ქართული ენა- ეთნიკური უმცირესობებისათვის კვლავ გადაულახავი ბარიერი

ავტორი: ცირა გურგენიძე

საქართველოში საუკუნეებია გვერდიგვერდ ცხოვრობენ განსხვავებული ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებმაც ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე, ქართველებთან ერთად, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. დღესდღეობით მათი დიდი ნაწილი, ძირითადად ეთნიკური სომხები და აზერბაიჯანელები, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის ტერიტორიაზე ცხოვრობენ.

ინდივიდთა შორის თანასწორობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის უზრუნველყოფა საქართველოს კონსტიტიციისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების მიხედვით ქვეყნის მიერ აღებული პიზიტიური ვალდებულებაა, თუმცა ეთნიკურ უმცირესობათა ყოვლდღიურ ცხოვრებასა და პრობლემებზე თვალის ერთი გადავლებაც საკმარისია, რომ გაგვიჩნდეს კითხვა თუ რამდენად ასრულებს სახელმწიფო ამ ვალდებულებას?

საქართველოს ტერიტორიაზე მრავალწლიანი თანაცხოვრების მიუხედავად, კვლავ გამოწვევად რჩება საზოგადოებასთან ეროვნული უმცირესობების   ინტეგრაცია, რასაც სხვა ფაქტორებთან ერთად უპირველეს ყოვლისა, ქართული ენის ცოდნის დაბალი დონე განაპირობებს. ენობრივი ბარიერი მათ ხელს უშლის საზოგადოებრივ, პოლიტიკურ, კულტურულ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ჩართვისას. მათ არამარტო სოფლებში, სადაც კომპაქტურად არიან დასახლებულები,  არამედ დედაქალაქშიც კი ნაკლებად აქვთ კომუნიკაცია ქართულენოვან მოსახლეობასთან. დიდ ნაწილს იმის აღქმაც კი უჭირს, რომ ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა“ ეროვნული უმცირესოსბების საზოგადოებრივი ინტეგრაციისა და სახელმწიფო ენის შესწავლის  მიზნით, შესაბამისი პოლიტიკის განხორციელება 2009 წლიდან დაიწყო.

ცენტრის ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით 2016 წლიდან ცენტრმა არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამის ფარლებში გააერთიანა მანამდე არსებული ორი პროგრამა – “ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა”(2009-2015წ) და “ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” (2011-2015წ). პირველი გულისხმობს ქართული ენისა და ლიტერატურის კვალიფიციური მასწავლებლების მივლინებას ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული  სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის სოფლების არაქართულენოვან სკოლებში მეორე კი მოიცავდა ამავე რეგიონებში როგორც მაღალკვალიფიციური ქართული ენის მასწავლებლების, ასევე ისტორიისა და გეოგრაფიის დამხმარე პედაგოგების მივლინებას.

ამავე გვერდის მონაცემებით, ამ ეტაპზე პროგრამის ფარგლებში შეთავაზებული ქართული ენის კურსებში ჩართულია 738 მასწავლებელი. ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების არაქართულენოვან სკოლებში მივლენილი მასწავლებლები კი ერთიანდებიან 3 ჯგუფში:

  • ქართულის , როგორც მეორე ენის კონსულტანტ -მასწავლებელბი(105)
  • ქართულის, როგორც მეორე ენის და საზოგადოებრივი მეცნიერებების საგგნების (ისტორია, გეოგრაფია)დამხმარე მასწავლებელები (135)
  • ბილინგვი დამხმარე მასწავლებელები, რომლებიც „1+4 პროგრამის“ (პროგრმის საშუალებით ეთნიკური უმცირესოსბები უმაღლეს სასწავლებელში მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ან სომხურენოვანი ტესტის ჩაბარებით ხვდებიან, რის შემდეგაც, ბაკალავრიატის დაწყებამდე, ერთი წელი ქართული ენაში  მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლობენ) კურსდამთავრებულები არიან და ერთენოვანი დამახმარე მასწავლებლებისაგან განსხვავებით, ადგილობრივ მასწავლებლებთან ერთად მუშაობენ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალსიწინებულ ნებისმიერ სასკოლო საგანში(14).

