ადრეული ქორწინება  დანაშაულია

ავტორი: იბრაგიმ მამედოვი

დღესდღეობით  ადრეული ქორწინება მსოფლის ბევრი ქვეყანაში აქტუალური პრობლემაა, რადგან  ადრეული ქორწინება  არღვევს ადამინის  უფლებებს და ძალადობის ტოლფასია.  საქართველოც ერთ-ერთი იმ  ქვეყანათაგანია, სადაც  ადრეული ქორწინება  კვლავ აქტუალურ პრობლემად  რჩება.

გაეროს  მოსახლეობის ფონდის 2014 წლის მონაცემების მიხედვით  საქართველოს ნაადრევი ქორწინების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. აქედან  ადრეული ქორწინება  ძირითადად  ეხება მაღალმთიან და  ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებს, ამასთანავე  ნაადრევი ქორწინების „მსხვერპლნი“ ძირითადად  გოგონები არიანი. 2014  წლის მონაცემების მიხედვით საქართველოში მცხოვრები გოგონების  17%  18 წლამდე  „გათხოვდა“.

საქართველოში ადრეულ ქორწინების  გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:  ტრადიციები,  რელიგიური შეხედულებები, სიღარიბე და  დაბალი სოციალური სტატუსი,   აგრეთვე ქორწინებამდე სექსუალური კავშირისგან თავშეკავება.  ცნობილია, რომ  ადრეული ქორწიენების  ფაქტები ძირითადად  მაღალმთიან  რეგიონებში და  ეთნიკური  უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში გვხვდება, რადგან აქ მცხოვრები მოსახლეობა   უფრო მეტად  რელიგიური და ტრადიციულია. ამას  კიდევ ემატება ის ფაქტი, რომ ჩვენს  ქვეყანაში ქორწიენბამდე  სექსუალური ურთიერთობა მიუღებელია, რაც  იწვევს  იმას,  რომ  მოზარდები  სექსუალური სურვილების  დაკამყოფილების მიზნით ადრე  ქორწინდებიან.

ადრეული ქორწინების კიდევ ერთი გამომწვევი ფაქტი  არასაკამრისი  სექსუალური განთლებაა.  ბავშვებს   სკოლაში არ უტარდებათ შესაბამისი გაკვეთილები, მოსახლეობის უმრავლეს   ნაწილს  არანაირი წარმოდგენა  არ  აქვს  ადრეული სექსუალური  კავშირის უარყოფით  ფიზიკურ და  ფსიქოლოგიური ზეგავლენაზე.    ბევრმა  ადამიანმა  არ  იცის, რომ მოზარდების  ადრული დაოჯახება,  საბოოლო ჯამში იწვევს  არასტაბილური  ოჯახის შექმნას.

საქართველოში არასრულწოლოვანთა  ქორწინება  ძირითადად დაკავშირებული მშობლების ნებაზე, რომლებსაც  მიაჩნიათ, რომ თავად  კარგად  „იციან რა არის  კარგი“ მათი შვილებისათვის, სწორედ  ეს არის  მშობლის  მხრიდან ბავშვზე  ძალადობა, რასაც  საბოოლოდ  არასახარბიელო შედეგებამდე  მივყავართ.  ადრეულ ასაკში გოგონების ქორწინება  არასტაბილური  ოჯახის შექმნის, ოჯახში ძალადობის რისკის გაზრდის, ემოციური, ფსიქიკური და  ფიზიკური ტრამვების, განათლების უფლების  შეზუდვის წინაპირობაა, რაც   იწვევს  მოზარდის  არასრულფასოვან სამოქალაქო და  საზოგადოებრივ ცხოვრებას.

 ჩემი აზრით  ადრეული ქორწინება  არღვევს  ადამინის  უფლებებს  და  სექსუალური ძალადობის  ტოლფასია, რადგან  ზღუდავს  ადამიანის პიროვნულ თავისუფლებას, ხელს  უშლის  მათ პიროვნულ განვითარებას, განათლების მიღებას  და   აზიანებს  ჯანმრთელობას. სამწუხარო  ფაქტია  ის, რომ ჩვენს ქვეყანაში ნაადრევ ქორწინებაზე  სახელმწიფოს  შესაბამისი რეაქცია არ აქვს, რაც   ხელს უწყობს  მოზარდების  უფლებების შელახვას და  მათზე  ძალადობას.470_12243006_854397544658021_4532502251232747482_n

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s