ქალთა დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში

561509-genderrights-1370911999-373-640x480ავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე

2014 წელს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა სპეციალური ანგარიში „შრომით ურთიერთობებში ქალთა დისკრიმინაციის შესახებ“ გამოაქვეყნა, რომელშიც 4 ძირითადი მიმართულება გამოყო: სექსუალური შევიწროება, არათანაბარი ანაზღაურება, დისკრიმინაცია სქესის ნიშნით კარიერულ წინსვლაში და დისკრიმინაცია წინასახელშეკრულებლო ურთიერთობებში.

ანგარიშის გამოქვეყნებიდან სამი წლის შემდეგ ქალთა საერთაშორისო დღის მილოცვის ტექსტში სახალხო დამცველი, სამწუხაროდ, ისევ დამსაქმებლის მხრიდან გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას.

„მიუხედავად იმისა, რომ ქალები აქტიურად მონაწილეობენ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში, მათი წილი შრომის ბაზარზე მამაკაცების შემოსავალზე ნაკლებია“,– აღნიშნავს  უჩა ნანუაშვილი. დისბალანსი, რომელზეც სახალხო დამცველი საუბრობს, რიცხობრივად აღბეჭდილია საქართველოს სტატისტიკურ მონაცემთა ანალიზში, რომელშიც ვკითხულობთ, რომ 2016 წლის მეოთხე კვარტლის მაჩვენებლის მიხედვით, ქალთა და მამაკაცთა  თვის საშუალო ხელფასებს შორის სხვაობა  511,4 ლარია.

სამუშაო ადგილას გენდერულ დისკრიმინაციაზე საუბრისას, საჭიროა, რომ ყურადღება გამახვილდეს როგორც ხილულ, ასევე,  უხილავ უთანასწორობის ნიშნებზე. პრობლემები, რომელსაც ქალები აწყდებიან სამსახურში ხშირად ფარულია და გარკვეული მიზეზების გამო ისინი ხმამაღლა საუბარს ერიდებიან.

შრომის ბაზარზე სადაც დასაქმების ადგილი მცირეა, ხოლო მოთხოვნა – დიდი, დამსაქმებელი კომფორტულ მდგომარეობაშია, რადგან ერთი მხრივ სამსახურის დაკარგვის შიშით ქალები ერიდებიან პროტესტის გამოხატვას, ხოლო მეორე მხრივ ვერ ამტკიცებენ, რომ უთანასწორობა მათ მიმართ სწორედ გენდერული ნიშნით განხორციელდა. კვლევაში „გენდერული დისკრიმინაცია შრომის ბაზარზე“, რომელიც სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის მიერ მომზადდა, აღნიშნულია, რომ დასაქმებული ქალების 47% საჯარო სექტორში მუშაობს და შესაძლოა, დისკრიმინაციის მსხვერპლი იყოს არათანაბრად განაწილებული ხელფასის, დამატებითი სარგებლისა და სხვა სახელფასო კომპონენტების გაცემის პროცესში, ასევე, სამსახურში აყვანის დროს ნაკლები გამჭირვალეობის გამო.

გენდერის საკითხებზე გაეროს მიერ 2013 წელს ჩატარებულ ანგარიშში აღნიშნულია „საქართველოში ჯერ კიდევ მყარია ტრადიციული შეხედულებები გენდერულ როლებზე: ქალის ფუნქციაა შვილების მოვლა და აღზრდა, საშინაო საქმეების კეთება. ხოლო კაცის – ოჯახის უზრუნველყოფა.“

ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ქალთა თანაბარი ჩართულობა სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრების ყველა ასპექტში, ამიტომ საჭიროა, რომ ქალის შრომა დაფასდეს როგორც ოჯახში, ასევე, დასაქმების ადგილებში.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s