Support Love

18492111_793864960767952_286254578_nავტორი: მაკო ჯაბუა

საქართველოში სექსუალურ უმცირესობის ქორწინების უფლება არ არსებობს, მისი  მოპოვება კი ქართულ რეალობაში დიდი აჟიოტაჟის  გამომწვევია. მეტიც, კონსტიტუციის 36-ე მუხლში დაგეგმილი ცვლილება, რომლის მიხედვითაც ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობად განიაზღვრება, აშკარად დისკრიმინაციულია სქესობრივ უმცირესობათა მიმართ. ეს მუხლი მათ ართმევს უფლებას – დაქორწინდნენ.

სექსუალურ უმცირესობებისთვის ქორწინების უფლების  მინიჭებას ძირითადად მხარს უჭერენ ის პირები, რომლებიც ლიბერალურ პრინციპებს აღიარებენ. მათი აზრით, აუცილებლად უნდა იყოს ასეთი პირების უფლებები დაცული და კანონმდებელმა ეს უნდა გაიზიაროს. არსებობს საზოგადოების დიდი ნაწილი, რომლებიც თავგამოდებით ამტკიცებენ, რომ ამ ადამიანებს მსგავსი უფლება არ უნდა ჰქონდეს. მეტიც, არსებობს პირთა წრე, რომლებიც თვლიან, რომ ლგბტ ადამიანები არ უნდა არსებობდნენ, რომ ისინი უნდა სცემონ და მათ მიმართ სხვადასხვა სახის ძალადობა გამოიყენონ, რადგან ისინი არ არიან ღირსი იცხოვრონ მათ გვერდით.

  ჩვენს საზოგადოებაში ჯერ კიდევ დომინირებს შიში ერთნაირსქესიანთა სიყვარულის მიმართ. ნეიტრალური დამკვირვებლები ამ შიშს ხშირად აღწერენ, როგორც ჩვენს კულტურაში ფართოდ გავრცელებული ფიზიკური სიყვარულისადმი არაბუნებრივი შიშის, ანუ “ეროტოფობიის” ერთ-ერთ გამოვლინებად. როგორც წესი, ისინი არ იცნობენ ჰომოსექსუალებს, არც სურთ მათი ნახვა, გაცნობა ან რაიმეს გაგონება ჰომოსექსუალების შესახებ. ამავდროულად, ისინი ჰომოსექსუალების კონტროლს, გამოკეტვას, გასახლებას ან განადგურებას მოითხოვენ. საკუთარ ოჯახში ჰომოსექსუალის აღმოჩენის შემთხვევაში, მას ხშირად რიყავენ. ასეთი ადამიანები ჰომოსექსუალებს ძალიან ხშირად ხვდებიან სახლში, სკოლაში ან სამსახურში, თუმცა ამას ვერც იაზრებენ. ეს სრულიად შესაძლებელია, რადგან ჰომოფობია ჯერ ქმნის, ხოლო შემდეგ კვებავს საზარელი მტრის ხატს, რომელსაც რეალობასთან საერთო არაფერი აქვს.

ჩვენს კულტურაში ბევრი მკაცრად “ჰეტეროსექსუალი” და  “ჰომოსექსუალია”, რომლებიც აშკარა მტრულ დამოკიდებულებას იჩენენ ერთმანეთის მიმართ. როგორც წესი, ისინი ამაყობენ თავიანთი ექსკლუზიური სექსუალური ორიენტაციით. ზოგი ტრაბახობს კიდეც ან რიგ  შემთხვევებში ისე დაჟინებით დგას თავის აზრზე, რომ ოპონენტების დაცინვასაც იმსახურებს. მეორე მხრივ, ჩვენ სწორედ ჰომოსექსუალებისგან მოველით თავის დახრასა და მობოდიშებას. ცოდვილობის, კრიმინალურობის და “გადახრების” გამო ჰომოსექსუალებს ისე ექცევიან, თითქოს მეორეხარისხოვანი მოქალაქეები იყვნენ. ამიტომ, არ უნდა გვიკვირდეს, რომ წარსულში საკუთარ თავზე მათ ხშირად დაბალი წარმოდგენა ჰქონდათ. თუმცა  დღესდღეობით სიტუაცია იცვლება და ჰომოსექსუალები ბევრად ამაყები, წარმატებულები და ძლიერები არიან. ყოველივე ეს ორი ბანაკის არსებობას უსვამს ხაზს: “გეების” და “ნორმალურების”. ისინი ერთი და იმავე სამყაროს წევრები არიან და მნიშვნელოვანია ამის გააზრება თანაარსებობისთვის

სქესობრივი სეპარატიზმი, აბსოლუტური თანასწორობის შემთხვევაშიც კი, დამთრგუნველია, რადგანაც იგი ხელოვნურ საზღვრებს შექმნის და ადამიანებს ცრუ ალტერნატივის წინაშე აყენებს. ჰომოსექსუალების და ჰეტეროსექსუალების საბოლოო გათავისუფლება ყოველგვარი შტამპების დავიწყებით და ყველა ადამიანისთვის ნებისმიერი სახის სქესობრივი ლტოლვის გამოხატვის უფლების სრული  მინიჭებით მოხდება.

 

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s