უკურეაქცია

წავტორი: მანანა უმეკაშვილი

მიმაჩნია რომ ნებისმიერი ქმედების დროს რამდენი მხარეცაა იმდენივე მხარეს მიუძღვის წვლილი საბოლოო შედეგზე.

რატომ “მოხდა” და გრძელდება 17 მაისი?

იმიტომ რომ არ ვიღებთ ლგბტქი ადამინებს ჩვენიანებად, არ ვიღებთ ჩვენს ჩაკეტილ საზოგადოებაში, სადაც ყველა ყველას უწესებს ნორმებს და წესებს თუ როგორები უნდა ვიყოთ და ვინც ამ ინერციას არ მიჰყვება და ცდილობს, იცხოვროს ისე, როგორც მას სურს მაშინვე ვრიყავთ მას ჩვენგან.

ჩვეულებრივად სიცოცხლის უფლებას ართმევ ადამიანს, თუ კი შენ, მეორე “ადამიანი” უწესებ მას როგორი იყოს, გრძელი თუ მოკლე თმას ჰქონდეს, რა ფრად შეიღებოს თმა და ფრჩხილები, არ უყვარდეს ის, ვინც მას სურს და ა. შ.

სიყვარულის, სიცოცხლის უფლებას ართმევ, როცა შენი ვითომ ნორმების გამო აიძულებ იცხოვროს “წესიერად”.

შესაბამისად აღვიძებ ადამიანში პროტესტის გრძნობას გაითავისუფლოს თავი იმ მარწუხებისგან, რომელშიც მთელი ეს “წესიერი” საზოგადოებაა შემოსაზღვრული. ცუდ შემთხვევაში აღვიძებ  აგრესიას, რომელიც იმ ქმედების უკურეაქციაა რაც თავად გამოიწვიე შენ, ‘’ჰუმანურო ადამიანო’’.

ჰოდა, ეს 17 მაისიც ის რეაქციაა, რაც ამ „ჰუმანურმა“ საზოგადოებამ გამოიწვია თავისი აგრესიით  და უარყოფით., თორემ რა 17 მაისი უნდა არაჰომობიას. როცა აბსოლუტურად შესაძლებელია ვიყოთ მეტად ჰუმანურები. დავინახოთ სიყვარული პირველ რიგში, საკუთარ თავში, შემდგომ კი სხვებშიც.

შენ ებრძვი განსხვავებულ ადამიანებს? მიიღებ იმავეს, რასაც შენვე იწყებ. მიიღებ  მას ისეთად, როგორიცაა და შედეგიც იქნება ადეკვატური.

რაც შეეხება, რელიგიურად მოაზროვნე საზოგადოების ნაწილს.  იმ ფანატიკოსებს, თავი რომ ქრისტიანებად მიაჩნიათ, ქრისტე იმას გვასწავლის რომ ერთმანეთი ჩავქოლოთ და მოვკლათ?

ქრისტე იმას გვასწავლის, რომ ერთმანეთი არ გვიყვარდეს ისეთები, როგორებიც ვართ?

‘’ქრისტიანული მორალის საფუძველს წარმოადგენს ქრისტეს სწავლება ადამიანისადმი სიყვარულზე. ქრისტე მიმართავს მოწაფეებს: გაძლევთ თქვენ ახალ მცნებას, რათა გიყვარდეთ ერთმანეთი; და როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, ასევე გიყვარდეთ ერთმანეთი. იმით გიცნობთ ყველა, რომ ჩემი მოწაფები ხართ, თუ გექნებათ ერთმანეთის სიყვარული (იოან. 13,34-35).’’

პრობლემა არის განსხვავებულის მიღებაში, ხოლო გამოსავალი მხოლოდ სიყვარულშია, ადამიანის სიყვარულში. თუ რაოდენ ძვირფასი და მნიშვნელოვანია მისი არსებობა, ისე რომ  მეორე ადამიანმა არ აქციოს გალიაში ჩაკეტილ ჩიტად.

ერთმანეთის სულებში ხელების ფათური არ არის ჩვენი უფლება. ყოველ ადამიანს აქვს უფლება ისე ამყოფოს თავისი სული და სხეული, როგორც მას სურს და არ ჩაერიოს სხვა მის პირად სივრცეში.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s