გარევაჭრობა, პრობლემა და რეალობა

IMG_4196-Resizedავტორი: გვანცა ფორჩხიძე

შეუძლებელია დავასახელოთ ისტორიული პერიოდი, რომელიც რაიმე მნიშვნელოვან ეპოქასთან არ არის კავშირში. ის, რაც ადრე აუცილებელი, თანამედროვე იყო და დროის მოთხოვნილებებს შეესაბამებოდა მაგ: ასტროლოგია, რიტორიკა, გამოქვაბულის მხატვრობა დღეს დავიწყებას მიეცა. თუმცა, 19-ე საუკუნის ბოლოსა და 20-ე საუკუნის დასაწყისში კაცობრიობის ისტორიაში ახალი ფურცლის წერა დაიწყო. ეს არის პერიოდი, როცა დუალურ სისტემად დაიყო მსოფლიო. ვიბრძვით ან კაპიტალიზმისთვის, ან სოციალური იდეოლოგიისთვის. ამ არეალში მოექცა საქართველო და თითქმის 70 წლის განმავლობაში იცვლებოდა კომუნიზმის, როგორც იდეის შინაგანი ვალდებულებების ძალით. საქართველოში ერთმანეთს ებრძოდა ,,ეროვნული სხეული ანუ მიწა’’ და ჩრდილოელი მეგობარი, ,,ეროვნული სული ანუ სარწმუნეობა’’ და სოციალისტური იდეოლოგია და ,,ეროვნული სუნთქვა  ანუ ენა’’ და საბჭოთა კავშირი სოციალისტური იდეოლოგიითურთ.

 ამ დუალური სისტემის შედეგი ის იყო, რომ თანასწორობის პრინციპზე დაყრდნობით უნდა ჰქონოდა ყველას თანაბარი შემოსავალი. ეს ეკონომიკური პრინციპი გახდა ერთ-ერთი წარმმართველი სოციალისტური იდეოლოგიისა. საზოგადოებას თითქმის ერთი საუკუნე დასჭირდა იმისთვის, რომ იგი ამ ფაქტს შეგუებოდა. ადამიანები იდეოლოგიის მესვეურების მხრიდან მაქსიმალურ ზეწოლას განიცდიდნენ და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ან ქონების კონფისკაციას ახდენდნენ ან აპატიმრებდნენ, ასახლებდნენ ან კიდევ დახვრეტას უსჯიდნენ.

რა ვითარებაა დღეს? დღეს საქართველოს ხელისუფლებაც ანალოგიურად მოითხოვს რაც შეიძლება სწრაფად შეისისლხორცოს ახალი იდეოლოგიის ნიშან-თვისებები, რაც კაპიტალისტური ცხოვრების წესის დამკვიდრებაში გამოიხატება. საქმე იმაშია, რომ მას შემდეგ, რაც სოციალისტური მატარებლის უკანასკნელმა ვაგონმა ჩაიარა, ყველას შეექმნა ილუზია, რომ ამ ფაქტით სოციალიზმი და მასთან დაკავშირებული ყველა საქმიანობა, თუ მოვლენა დავიწყებას მიეცემოდა, თუმცა სახელმწიფოებში, რომლებმაც სოციალიზმი იგემეს დღესაც შეიძლება მოიძებნოს ამ იდეოლოგიის გადმონაშთი, მათ შორის გამონაკლისი არც საქართველოა. ამის შემჩნევა ადვილია, თუკი ჩვენს ყურადღებას ეკონომიკურ მხარეზე გავამახვილებთ. კაპიტალიზმი ნელ-ნელა იკრებდა ძალებს, რამაც დროთა განმავლობაში მსხვილი ორგანიზაციების რიცხვის ზრდას შეუწყო ხელი, ხოლო როდესაც სახელმწიფომ სხვა ევროპული კაპიტალისტური ქვეყნების მსგავსად, საქართველოს გაძლიერება დაისახა მიზნად აღმოაჩინა, რომ კაპიტალიზმი დამახინჯებული მიმართულებით განვითარდა. ეს იმიტომ, რომ (როგორც ზემოთ აღინიშნა) სოციალისტურ იდეოლოგიაში გამოწვრთნილი მოსახლეობა და გაღარიბებული ბიუჯეტი ამისთვის მზად არ აღმოჩნდა.

ამ არგუმენტის გასამყარებლად, რომ გარევაჭრობა ჩვენს ხელისუფლებას მემკვიდრეობით ერგო და კაპიტალიზმი სწორი გზით ვერ განვითარდა გარევაჭრობასთან დაკავშირებული პრობლემების დასახელებაც კმარა.  ერთი მხრივ გარევაჭრობა ამ საქმით დაკავებული ადამიანთათვის ხელსაყრელია, რადგან ისედაც დაბალი შემოსავლების მქონე ადამიანებს, საკუთარი ადგილისთვის მინიმალური თანხის გადახდა  უწევთ, ან საერთოდ არ იხდიან. მეორე მხრივ, საფრთხის წინაშე დგება მოსახლეობა, რადგან გარევაჭრობის ადგილებში ანტისანიტარიის, ხალხმრავლობის გამო და ასევე ცენტრალური ქუჩების იერსახის დამახინჯების გამო მისი შეზღუდვა აუცილებელ ფაქტორად რჩება ხელისუფლებისთვის.  იმისთვის, რომ სახელმწიფო საბოლოოდ გათავისუფლებულიყო  გარემოვაჭრეობისგან დაიწყო მისი აღკვეთა. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობაში შესაბამისი ჩანაწერი ჯერ კიდევ 2006 წელს გაჩნდა, სახელმწიფომ ამ პრობლემის მოგვარება მაინც ვერ მოახერხა

მიმაჩნია რომ  ამ პრობლემის გადაწყვეტა დროის საკითხია. ევროპის ქვეყნებშიც: გერმანია, საფრანგეთი, შვედეთი, ავსტრია და ა.შ ეტაპობრივად განხორციელდა კაპიტალისტური სისტემის აღმასვლა და რადგან საქართველოც ევროპისკენ მიმავალ გზას ადგას, სწორედ ამ საფეხურებს გადის .

 

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s