უსამართლო სამართალი

ავტორი: მირანდა ცეცხლაძე

ზუსტად 8 წლის წინ მამაჩემი დაიჭირეს თაღლითობის მუხლით. ზუსტად 8 წლის წინ დავფიქრდი, რა უსამართლოა სამართალი, რომელიც უნდა გვიცავდეს, რადგან უდანაშაულო მამაჩემი 6 წლით გამოკეტეს ციხეში, მაგრამ დღეს მე იმ უსამართლობაზე მინდა გესაუბროთ, როცა ნარკოდამნაშავე 8 წლით ისჯება, ხოლო 6 ადამიანის მკვლელი 9-ით.

ლევან როსტოშვილის და ლაშა კურტანიძის საქმე- 2016 წლის 2 მაისს თბილისში ლევან როსტოშვილი და ლაშა კურტანიძე დაიჭირეს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავსუფლების აღკვეთით.

ტელეწამყვან ლევან როსტოშვილს ნარკოტიკული საშუალება MDMA-ის უკანონო შეძენა- შენახვისთვის 8 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, ხოლო მსახიობ ლაშა კურტანიძეს – 5 წელი.

ტარიელ ჯამალაშვილის საქმე-  ბრალდების მხარის მტკიცებით 2016 წლის 11 თებერვალს ბაკურციხიდან თბილისის მიმართულებით მოძრავ ფორდ-ტრანზიტის მარკის ავტომობილს მთვრალ მდგომარეობაში მყოფი, მართვის უფლების არ მქონე ტარიელ ჯამალაშვილი მართავდა, მან ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, გადავიდა საპირისპირო მოძრაობის ზოლში და ოპელ-ვექტრას მარკის ავტომობილს შეეჯახა. შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანებებით 6 მგზავრი გარდაიცვალა.

თელავის რაიონულმა სასამართლომ მთვრალ მდგომარეობაში ჩადენილი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაში, რამაც 6 ადამიანი იმსხვერპლა, ტარიელ ჯამალაშვილი დამნაშავედ სცნო და მას სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მასვე 2 წლით ჩამოერთვა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

MDMA, იგივე ექსტაზი, კლუბურ ნარკოტიკებს მიეკუთვნება. MDMA-ს რეგულარული მოხმარება იწვევს ფსიქიკურ დამოკიდებულებას, დეპრესიას, ფიზიკურ და ნერვულ გამოფიტვას, ნერვული სისტემის დაზიანებას, შინაგანი ორგანოების დისტროფიას. ჭარბი აღგზნების გამო მოსალოდნელია ორგანიზმის გადახურება, ღვიძლისა და გულ-სისძარღვთა მწვავე უკმარისობა და სიკვდილი. აქედან გამომდინარე ექსტაზის მიღების დროს ადამიანი მხოლოდ საკუთარ თავს უქმნის  პრობლემას, არ ხდება აგრესიული და არ ვნებს გარშემომყოფებს, ანუ კონკრეტული სიამოვნებისთვის საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 8-დან 20 წლამდე.

ორგანიზმში მოხვედრისასა საკვებისგან განსხვავებით ალკოჰოლს არ სჭირდება მონელება. იგი შეიწოვება სისხლში, რისი საშუალებითაც გადაეცემა მთელ ორგანიზმს და აფერხებს უჯრედებში პროცესების აქტიურობას. სპირტიანი სასმელის მცირე დოზაც კი იწვევს ტვინის მუშაობის შესუსტებას, ყურადღების გაფანტვას და აგრესიულობას. მიუხედავად იმისა, რომ მთვრალ მდგომარეობაში მანქანის მართვით ადამიანები არა მხოლოდ საკუთარ, არამედ სხვების სიცოცხლეს უქმნიან საფრთხეს, კანონმდებლობით მაქსიმალური სასჯელი  12 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა.

ჩვენს შემთხვევაში პიროვნება, რომლის დაუდევრობამაც 6 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა დაისჯება 9 წლით.   თითოეული ადამიანის სიცოცხლის მოსპობა დაახლოებით წელიწადნახევრიან პატიმრობას უდრის.

ალბათ, ის გვაქვს გასარკვევი, ვინ უფრო სამაგალითოდ დასასჯელია, ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს ვნებს, თუ ის, ვინც სხვების სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს.geostat

2 thoughts on “უსამართლო სამართალი

  1. სტატიიაში დასმული პრობლემა, მართლაც აქტუალურია. ჯანსაღი ცხოვრების წესისადმი ჩემი უალტერნატივო დამოკიდებულების მიუხედავად არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ: სისხლის სამართლის მოქმედი კოდექსი, მართლაც გადასახედი და შესაცვლელია.

    Like

  2. გეთანხმებით, მართლაც დაფიქრებას მოითხოვს აქ წამოჭრილი პრობლემა. სასჯელი დანაშაულის ადეკვატური უნდა იყოს.

    Like

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s