ბიოლოგიური ვნებიდან სოციალურ ვნებამდე

the creation of adamავტორი: ლაღუნდარიძე მარიამ

„ხალხს მხოლოდ იმის ნახვა რომ სურდეს,რაც ესმის, თეატრის ნაცვლად აბანოში წავიდოდა“

ბერტოლტ ბრეხტი

როდესაც თეატრის თემაზე სერიოზული მსჯელობისას ლექტორმა სტუდენტებს შეკითხვა დაგვისვა, რატომ არ დადის ქართველი მაყურებელი თეატრში, ვიღაცამ დაუფიქრებლად,  ხუმრობით წამოიყვირა-„იმიტომ, რომ გვშიაო“. სწორედ ეს ქვეცნობიერიდან მოულოდნელად წამოსროლილი სიტყვები აჩვენებს ერთ-ერთ ზედაპირულ მიზეზს იმისა, თუ რატომ რჩება ქართულ თეატრებში დიდი რაოდენობით თავისუფალი ადგილები ადამიანებისთვის.  გარდა ამ ძირეული პრობლემისა მოცემულობას კიდევ უამრავი კომპლექსური მიზეზი განაპირობებს, როგორებიცაა სტერეოტიპული წარმოდგენები, მულტიმედიური სივრცე, არასწორი მარკეტინგული პოლიტიკა და სხვ.

თითოეული მიზეზის განხილვის შედეგად, აღმოვაჩენთ, რომ ეს უკანასკნელი არც ისე რთულად  მოგვარებადი და ხელოვნურად გამწვავებული პრობლემაა, მაგლითისათვის ავიღოთ, დასაწყისში ხსენებული მატერიალური კრიზისი: საზოგადოების უმრავლესობა თეატრში მიუსვლელობის მიზეზად სწორედ მატერიალურ სიდუხჭირეს ასახელებს, მაგრამ ამის პარალელურად, ე.წ. კულტურულ  „ივენთებზე“, რომლებზე შესვლაც ბევრად უფრო ძვირია, ვიდრე სპექტაკლზე დასწრება, მუდმივი ხალხმრავლობაა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქართულ თეატრებში მოქმედებს სპეციალური ფასდაკლებები(მაგალითად: სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ თეატრალურ ფაკულტეტზე შეუძლიათ სპექტაკლების  სრულიად უფასოდ, ხოლო ზოგადად სტუდენტებს-ნახევარ ფასად ნახვა), რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია ბილეთის ყიდვა მისაღებ ფასად. გამომდინარე აქიდან, იმის თქმა, რომ მაყურებელს თეატრში სიარულისათვის  მატერიალური საშუალება არ აქვს აზრსაა მოკლებული.

სწორედ ამ პრობლემას განიხილავს ილია თეატრზე მსჯელობისას, თვლის, რომ თეატრსა და მაყურებელს შორის ურთიერთობის შემაფერხებელი ძალა ყოველთვის იყო ეკონომიკური სიდუხჭირე, მაგრამ ამ შემთხვევაში გასაკრიტიკებელია საზოგადოების არა ღარიბი, არამედ „კუჭმაძღარი“ ნაწილი, რომლებიც „გართობისათვის“ სხვა, საეჭვო ალტერნატივებს დაეძებენ(„შინაური მიმოხილვის“ რუბრიკა.1881წ.).

რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ არსებულ პრობლემების ხელოვნურობასა თუ რეალურობაზე, შედეგი ერთია, დღეს ქართულ საზოგადეობასა და თეატრს შორის ურთიერთობა არ არსებობს.

თეატრალური კლვევის ცენტრის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ქართველი მოსახლეობის მხოლოდ 1/7 ანუ დაახლოებით 14% დადის სპექტაკლებზე, რაც  მსუბუქად რომ ვთქვათ, არ არის კარგი მაჩვენებელი.  ეს ყველაფერი კომპლექსური მიზეზებითაა გამოწვეული თუმცა მთავარი მაინც ისაა თუ რატომ უნდა ვიაროთ თეატრში.

ამ კითხვაზე პასუხი მარტივია: თეატრი არსებობს მაყურებლისათვის – ეს აქსიომაა, რომელზეც არავინ დაობს და, შესაბამისად თითოეული სპექტაკლის მიზანი ნებისმიერი სოციალური წრისა თუ მსოფლმხედველეობის მქონე მაყურებელში კათარზისის გამოწვევაა. თეატრალურ კათარზისში იგულისხმება, ინდივიდში ძლიერი ემოციის აღძვრა, რის გარეშეც სპექტაკლს თავისი დანიშნულება ეკარგება. უფრო კონკრეტულად რომ განვიხილოთ, თეატრი იმით იწვევს მაყურებლის კათარზისს, რომ მას საკუთარ ვნებებს ავიწყებინებს. მაყურებელისთვის, რომელიც სცენაზე გმირის სულიერ გარდაქმნებს უყურებს, სწორედ ეს ვნებები ხდება ხელშესახები, გამომდინარე აქიდან, უკანა პლანზე იწევს პირადი „მე“.

მაყურებელი, მაღლდება საკუთარ ემპირიულ და კერძო  „მეობაზე“, იგი ერთვის ზოგად ადამიანობას, კაცობრიობას.  ანუ თეატრის განუსაზღვრელი დანიშნულება იკვეთება იმ მოვლენაში, რასაც ეწოდება ბიოლოგიური ვნების სოციალურ ვნებად გარდაქმნა- პრაქტიკული ინტერესებიდან ზოგადსაკაცობრიო ინტერესებისკენ სწრაფვა.

ეს განხილვა ქართულ საზოგადოებას რომ მოვარგოთ, ყველასათვის ნათელი აღმოჩნდება რამდენად სასარგებლო იქნება კულტურული თუ სოციალური ფონის გასაუმჯობესებლად თეატრში მაყურებლის რაოდენობის ზრდა. მით უმეტეს, თუ გავითვალისიწნებთ იმ ფაქტს, რომ ქართულ თეატრებში დადგმული სპექტაკლების უმრავლესობა ერგება თანადროულ პრობლემებს და თანამედროვე სცენარისტების მიზანს სწორედ არსებული კონტექსტის აღქმა და გააზრება წარმოადგენს. ვფიქრობ, არ უნდა იყოს სადავო ის ფაქტი, რომ ყოველი  მაყურებელი, რომელიც თეატრიდან სრულიად ახალი ადამიანი გამოდის ანუ საკუთარი პრაქტიკული მეობის წრიდან დაღწეული იწყებს ახალ საგნებზე ფიქრს, გამუჯობესებული საზოგადოების წარმოქმნის გარანტიაა.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s