აღზრდამ რა ჰქმნა

 7.jpgავტორი: მარიამ გაბრიჩიძე

ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული პრობლემები რომ გვაქვს, ეს ახალი არ არის. ბავშვები იზრდებიან სტერეოტიპულ გარემოში, გარემოში, სადაც  მათი აზროვნებ განსაზღვრულ ჩარჩოებში ექცევა.

ბიჭ ბავშვებს ყოველთვის ზრდიან ოჯახის ბურჯებად, გოგონებს– მორჩილებად. ბავშვებს არ უსმენენ…არ უსმენენ მაშინაც,  როცა ისინი ტირიან, კივიან, მაგრამ მშობლები მათგან მხოლოდ სიჩუმეს ითხოვენ.

ბავშვებს აშინებენ, ემუქრებიან რომ თუ არ დაიძინებს, ‘’გუდიანი კაცი’’მოვა და სადღაც მოიტაცებს.

ბავშვებს აძალებენ საჭმლის ბოლომდე ჭამას, რომ კარგი ოჯახი ჰყავდეთ. ბიჭებს უნერგავენ, რომ ცოლი მოიყვანოს, გოგონებს– რომ გათხოვდნენ. ბავშვებს გულს სწყვეტენ, როცა სამსახურიდან დაბრუნებული მშობლები დაღლილები არიან და არ სცალიათ, ან ეზარებათ მათთან თამაში.

ბავშვებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყოველთვის კალთაში ისვამენ, რომ უცხო დეიდა ან ბიძია არ შეაწუხოს. ბავშვებს ამავე საზოგადოებრივ ტრანსპორტში უღრენენ, თუკი ის თავისთვის ლაპარაკობს, თამაშობს ან მღერის.

ბავშვისთვის პასუხისმგებლობა იზრდება, როცა სკოლაში შედის.  მას ყოველთვის ადარებენ მის მეგობარ კლასელს, რომელიც კარგად სწავლობს. მშობლები აძალებენ, რომ ისეთი იყოს, როგორიც მათ უნდათ და არა ისეთი, როგორიც თავად ბავშვს უნდა. ბავშვებს ეჩხუბებიან, თუ საკონტროლოში დაბალი ქულა აიღო, მაგრამ თუკი მისმა ფრიადოსანმა კლასელმაც იგივე ქულა აიღო, რომელსაც ადარებენ, მაშინ ამბობენ, რომ ის კლასელი მათი „მეტრი’’ არ არის.

ბავშვებს ეუბნებიან, რომ უყვარდეს სამშობლო და მათ თვალწინ აგდებენ ქუჩაში ნაგავს, არღვევენ საგზაო წესებს. ბავშვებს უნერგავენ სტერეოტიპულ აზროვნებას. ბიჭებს ეუბნებიან, რომ სწავლა არ სჭირდებათ, ისედაც გამოსდით მათემატიკა. მათემატიკას ვინც კარგად სწავლობს, იმ გოგოსთვის კომპლიმენტი ასეთია – ’’ყოჩაღ დეე, როგორი ბიჭის ტვინი გააქვს’’. ბიჭებზე ამბობენ ‘’ზარმაცია, მაგრამ ნიჭიერია და აუცილებლად ჩააბარებს’’.

მშობლები ცდილობენ, ბავშვები გახადონ ისეთები,როგორებიც თვითონ ვერ იყვნენ.მშობლები ცდილობენ, თავიანთი აუხდენელი ოცნებები აახდენინონ ბავშვებს, ის ოცნებები, რომლებზეც ეს ბავშვები არ ოცნებობენ. მშობლები უჩიჩინებენ ბავშვებს, რომ აქ ჩააბარონ და ამ ფაკულტეტზე, რადგან პერსპექტივა აქვს, რადგან ლამზირას გოგო იქ მუშაობს და ჩვენი ნათესავი ვახტანგი აუცილებლად გააკეთებს რამეს, რომ მუშაობა დაიწყონ. არ ეუბნებიან რომ თავად უნდა გახდეს კონკურენტუნარიანი და საჭირო კადრი.

ბავშვებს არ უყურებენ, როგორც თანასწორს. ბავშვის კითხვებს ყოველთვის ერიდებიან, ყოველთვის აძლევენ დირექტივებს, რომ ის არ გააკეთოს, ის შავია, ის თეთრია და ასე მოქცევა არ შეიძლება. თავიდანვე საყვედურობენ „რას იტყვის ხალხი მერე’’. ბავშვები ვერ კმაყოფილდებიან თეორიით, უშვებენ შეცდომას და ამ შეცდომის გამო ისჯებიან. როცა სასრიალოდან ჩამოვარდებიან და ფეხს იტკენენ, ხშირად იღებენ მშობლების გულის წყრომას და ისმენენ ფრაზას „აი, ხომ გითხარი’’.

ამ ყველაფრის შემდეგ, მაინც ამბობენ, რომ მთავარია ბავშვებს ჰქონდეთ კარგი მომავალი. ხო, ბავშვებს უტოვებენ გაურკვეველ მომავალს. ბავშვების მომავლისთვის ცხოვრობენ, და არა თავიანთი თავებისთვის. ბავშვებს უტოვებენ გამოასწორონ ის შეცდომები, რაც დაუშვეს თავის დროზე. ბავშვებს უტოვებენ ქვეყანას, რომლის სიყვარულს მხატვრულად გადმოსცემენ, მაგრამ ძირითადად ამ სიყვარულს ვერ ანახებენ.

იზრდებიან ბავშვები…ხდებიან მოზრდილები, გავა დრო და მათაც ეყოლებათ ბავშვები და ზუსტად ისევე მოექცევიან, როგორც თავად ექცეოდნენ მშობლები.ზუსტად ისე ვერ მოიცლიან შვილებისთვის, როგორც თავიანთი მშობლები ვერ იცლიდნენ. ზუსტად ისე შეადარებენ თავის კლასელს, როგორც თავის დროზე, როცა თავად ადარებდნენ ვიღაცას.

იზრდებიან ბავშვები, ყალიბდებიან და სტერეოტიპები არ ქრება.

სტერეოტიპები ისევ ნარჩუნდება. ის მყარად ილექება მათს ტვინებში, გულებში,ინსტიქტებში და მერე გვიკვირს, რატომ არის ისევ ისე ჩვენი ქვეყნის ბედი ჩვენი შვილების თუ ჩვენი შვილიშვილების ხელში. რატომ ვერ მივიწევთ წინ და რატომ კვლავაც „განვითარებადი“ ქვეყანა.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s