თავისუფლება ყველასია

ავტორი: გვანცა ფორჩხიძე             

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ისევ რთულ პირობებში უხდებათ ცხოვრება რელიგიური, ეთნიკური, თუ სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს. ამის ნათელი მაგალითი ის დაპირისპირება თუ შევიწროებაა, რომელსაც უმცირესობები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, უნივერსიტეტებში, სკოლებში, სამუშაო სივრცეში აწყდებიან.  ამ მხრივ მნიშვნელოვან პრობლემაა ჰომოფობია საქართველოში. თუკი  ამ თემის წინაისტორიას გადავავლებთ თვალს დავინახავთ შემდეგ მნიშვნელოვან ფაქტებს:

17 მაისს პირველი აქცია თბილისში 2011 წელს გაიმართა და საზოგადოების მხრიდან მძაფრი რეაქცია გამოიწვია. შემდგომ ეტაპზე, 2013 წლის 17 მაისს ჰომოფიბიის წინააღმდეგ გამართულმა მსვლელობამ კიდევ უფრო აგრესიული სახე მიიღო და ჰომოფობი ადამიანები და  აქციის მონაწილეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ჰომოსექსუალებისადმი ნეგატიურად განწყობილ საზოგადოებას მხარს უჭერდნენ ასევე სასულიერო პირები. ეკლესიის მხრიდან სექსუალური უმცირესობების წინააღმდეგ  მიმართულ ღონისძიება იყო 2014 წელს საპატრიარქოს მიერ 17 მაისის ოჯახის სიმტკიცის დაცვის დღედ გამოცხადება.

 არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობის“ დირექტორი ლევან ბერიანიძე “ლიბცენტრთან” ინტერვიუში ამბობს,  რომ 17 მაისი ეკლესიამ სიწმიდის დღედ გამოაცხადა , თითქოს ლჯბტ ადამიანები უწმინდურები ყოფილიყვნენ: ,,იმის მაგივრად, რომ უმაღლესმა სასულიერო პირებმა დაგმონ ძალადობა, იყვნენ ჩაგრულების მხარეს და საზოგადოებას მოუწოდონ სიყვარულისა და სიკეთისკენ, სამწუხაროდ, ისინი გვევლინებიან ძალადობის მომწოდებლებად მაგალითად 2014-15 წლებში მწვავედ იყო ქალთა მიმართ ძალადიბის პრობლემა, დაახლოებით 15 ქალი გარდაიცვალა და თუ ეკლესია აღნიშნავს ოჯახის სიწმინდის დაცვის დღეს ერთხელ მაინც გამოსულიყო და ესაუბრა რომ ეს მკვლელობა იყო საშინელი დანაშული, ცოდვა , მაინც მთავარი აქცენტი იყო გაკეთებული ლჯბტ ადამიანების გარყვნილებაზე.’’

კიდევ ერთი გამოვლინება იმისა, რომ ჰომოსექსუალები დისკრიმინაციის ქვეშ არიან, იყო  კაცებს შორის სექსუალური კავშირის სისხლის დონორობის შემზღუდველ ფაქტორად გამოცხადება. აღნიშნულ ფაქტს გამოხმაურება მოჰყვა ჰომოსექსუალი ადამიანების  მხრიდან და მათ ეს ნორმა გაასაჩივრეს. საინტერესოა მომავალში კიდევ დისკრიმინაციის რა ფორმას გამოიყენებს ხელისუფლება, საზოგადოება სექსუალური უმცირესობების მიმართ, რომლებიც დღეს მარგინალიზებულები არიან და არ შეუძლიათ თავისუფლად საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას დაძაბულობის გარეშე გადაადგილდებოდნენ, სამუშაო ადგილები ჰქონდეთ, იყვნენ ისეთები, როგორებადაც  თავს აღიქვამენ.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჰომოსექსუალიზმი დაავადებათა ნუსხიდან ამოიღო, ლგბტ თემის წარმომადგენლებს ბევრი ისევ დაავადებულ პირებად აღიქვამს და არ აქვთ გათვითცნობიერებული , რომ ჯერ კიდევ 18-ე, 19-ე საუკუნეში ხდებოდა ჰომოსექსუალ ადამიანებზე დაკვირვებები და თითქმის რამდენიმე საუკუნოვანი სამეცნიერო გამოკვლევის შედეგად მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ჰომოსექსუალიზმი დაავადება არ არის. ის ექსპერიმენტები, რომლებიც  ჰომოსექსუალი ადამიანების მიმართ ტარდებოდა ერთ- ერთ არაეთიკურ ფსიქოლოგიურ ექსპერიმენტებად ითვლებოდა მაგ:

 ,,გეებს სვამდნენ სკამზე და ანახებდნენ შიშველი მამაკაცის სურათს. თუკი მასზე რეაქცია ექნებოდათ, იყენებდნენ ელექტროშოკს. და ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ ფსიქოლოგიური შიშის გამო რეაქცია არ განულდებოდა’’.

