თავისუფლება ლომთა ხვედრია?!

il_340x270.441506740_9r2kავტორი: მარიამ გაბრიჩიძე

თითქოს ნორმალურ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, არჩევნები ითვლება რომ გამჭვირვალედ ტარდება. თითქოს, უნდა გქონდეს განცდა, რომ სახელმწიფო ეს შენ ხარ, მაგრამ…

მაგრამ რეალურად, ვერ ცხოვრობ ისე, როგორც შენ „გისწორდება“. 17მაისი, რომელიც ყველა ცივილიზებულ სამყაროში აღინიშნება როგორც ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე, აქ შეუძლებელია რაიმე მსგავსი ჩაატარო. ეს გამოხატვის თავისუფლება არაა, ეს არის გარყვნილების პროპაგანდა– გეტყვიან ისინი, ვისი ხვედრიცაა თავისუფლება, ოღონდ შენი-არა.  სამაგიეროდ იწერება კონსტიტუციაში, რომ ოჯახი ნამდვილად ქალის და კაცის ერთობლიობაა და საერთოდ, თავს ნუ ახვევენ ეს „ერთსქესიანები“ საკუთარ „ავადმყოფობას“ ბავშვებს.

თითქოს ნორმალურ სახელმწიფოში ცხოვრობ. რეალურად კი, ძირითადად სხვა აღმსარებლობის წარმომადგენლები ქუჩაში ლოცულობენ, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თავიანთი სამლოცველოების აშენების უფლებას არ აძლევენ, მეჩეთზე შეიძლება ღორის თავი ააკრან ან რაიმე უარესი ქნან, ან არ გწამდეს და ამის გამო დაიწყონ შენი შევიწროება, დევნა და არ მოერიდონ შეურაცხყოფას.

თითქოს ფიქრობ, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს და არაფერი იცვლება,  რეალურად ერთი და იგივე წრეზე მიდის ყველაფერი. არასამუშაო დღეს, სამუშაო ადგილას მეშახტე იღუპება, იღუპება მისი ოჯახის უკანასკნელი იმედიც. და პასუხი:  „მერე რა?’’

თითქოს რაღაცის შეცვლა გინდა, გამოდიხარ, აპროტესტებ, ან სიმღერას წერ, ან ლექსს და მერე უცებ….ვარდისფერ MDMA–ს გტენიან უკანა ჯიბეში. არ გაცნობენ შენს უფლებებს, გაყენებენ შეურაცხყოფას მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც გამოხატე. სიმღერის გამო გაკავებენ და შეიძლება სამუდამოდ ჩაგსვან ციხეში და თავისუფლება აღარასოდეს გაღირსონ,  რომელიც ამ ქვეყანაში შენი ხვედრი არ არის.

 თავისუფლება ისე არ მოდის, არ მოდის და ვერც მოვა, სანამ არაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მხოლოდ „ლომებს“ არ ჰქონდეთ მისი ქონის/ყოლის ბედნიერება და ჩვენ, უბრალო მოკვდავნიც ვსარგებლობდეთ მისი არსებობით.

ხო, თავისუფლება ყველასია, კონსტიტუცია ყველასია, ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება, ჩვენ ვართ სახელმწიფო, სახელმწიფო ვართ ჩვენ– ეს ყველაფერი რაც შეიძლება ხშირად უნდა გავუმეოროთ ჩვენს თავს, რომ იქნებ ლომები თუ არა, ჩვენი თავები მაინც დავარწმუნოთ  საკუთარ სისწორეში.

და იქნებ ბოლოს ზოგიერთი ცხოველი აღარ იყოს უფრო თანასწორი და მარტო ლომების და ზედა ეშელონებში მყოფი ელიტარული ჯგუფების არ იყოს ის სიკეთეები, რომლებსაც ისინი იყენებენ და ზოგიერთი, რომელიც ნაკლებად „თანასწორია“ კვლავ ვერ ახერხებს, გააცნობიეროს, რომ თავისუფლება მისი ხვედრიცაა.

ხოდა, თავისუფლება მარტო ლომთა ხვედრი არ არის. და იმისთვის, რომ ჩვენი გახდეს, უნდა ვიბრძოლოთ კიდეც ამისთვის.

 

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s