რა დამავიწყებს 13-ს?

11535917_10153967394514488_5007128696717128164_nავტორი: მირანდა ცეცხლაძე

2015 წლის 13 ივნისი, 00:00 წუთი, ყიფშიძის 2 ნომერში საძინებელში ვიწექი, როცა გაფითრებულმა მამაჩემმა შემომიღო კარი და მთხოვა ფანჯრიდან გადამეხედა. არაფერი, არაფერი არ ჩანდა გარდა წყლისა, რომელიც ისე იყო ადიდებული, რომ დაეფარა ვერეს ხეობაში არსeბული ყველა სახლი, მე შოკირებული ვიყავი, სტიქიის შესახებ არაფერი ვიცოდი, სასწრაფოდ ჩავრთე ტელევიზორი და თავი უსუსურ ადამიანად ვიგრძენი, ჩემს თვალწინ დაახლოებით 100 მეტრში ადამიანები სიცოცხლეს ებრძოდნენ მე კი უფლის იმედად დარჩენილი, თან მასზე გაბრაზებული ვთხოვდი ღმერთს, ბუნებას, კოსმოსს რომ გადაერჩინათ ხალხი.

ჩემს ირგვლივ არსებულ ყველა სახლში შუქი ენთო, ფანჯრებში ადამიანების სილუეტები ჩანდა და მივხვდი, რომ ყველას გრძელი და უძილო ღამე გველოდებოდა. უწყინარი მდინარე ვერე რომლის გადალახვაც ფეხის დაუსველებლადაც შეიძლებოდა, ისე იყო ადიდებული, რომ 22 ადამიანის (აქედან ორი დღემდე დაკარგულად ითვლება) და 200-ზე მეტი ცხოველის სიცოცხლე იმსხვერპლა.

რა ან ვინ იყო ამ ტრაგედიაში დამნაშავე ყველას თავისი ვერსია აქვს, ზოგი თვლის რომ 1958 წელს აშენებული გვირაბის ბრალია, ზოგის ვერსიით ყველაფერი თბილისთან ჩამოშლილმა მეწყერმა გამოიწვია, ზოგი კი ხელისუფლებას ადანაშაულებს, მაგრამ ამას ახლა დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან დროს უკან ვერ დააბრუნებ და ვერაფერს შეცვლი.

4 ჭიქა ყავაში დამათენდა 13 ივნისის ღამე, საინფორმაციო გამოშვებებში აცხადებდნენ, რომ ზოოპარკიდან გამოქცეული, გადარჩენილი მტაცებლები ქალაქის ქუჩებში გამოჩნდნენ, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტრომ სპეცდანიშნულების რაზმები გამოიყვანა, რათა ცხოველებს ადამიანებისთვის საფრთხე არ შეექმნათ(1 ადამიანის სიცოცხლე ვეფხვმა იმსხვერპლა). მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო ბეჰემოტმა ბეგიმ, რომელიც ვარაზის ხევის მიმდებარედ დასეირნობდა და ხის ფოთლებს ჭამდა, იგი მოგვიანებით სტიქიური უბედურების პოზიტიური სიმბოლო გახდა.

და რა იყო შემდეგ?  შემდეგ უამრავი ადამიანი ქუჩაში გამოვიდა და დაიწყო ქალაქის დახმარება. მოხალისეები იყვნენ ადამიანები განურჩევლად ასაკისა, რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა. ზოგი სტიქიით დაზარალებული უბნების, ქუჩების და დატბორილი სახლების გაწმენდით სამუშაოებში იყო ჩართული, ვისაც ფიზიკური სამუშაო არ შეეძლო მოხალისეებისთვის საკვები და წყალი მიჰქონდათ, ვისაც ესეც არ შეეძლო უფასო ტაქსით გადაადგილებას სთავაზობდა მოხალისეებს. სტიქიიდან რამდენიმე საათში ფეისბუქზე შეიქმნა ჯგუფი, რომელიც დახმარების მსურველებს საჭირო ინფორმაციას აწვდიდა, ამ ჯგუფში 20 000 -ზე მეტი მოხალისე იყო გაერთიანებული. სტიქიის ირგვლივ გაერთიანდა მთელი ქვეყანა სხვადასხვა კომპანია ცდილობდა როგორც დაზარალებულების, ასევე მოხალისეების დახმარებას. დაზარალებულთა დასახმარებლად შეიქმნა ფონდი Tbilisi Hippo Found სადაც ბეჰემოტი ბეგის ფოტოიანი მაისურები მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყიდებოდა.

სტიქიის შედეგები – გარდაიცვალა 20 და უგზო-უკვლოდ დაიკარგა 2 ადამიანი, დაზარალდა 239 ოჯახი, დაიღუპა 281 ცხოველი, განადგურდა ზოოპარკის ინფრასტრუქტურა. განადგურდა და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები. გზები. ხიდები. გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. დაზარალდა ქალაქის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი: კოჯორი სამადლოს დამაკავშირებელი გზა, ახალდაბა-წყნეთის გზის მონაკვეთი, თამარაშვილი-გმირთა მოედნის ტერიტორია, მზიური და ზოოპარკი. დაზიანდა სატრანსპორტო საშუალებები.

ორი წელი გავიდა დედაქალაქის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული დღის შემდეგ, მოსახლეობა მზიურის პარკში შეიკრიბა, მათ სანთლებითა და ფრანებით მიაგეს პატივი დაღუპულთა ხსოვნას. აღსანიშნავია ისიც, რომ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მდინარე ვერეზე თბილისის მერიის მიერ შეძენილი წინასწარი შეტყობინების (განგაშის) სისტემა დაამონტაჟა. განლაგდა ატმოსფერული ნალექების მზომი მეტეოროლოგიური და მდინარეში წყლის დონის მზომი ჰიდროლოგიური საგუშაგოები.

კითხვას პასუხზე, რატომ მოხდა ეს ტრაგედია, ალბათ ვერასოდეს გავცემთ, მაგრამ ფაქტი ერთია „მზე ისევ გაათბობს თბილისს და აღარ იწვიმებს ცა მეტს, რა დამავიწყებს ივნისს? რა დამავიწყებს 13-ს…“

 

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s