ჯემმა სააკიანი საქართველოს ტექნიკურ უნივერისტეტში ბიზნეს ადმინისტრირებაზე სწავლობს. როგორც იგი „ლიბცენტრთან“ საუბრისას ამბობს, სკოლის პერიოდში კარგად სწავლობდა ქართულ ენას და ცდილობდა  აქტიურად ყოფილიყო ჩართული ენის შემსწავლელ  სხვადასხვა კურსებში, რაც საბოლოოდ დაეხმარა ერთიანი ეროვნული გამოცდების თავისუფლად ჩაებარებაში. მას არ უსარგებლია „4+1 პროგრამით“, თუმცა ამბობს, რომ ამ პროგრამის შემოღების შემდეგ უკანასკნელ წლებში ეთნიკურად სომეხი მოსწავლეების უმრავლესობას საქართველოში ურჩევნია უმაღლესი განათლების მიღება, რადგან ენასაც უკეთ სწავლობენ და დასაქმების პერსპექტივაც მეტი აქვთ. სომხეთში მიღებული დიპლომით ქართული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატის გარეშე ისინი ვერ ახერხებდნენ საქართველოში დასაქმებას, შესაბამისად, მათთვის ეს პროგრამა კარგ შესაძლებლობებს იძლევა. თუმცა, მიუხედავად ამ დადებითი ცვლილებებისა, ჯემმა  არსებულ პრობლემებსაც უსვამს ხაზს.

როგორც ჯემმა გვიყვება, არაქართულენოვან სკოლებში ქართულის, როგორც მეორე ენის გაკვეთილები ყოველდღიურად  ტარდება, მაგრამ სასწავლო პროცესს მაინც აქვს ხარვეზები, რაც ძირითადად მასწავლებლებზეა დამოკიდებული. ზოგიერთ სკოლაში ქართველები ასწავლიან, ნაწილში-არა. მისივე თქმით, ხშირია კვალიფიციური კადრების პრობლემა, რასაც საკუთარი სკოლის მაგალითით ადასტურებს. იგი ამბობს, რომ როდესაც მასწავლებლები სათანადოდ არ ფლობენ ქართულ ენას და არ არიან დაინტერესებული, რომ კარგად ასწავლონ, ბავშვებსაც აღარ აქვთ მოტივაცია. თუმცა, მოსწავლეების დიდი ნაწილი დაინტერესებულია სწავლით და ცდილობენ მეტ-ნაკლებად ისწავლონ.

როგორც ჯემმა ამბობს, რომ აუცილებელია მთავრობა უფრო მეტ ყურადღებას აქცევდეს ამ საკითხს და კაირ ამცირებდეს მსგავსი პროგრამების რაოდენობას, არამედ კიდევ უფრო ზრდიდეს მათ.მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც, მისი თქმით, სომეხი მოსახლეობის 60-70%-ს უჭირს ქართულად საუბარი.

სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართულობასა და წახალისების აუცილებლობაზე სააუბრობს თსუ-ის სტუდენტი ლუსინე მიქაელიაინიც, რომელმაც ახალქალაქში სომხურენოვანი სკოლა  დაამთავრა და  უნივერსიტეტში სწორედ“ 4+1“ პროგრამის ფარგლებში ჩაირიცხა.

ადგილობრივი მასწავლებლების ქართული ენის ცოდის დონის პრობლემაზე გვესაუბრა პროგრამის ტრენერ-მასწავლებელი ირმა შველიძე, რომლის თქმით, მათ ქართული სალაპარაკო დონეზეც არ იციან და არც ინდომებენ, რომ ისწავლონ. ირმა შველიძე ამის მიზეზად სახელმწიფოს მხრიდან სათანადო მოთხოვნის არარსებობას ასახელებს და ამბობს, რომ მასწავლებელბი რატომღა ისწვლიან ქართულს, როდესაც ხელფასებს პენსიასავით იღებენ.

იგი დადებითად აფასებს მოსწავლეების მოტივაციას და ამბობს, რომ მოსწავლეების 50%-ს რომ სურს ისწავლოს, ესეც კარგია. თუმცა, აღნიშნავს, რომ  სწავლის პერიოდში მოსწავლეების დიდი ნაწილი თურქეთშია წასული და ისე იღებენ შეფასებას, რაც სხვა არაფერია თუ არა სამინისტოროს მიერ მათთვის „მწვანე შუქის ანთება“. მისივე თქმით, სამინისტროს მიერ თვალების ფართოდ დახუჭვაზე მიუთითებს  ის ფაქტიც, რომ არ ხდება არანაირი რეაგირება, როდესაც მოსწავლეებს აშკარად ეხმარებიან საატესტატო გამოცდებზე.

სახელმწიფო ენის არცოდნა რომ კვლავაც სერიოზული ბარიერია ეთნიკური უმცირესობებისთვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვისთვის, ამას ადასტურებს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებიც, სადაც ჩანს, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებს ეთნიკურად არაქართველები ქართველებისგან განსხვავებულად აფასებენ, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ არსებობს პრობლემა, რომლის გადაჭრაც სახელმწიფომ უნდა შეძლოს.

cb2015ge-VLABENF-by-ETHNIC-ge

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s