მე-ბულინგის მსხვერპლი

girl-and-boy-bullying-girl-student ავტორი: ლილია ზაქარაშვილი

2009 წელს, მას შემდეგ, რაც სკოლის შეცვლა მომიწია და თბილისში გადმოვედით, ხშირად გავმხდარვარ რამდენიმე კლასელის მხრიდან შეურაცხყოფის, დამცირების და ზეწოლის მსხვერპლი, მაშინ არ ვიციოდი ამას რა ერქვა, მაგრამ ახლა ვიცი – ეს არის ბულინგი.

ტერმინი ბულინგი (ინგ.Bullying)დაშინებას, ჩაგვრას, დატერორებას ნიშნავს. ის შეიძლება განიმარტოს, როგორც წინასწარგანზრახული, განმეორებადი აგრესიული ქმედება, რომელიც მიმართულია სხვათა საზიანოდ.

ბულინგის რამდენიმე სახე არსებობს: ფიზიკური (მისი ფორმებია: ჩხუბი, თმის მოქაჩვა, პირადი ნივთების განზრახ დაზიანება და სხვა.), კიბერბულინგი (ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, ფარული ან აშკარა დაშინების მიზნით, განხორციელებული ქმედება) , ფარული ბულინგი (მორალური და ემოციური ძალადობის ფორმა, რომელიც პირდაპირ არ არის მიმართული ობიექტისადმი) და ბოლოს ვერბალური ბულინგი, რომლის მსხვერპლი თავად ვარ. ეს უკანასკნელი ყველაზე გავრცელებული ფორმაა და მისი სახეები ვლინდება დაცინვას, შეურაცხყოფასა და დაშინებაში.

ჩვენი ქვეყნისთვის ბულინგი სერიოზულ პრობლემაა, რასაც არაერთი მაგალითი ადასტურებს.  საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობის კვლევა გაეროს ბავშვთა ფონდმა (იუნისეფი) 2007 – 2008 წლებში ჩაატარა. გამოკვლევის თანახმად, საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. მთლიანობაში, ბავშვთა 80% განიცდიდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას. სკოლაში უფრო ხშირია ბავშვთა შორის ძალადობა.

ალბათ, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ ხშირ შემთხვევაში უფროსები, რომლებიც უშუალოდ მომსწრეები არიან აღნიშნული სიტუაციის, არ რეაგირებენ. თვლიან, რომ ეს არ არის მნიშნველოვანი პრობლემა და უბრალოდ ბავშვური ხუმრობებია.  ხშირად სწორედ გაკვეთილის პროცესში ხდებოდა ჩემ მიმართ დამცინავი ფრაზებით საუბარი, რასაც მასწავლებლებიც ისმენდნენ, მაგრამ რატომღაც ამაზე არ ამახვილებდნენ ყურადღებას და ცდილობდნენ თავი ისე მოეჩვენებინათ, თითქოს მათ ყურამდე არ მიუღწევია ბგერებს.

მახსოვს, როგორ არ მინდოდა სკოლაში სიარული, როგორ ვიჯექი ჩემთვის ჩუმად და ვცდილობდი ნაკლებად აქტიური ვყოფილიყავი, ყურადღება რომ არ მიმეპყრო. მას შემდეგ, რაც სკოლა დავამთავრე და ახალ გარემოში აღმოვჩნდი, ბევრი დაბრკოლების და კომპლექსის დაძლევა მომიწია, ზოგს ახლაც ვებრძვი. მე გამიმართლა, ძლიერი ნებისყოფა აღმომაჩნდა, თუმცა, ხომ არიან ბავშვები, რომლების ამდენ ზეწოლას ვერ უძლებენ, რომელთა ფსიქიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ნაკლებად მდგრადია, მაშინ რა ხდება ასეთ შემთხვევაში?  მსხვერპლი დაგროვილ ემოციას აუცილებლად გამოვლენს სადმე, მაგალითად ცხოველთან, ან თავისზე სუსტთან მიმართებაში.

შევხედოთ მეორე მხრიდან, არანაკლებ ცუდ მდგომარეობაში იმყოფება ის ბავშვი, რომელიც ჩაგრავს სხვებს, თუ დავუჯერებთ ცნობილი ფსიქოლოგის, ბულინგის მკვლევარის დან ოლვეუსის გამოკვლევას, ბულინგის ინიციატორი ბიჭების 40 პროცენტი მოზარდობის შემდეგ კრიმინალურ გზას ირჩევს.

არ არსებობს ცუდი და კარგი ბავშვი, არსებობს ცუდი და კარგი გარემო, რომელიც ბავშვის ჩამოყალიბებაში უმთავრეს როლს ასრულებს. ჩემი აზრით, სკოლა ის ადგილია, სადაც ბავშვი უნდა აღიზარდოს, პიროვნულად ჩამოყალიბდეს, მიიღოს განათლება და მოახდინოს თვით რეალიზება, რაც ბევრ სკოლას აკლია.

ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად უმთავრესი როლი მასწავლებლებს აკისრიათ, ისინი არ უნდა ხუჭავდნენ თვალებს მაშინ, როდესაც ვერბალური ბულინგის მომსწრეები არიან, არ უნდა რეაგირებდნენ მხოლოდ ფიზიკურ ბულინგზე, რადგან არანაკლებ მძიმე ფორმაა ვერბალური, რომელიც ილექება ბავშვის გონებაში და მოგივიანებით იჩენს თავს.

მასწავლე-ბელი, ადამიანი რომელიც ბავშვებს პირველ რიგში ურთიერთპატივისცემაზე, საზოგადოების მრავალფეროვნებასა და სხვისი აზრის მოსმენაზე უნდა ესაუბრებოდეს. სიტყვებს დიდი ძალა აქვს…

 

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s