პრეზიდენტი სტუდენტებს შეხვდა

3ავტორი: მარიამ გაბრიჩიძე

12 აპრილს საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი კამპანია “კონსტიტუცია ყველასიას’’ ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შეხვდა. პრეზიდენტმა საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით დისკუსია გამართა. შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ პრეზდენტისთვის კითხვები დაესვათ.

მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სამოქალაქო ჩართულობა, პოზიციების დაფიქსირება აქტიურად, რადგან დემოკრატიისთვის ეს უმნიშვნელოვანესია. გიორგი მარგველაშვილმა ასევე ისაუბრა პრეზიდენტის არჩევის წესზე.  შეხვედრისას მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს მაჟორიტარულიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. საკონსტიტუციო კომისიის ინიციატივაზე, რომ კონსტიტუციაში ჩაიწეროს ოჯახის დეფინიცია როგორც ქალისა და კაცის ერთობა, თქვა, რომ ის მზადაა მოისმინოს არგუმენტები, იმაზე, რომ ის, რაც არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსში განსაზღვრული, ჩასაწერია კონსტიტუციაში. პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანია, ერი იყოს ტოლერანტული და არ განასხვავოს დანარჩენები არც  სექსუალური იდენტობის, ეთნიკური ნიშნის, რელიგიური თუ პოლიტიკური შეხედულებების გამო.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s