რა შეიძლება გაკეთდეს მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად? პირველ რიგში ადამიანებმა უნდა დაუშვან ის ფაქტი, რომ ჰომოსექსუალიზმი დაავადება არ არის, რომ ამ თემის წევრები ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომელთაც როგორც ყველა სხვას, აქვთ დაბადებიდან კონსტიტუციით მინიჭებული უფლებები იყვნენ თავისუფალნი, ხელშეუხებელნი და ჰქონდეთ საკუთარი პოტენციალის გამოვლინების შესაძლებლობა. ადამიანები უფრო  ტოლერანტულები უნდა გახდნენ და  საკუთარი თავი წარმოიდგინონ მათ ადგილას. როდესაც არ გაქვს უფლება იყო ის ვინც ხარ, გიყვარდეს ის ვინც მოგწონს.

დღეს ჰომოსექსუალური ცხოვრებით ცხოვრება ნიშნავს ოჯახის წევრების სიყვარულზე, ბედნიერებაზე, სამუშაო გარემოზე, დიდ სამეგობრო წრესა და უსაფრთხო არსებობაზე უარის თქმას. როგორი იქნებოდა თქვენი რეაქცია, რომ ცხოვრობდეთ საზოგადოებაში, სადაც პირიქით  მამაკაცის მამაკაცთან კავშირი, ან ქალის ქალთან კავშირი აღიარებული იქნებოდა საყოველთაო ნორმად და როგორც კი შეგამჩნევდნენ, რომ თქვენ (ქალს) მოგწონთ კაცი გაგრიყავდნენ, რადგან ამით საზოგადოების მხრიდან მიღებულ კანონებს დაარღვევდით. რა თქმა უნდა, ადამიანების ჩაქოლვა იმიტომ რომ ისინი ჩვენ მიერ შექმნილ ჩარჩოებში არ სხდებიან, უდიდესი შეცდომაა, სხვას არაფერს აკეთებდა  ადოლფ ჰიტლერი (FÜHRER).

აუცილებელია სკოლებში, სასწავლო დაწესებულებებში, სადაც ბულინგი აქტუალურ პრობლემად რჩება განსაკუთრებით ლჯბტ თემის წევრების მიმართ, გაიმართოს სხვადასხვა სახის ვორქშოპები  შევიწროების თავიდან აცილების, ჰომოსექსუალური ადამიანების საზოგადოებაში, ქვეყნის პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ თუ საგანმანათლებლო ცხოვრებაში სრულფასოვანი ინტეგრაციის მიზნით. ასევე მნიშვნელოვანია სახელმწიფო დონეზე იქნას მიღებული კანონები რათა დაცული იყოს ლგბტ თემის წევრების  ხელშეუხებლობის გარანტია და გამოხატვის თავისუფლება.

2 thoughts on “  თავისუფლება ყველასია

  1. 1. პრობლემები გადაჭარბებულია და დრამატიზებული
    2. კითხვისას ისეთი გრძნობა მიჩნდება, თითქოს ავტორს ძალიან უნდოდა, უბრალოდ რამე რომ დაეწერა.
    3. ჯობია ყურადღება საზოგადოების წინაშე მდგარ უფრო სერიოზულ პრობლემებზე გამახვილდეს ვიდრე იმის გარჩევა, ვინ რა სქესის და რა ცხოველს ჟიმავს.

    ნუ, *ყ*ლიბერალთა ცენტრიდან სხვა რა სტილის სტატიას უნდა ელოდო.

    Like

    • როგორ შეგიძლიათ პრობლემის სიმწვავე შეაფასოთ, თუ არ ყოფილხართ თავად მსგავსი პრობლემების წინაშე.
      ასევე, რომ ამბობთ უფრო სერიოზულ პრობლემებზე გამახვილდესო ყურადღება, ვის მოუწოდებთ ამისკენ? თავად აკეთებთ რამეს “სერიოზული პრობლემების” მოსაგვარებლად? “სერიოზულად” რამის შეფასება სუბიექტური არ გგონიათ?
      “დღეს ჰომოსექსუალური ცხოვრებით ცხოვრება ნიშნავს ოჯახის წევრების სიყვარულზე, ბედნიერებაზე, სამუშაო გარემოზე, დიდ სამეგობრო წრესა და უსაფრთხო არსებობაზე უარის თქმას.” <<< თქვენი აზრით, ეს პრობლემები არასერიოზულია თუ ავტორის მოგონილია?

      Like

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s