მე არ მქონდა ურთიერთობა შშმ პირებთან და ვერ ვხდებოდი თუ რა ჭირდებოდათ მათ. მეგონა, რომ მათი მთავარი პრობლემა ინფრასტრუქტურა იყო.  ჩემი სიცილი წლების მანძილზე კარგ გაკვეთილად იქცა, რადგან მივხდი, რომ ამით მეც იმ ადამიანების რიგს ვუერთდებოდი, ვინც არათუ ეხმარებოდა შშმ პირებს, არამედ პირიქით, ხელს ვუწყობდით მაც დაჩაგვრას და კარჩაკეტილობას. მივხდი, რომ მათ ჩვენგან არა შეცოდება, არამედ ჩვეულებრივი ურთიერთობა და მეგობრობა სურთ.

ჩვენ მხოლოდ 3 დეკემბერს ან 14 ივნისს შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს გვახსენდება ისინი, მანამდე კი მათ ვრიყავთ და ვაქცევთ საზოგადოებრივი აზრის თუ ფიზიკური გარემოს ტყვეებად. შშმ პირები არიან ორმხრივად შეზღუდულები, რადგან საზოგადოებასა და მათ შორის არის ცნობიერებისა და ადაპტირების ბარიერი, რომელიც შშმ პირებს უზღუდავს გადაადგილების, ჩართულობის, აქტიურობის და თვითრეალიზების საშუალებას, ამიტომაც ისინი არიან მოქცეულები სტერეოტიპებისა და მცდარი სოციალური შეხედულების ჩარჩოებში.

შეიძლება ვინმეს მართლა ჰგონია, რომ რადგან ქუჩაში ეტლით მოსარგებლე ან უსინათლო, ან სხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი არ ხვდება, ისინი არ არსებობენ. არადა, ყველა ქვეყანაში დაახლოებით ერთნაირი სტატისტიკაა. ხოლო ისეთ ქვეყნებში, რომლებმაც ომი გამოიარა, ეს სტატისტიკა კიდე უფრო მაღალია.

სად არიან შშმ პირები, მეგობრებო, და ოთახებში, სახლებში, რადგან ჩვენ გამოვკეტეთ იქ და იმის ნაცვლად, რომ ბუნებრივად ვახდენდეთ მათ სოციალიზაციას,  პირიქით, ჩვენ ხელოვნურად ვცდილობთ ოთხი კედლიდან გამოყვანას და ის კი ვერ გაგვიაზრებია, რომ ადამიანი უნდა შევიყვაროთ არა ფონდების მხარდაჭერით, ნაკისრი ვალდებულებებით, ამერიკა-ევროპის მაგალითებით, პროექტების ფარგლებით, არამედ ისინი უნდა გვიყვარდეს ისეთები, როგორებიც არიან ობიექტურ რეალობაში.

2 thoughts on “სად არიან შშმ პირები?

  1. Pingback: სად არიან შშმ პირები? – გიორგი რიჟვაძის ბლოგი

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s