“ლიბცენტრის” ბოლო ჯგუფის დაკომპლექტება იწყება

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იწყებს “ლიბცენტრის” ახალი ჯგუფის დაკომპლექტებას, რომლითაც დასრულდება 2013 წელს დაწყებული პროექტი.

შერჩეული აპლიკანტები ექვსი თვის განმავლობაში მოისმენენ საჯარო ლექციებს ადამიანის უფლებებზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე, ლიბერალიზმსა და დემოკრატიასთან დაკავშირებულ საკითხებზე. გარდა ამისა, მოამზადებენ გამოკითხვებს, შექმნიან ჟურნალისტურ მასალებს, დაწერენ პოსტებს სხვადასხვა თემაზე, რაც განთავსდება ცენტრის ვებგვერდზე  www.libcenter.ge

კანდიდატი უნდა იყოს ბაკალავრიატის ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტი ან დამამთავრებელი კლასის მოსწავლე.

პროექტში მონაწილეობა უფასოა

მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ მისამართზე liberalismcenter@gmail.com. სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითეთ პროექტის დასახელება.

სამოტივაციო წერილი არ უნდა აღემატებოდეს 300 სიტყვას.

განაცხადის შეტანის ბოლო ვადა:  2017 წლის 31 აგვისტო

“ლიბცენტრი” საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პროექტია, რომელიც 2013 წლის თებერვლიდან NED-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტში მონაწილეობა უკვე მიიღო 160-ზე მეტმა სტუდენტმა. მათ მიერ შექმნილი მასალები ატვირთულია ვებგვერდზე libcenter.ge.

პროექტის ფარგლებში ასევე პროექტის ჩატარდა არაერთი საჯარო ლექცია, რომელთა ნახვა შესაძლებელია ცენტრის    YouTube არხზე https://www.youtube.com/user/liberalismcentre

საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: თბილისი, შიო მღვიმელის 6ა
ტელეფონი: 2912870
website: libcenter.ge
e_mail: liberalismcenter@gmail.com
Youtube: http://www.youtube.com/user/liberalismcentre
Facebook: https://www.facebook.com/liberalism.center?ref_type=bookmark

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s