ქალები მემკვიდრეობის გარეშე

22ავტორი: სალომე კვირიკაშვილი

თავდაპირველად ყველაფერი მატრიარქატით დაიწყო, განვითარებამ და როლების სხვაგვარმა გადანაწილებამ მატრიარქატი პატრიარქატით ჩაანაცვლა. შემდგომ იყო ბრძოლები, გამოსვლები სტერეოტიპების და წესების წინააღმდეგ, რომლის მიხედვითაც ქალები სუსტი სქესის, უუფლებო არსებებად განიხილებოდნენ, რომელთა მთავარი მოვალეობა შვილების გაჩენა, აღზრდა და ქმრისათვის სიამოვნების მინიჭება იყო. ბრძოლა წარმატებით მიმდინარეობდა. ქალებმა საბოლოო ჯამში შეძლეს მათთვის მანამდე მიუწვდომელ სივრცეებში შეღწევა, თანაბარი უფლებების მოპოვება კანონის დონეზე, განათლების მიღება,  მოიპოვეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება და დღეს 21-ე საუკუნეში ყველა განვითარებული და დემოკრატიული ქვეყნის კანონმდებლობის განუყოფელ ნაწილია თანასწორობისა და თავისუფლების აღიარება მიუხედავად  რასისა, კანის ფერისა, სქესისა…

თუმცა რამდენად იმარჯვებს კანონი იმ  ფესვებგადგმული ტრადიციების, წეს-ჩვეულებების წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც ასე ღრმად აღუბეჭდავს კაცობრიობის განვითარების ეტაპებზე ისტორიასა და კულტურას, ეს ცალკე საკითხია.  კანონი ამკვიდრებს თანასწორობას, ტრადიციები კი ქმნის ასიმეტრიულობას ქალსა და კაცს შორის.   ეს ყველაფერი განსაკუთრებით კარგად ჩანს ჩვენი ქვეყნის მაგალითზე. ვამაყობთ იმ ტრადიციებითა და კულტურით, რომელიც იქმნებოდა საქართველოს არსებობის თუ  განვითარების ეტაპზე და რომელიც ნაყოფია ჩვენამდე მოღწეული ისტორიისა. კრიტიკული თვალით შეხედვაა საჭირო იმ ტრადიციებისა თუ წეს-ჩვეულებებისათვის, რომლებსაც ასე ბრმად იღებს ზოგჯერ საზოგადოება და ხელს უწყობს დისკრიმინაციული გარემოს ფორმირებას.

კანონმდებლობაში გაწერილი გენდერული თანასწორობის პრინციპები რომ ხშირ შემთხვევაში არ არის გაზიარებული საზოგადოების მიერ, აჩვენებს მემკვიდრეობის განაწილების ქართული ტრადიცია.   სამემკვიდრეო სამართლის მიხედვით კანონმდებელი  თანასწორი  უფლებებით მემკვიდრეებად თვლის შვილებს, მეუღლესა და შვილიშვილებს.  ხშირად ქართული საზოგადოება არა თუ არ აღიარებს განაწილების ამ პრინციპს, არამედ პრობლემადაც არ აღიქვამს გენდერული დისკრიმინაციის საკითხს.

გვარის გამგრძელებელი, ისევე როგორც მემკვიდრე, მხოლოდ ვაჟია და ეს არის კანონი, რომელიც კანონზე უფრო მაღლა დგას, იმ კანონზე, რომელიც ნამდვილად შეესაბამება დემოკრატიული განვითარებული სახელმწიფოს პრინციპებს. თითქმის ყველა შემთხვევაში სრული ქონება მშობლების გარდაცვალების შემდეგ რჩება მამრობითი სქესის შვილს, ის ხდება მესაკუთრე უძრავი თუ მოძრავი ქონებისა, რაც კიდევ უფრო ამყარებს მის სტატუსს საზოგადოებაში. ქალები  კი უარს ამბობენ მემკვიდრეობითი უფლების გამოყენებაზე ძმის სასარგებლოდ, რადგან ქვეყანაში, სადაც ისინი იზრდებიან სხვაგვარად უბრალოდ არ ხდება და თუ ისინი  წავლენ ამ ჩვეულების წინააღმდეგ და მოითხოვენ „ძმის“ ქონებას, მათ მოუწევთ დაპირისპირება საამაყო კულტურასთან და გაკიცხვის ობიექტად იქცევიან.

სქესობრივი განსხვავების ნიადაგზე  მემკვიდრეობის არათანაბარი განაწილების პრაქტიკა ქალთა დისკრიმინაციას და მათ მიმართ ეკონომიკურ ძალადობას იწვევს. მშობლების სურვილი უზრუნველყონ ვაჟის კეთილდღეობა ქალს აქცევს არსებებად, რომლებსაც  თითქოსდა არ სჭირდებათ ეკონომიკური კეთილდღეობა და  დამოუკიდებლობა.

საკუთრების უფლება და ეკონომიკური კეთილდღეობა დიდწილად განაპირობებს ადამიანთა სტატუსს საზოგადოებაში, ზრდის მათი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების  ხარისხს.  არსებული ტრადიცია კი ამ ყველაფერს მხოლოდ მამაკაცს უწილადებს და ასე აღმოჩნდება სასწორის ერთ პინაზე კაცი საკუთრებით მეტი დამოუკიდებლობითა და თავისუფლებით და ქალი საკუთრების გარეშე, იმ ქონების გარეშე, რომელიც რეალურად მას ეკუთვნის.  მემკვიდრეობის განაწილების ამგვარი ქმედების უკუქმედება კი არის დისკრიმინაცია და  საკუთრების გარეშე დარჩენილი ქალთა ფენა, რომელიც უფრო მარტივად ხელმისაწვდომია მჩაგვრელთა და მოძალადეთათვის. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია განვითარებასა და ფასეულობების შეცვლასთან ერთად კულტურამ და ტრადიციებმაც განიცადოს ცვლილება, გახდეს უფრო ჰუმანური და არ დააკანონოს ასიმეტრიულობა დისკრიმინაციული ნიშნებით.

 

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s